ექიმო, ღირსება დავკარგე! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმო, ღირსება დავკარგე!

  • მოხუცი ქალბატონი ექიმის კაბინეტში შევიდა: "ექიმო, ქოშინი მაწუხებს". ექიმმა ყურადღებით გასინჯა პაციენტი და ქოშინის მიზეზი რომ ვერ აღმოაჩინა, ჰკითხა: "ბებია, მაინც როდის გივარდებათ ქოშინი?" "როცა ავტობუსს მივდევ".
  • "ექიმო, რა საშინელებაა! მარტოდმარტო ვცხოვრობ, ჩემს სახლში ერთი მამაკაციც კი არ შემოდის! როგორ მოვიქცე?" "აი, ინებეთ წამალი". "ეს რა არის, ექიმო?!" "დანების ნაკრები. ყოველი ჭამის შემდეგ თითო-თითო დააგდეთ დაბლა".
  • გინეკოლოგი - სტომატოლოგს: "შენ ეს კბილებში ჩხიკინი ხომ არ გგონია..."
  • "ექიმო, ყურებში ხმაური ჩამესმის, მუხლები მიკანკალებს და სრულ არარაობად ვგრძნობ თავს". "გასაგებია. და როდის მიემგზავრება თქვენი სიდედრი?.."
  • "ექიმო, მეტი აღარ შემიძლია ამ დიეტის გაძლება! გუშინ ქმარს კინაღამ ყური მოვაჭამე!" "მერე რა? სულ რაღაც 80 კალორიაა".
  • მამაკაცი - ექიმს: "ექიმო, ღირსება დავკარგე!" "გაიხადეთ, მაჩვენეთ..."
  • ექიმს მეგობარი ეკითხება: "სად იყავი?" "მორგში, გაკვეთაზე". "მერე რა ქენი?" "არ დამნებდა!!!"
  • მამაკაცს შუადღისას პლაჟზე ჩაეძინა და დამწვრობითა და სითბური დაკვრის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. კანი გაწითლებული, ბუშტუკებით დაფარული ჰქონდა და ოდნავი მიკარებაც კი საშინელ ტკივილს აყენებდა. ექიმმა გადასხმები, მსუბუქი დამამშვიდებელი და ვიაგრა დაუნიშნა. "ამ მდგომარეობაში - ვიაგრა?" - გაეცინა ექთანს. "სამაგიეროდ სხეულზე ზეწარი აღარ შეეხება".
  • მამაკაცი ფსიქოთერაპევტს ეუბნება: "იცით, ცხოვრებას არ ვუჩივი, მაგრამ მძაფრი შეგრძნებები აშკარად არ მყოფნის. როგორ მივიღო ისინი რაც შეიძლება ხშირად და ბევრი? ყველაფერი ვცადე, პარაშუტითაც გადმოვხტი, ზღვის სიღრმეებში აკვალანგითაც ჩავყვინთე... რაღაც ახალი მინდა..." "სხვა გზა არ არის, - პასუხობს ფსიქოთერაპევტი, - საყვარელი უნდა გაიჩინოთ". "მყავს, ბატონო, თანაც სამი". "მაშინ მათ შესახებ ცოლს უამბეთ".
  • ფსიქიატრთან მიღებაზე: "ექიმო, ძალიან მინდა, რომ შეხვდეთ ჩემს ცოლს და გაესაუბროთ". "რაშია საქმე?" "იცით, ამას წინათ გამომიცხადა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ლოგინში ვწვებით, ორმოცი დოლარი უნდა გადავუხადო. ორმოცი დოლარი, ექიმო!" "დიახ, დიახ. ასეთი რამ ზოგჯერ მართლაც ხდება. სავარაუდოდ, თქვენს ცოლს ელექტრას კომპლექსი აქვს, ნევროტული სინდრომით დამძიმებული. ამ დროს ეროტიკო-ლიმბური პულსაციის ცირკულარული დინამიკა თან ერთვის ვეგეტოდისტონიას... მიჰყვებით ჩემს აზრთა მდინარებას?" "დიახ, ექიმო, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ის ვერ გავიგე, რატომ უნდა გადავუხადო ორმოცი დოლარი, როცა ყველა ჩემი მეგობრისგან ოც დოლარს იღებს!"
  • "ექიმო, ხუთი წლის მანძილზე ვმკურნალობდი ალკოჰოლიზმს. ამ ხნის განმავლობაში წვეთიც არ დამილევია. მგონი, ბოლოს და ბოლოს გამოვჯანმრთელდი..." "გილოცავთ, მეგობარო. და ჩემთან რამ მოგიყვანათ?" "მითხარით, ახლა მაინც შემიძლია დალევა?!"
  • მამაკაცმა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის პუნქტში ანალიზები ჩააბარა. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში წერილობითი შეტყობინება მიიღო. "სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, - ეწერა მასში, - რომ ანალიზების შედეგების მიხედვით თქვენ დაავადებული ხართ ტუბერკულოზით, სიფილისით და გულის მანკით". ერთი საათის შემდეგ მოვიდა ახალი შეტყობინება: "შეცდომა მოხდა. თქვენ მიიღეთ სხვა წვევამდელის შედეგები". მამაკაცმა შემდეგი შინაარსის პასუხი გაგზავნა: "ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენმა შესწორებამ დაიგვიანა, ორმოცი წუთის წინ თავი მოვიკალი".
  • ცნობილი ექიმი ამბობს: "ორმოცი წელია ვმკურნალობ. ამ ხნის განმავლობაში ყველანაირი, თვით ყველაზე ძნელად წარმოსადგენი რეცეპტიც კი გამომიწერია და ბოლოს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყოველგვარი პრობლემის საუკეთესო წამალი სიყვარულია!" "და ისიც თუ არ შველის?" "მაშინ დოზა უნდა გააორმაგოთ ან გაასამმაგოთ..."
  • "...და სკლეროზის საწინააღმდეგო ტაბლეტებსაც ვსვამ". "მაინც რომელს?" აი, იმას, ვარდისფერი რომ არის... არა-ა, ვარდისფერი დიაბეტისთვისაა, სკლეროზისთვის კი ან თეთრია, ან მოყვითალო... თუ ყვითელს ჩემი ქმარი სვამს... თუმცა, იცით... მე კატარაქტაც მაქვს და ფერებს თითქმის ვერ ვარჩევ..."