გამარჯობა, ქეთო, შენს ქმართან მოვედი!
-
"ახალი რუსი" კვდება.
მომაკვდავის სასთუმალთან მისი ნათესავები, მეგობრები, ბიზნეს-პარტნიორები არიან შეკრებილნი. პაციენტი ბოდავს, უხეშადაც ილანძღება:
- ქურდებო, მკვლელებო, ბანდიტებო, ყაჩაღებო...
- მდგომარეობა არც ისე უიმედოა, - ამბობს მკურნალი ექიმი, - თავისიანებს ჯერ კიდევ ცნობს!
-
წყვილი ავტოავარიაში მოხვდა.
მამაკაცი რამდენიმე ნაკაწრით გამოძვრა თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობიდან, ქალი კი რეანიმაციაში მოხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ ქმარი საავადმყოფოში მივიდა და რეანიმაციული განყოფილების კარში მდგომ ახალგაზრდა რეანიმატოლოგს მეუღლის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:
-"სიტუაცია ძალზე მძიმეა. თქვენი ცოლი კომაშია. სავსებით შესაძლებელია, ამგვარ მდგომარეობაში მომდევნო 20-25 წლის განმავლობაში იყოს. მთელი ამ ხნის მანძილზე თქვენ უნდა მოუაროთ: საკვები სპეციალური მილის საშუალებით მისცეთ, დაბანოთ, ყოველ 2-3 საათში გადააბრუნოთ - გვერდი უნდა უცვალოთ, რომ ნაწოლები არ გაუჩნდეს... ამ ხნის შემდეგ თქვენი მეუღლე შეიძლება კომიდან გამოვიდეს, თვალი გაახილოს, მაგრამ ისევ თქვენ რომ დაგინახავთ, კვლავ კომაში ჩავარდეს".
მამაკაცი გაშტერებული შესცქერის ექიმს, ის კი ექედნურად უკრავს თვალს და ღიმილით "ამშვიდებს":
- კარგი რა, მეგობარო, ტყუილად ნერვიულობ, გეხუმრე. მოკვდა შენი ცოლი, მოკვდა!..
-
ექიმი პრაქტიკანტს ავადმყოფობის ისტორიას ავსებინებს.
- ჩაწერეთ: "პაციენტს აღენიშნება თავის ქალას ტრავმა..."
- ექიმო, იქნებ უფრო სწორი იყოს ქალა-ტვინის ტრავმა? - უცერემონიოდ ჩაეკითხა მკურნალს ჭკვიანი პრაქტიკანტი.
- მას ტვინის ნასახიც კი არ აქვს, ამას შემოწმებაც არ უნდა, - პასუხობს ექიმი, - ეს უტვინო ცოლის დაბადების დღეზე საყვარელთან ერთად მიბრძანდა...
-
ავტოსერვისიდან შრომის ბირჟაზე დარეკეს:
- ავტომექანიკოსი გვჭირდება.
- მექანიკოსი არ გვყავს, მხოლოდ ერთი გინეკოლოგის განცხადება დევს ჩვენთან, - უპასუხეს ყურმილის მეორე მხრიდან, - აიყვანეთ, მექანიკოსობას შეძლებს, თანაც ფული ძალიან სჭირდება. იცოდეთ, არ წააგებთ...
მოკლედ, დიდი კამათისა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ გინეკოლოგი სამუშაოზე აიყვანეს. მეორე დღეს კი ისევ რეკავენ ბირჟაზე:
- კიდევ ორი გინეკოლოგი გვჭირდება, გენაცვალე, თუ გამოგვიგზავნი, პატივისცემა ჩემზე იყოს.
- გუშინ საერთოდ არ იღებდით და ახლა ორი დაგჭირდათ?!
- იცით, რაშია საქმე? გუშინ მანქანა მოგვიყვანეს, გასაღების დატოვება კი დაავიწყდათ, ჰოდა, თქვენმა გინეკოლოგმა ორ საათში "გლუშიტელიდან" მთელი მატორი თავიდან გადააწყო!
-
ერთი ჩემი მეგობრის ქმარი ავად გახდა და რაღაც ნემსები გამოუწერეს.
ნემსების გაკეთება მეზობლად მცხოვრებ ექთანს სთხოვეს. იმ დღეს ოჯახში სტუმრად შორეული ნათესავი ეწვიათ, რომელმაც არაფერი იცოდა არც მასპინძლის ავადმყოფობის და შესაბამისად, არც ნემსების გაკეთების შესახებ. მოკლედ, სხედან სამზარეულოში ცოლ-ქმარი, სტუმარი და ჩაის სვამენ. კარზე ზარია. ქეთი (ცოლი) კარს აღებს. როგორც ყველა პატარა ბინაში, მათთანაც შემოსასვლელი სამზარეულოს ებჯინება. სტუმარს მოსული ქალის ხმა ესმის: - გამარჯობა, ქეთო, შენს ქმართან მოვედი! ალბათ, შინ უკანალის "სმაზკისთვის" რამე მოგეძევებათ!
-
ფსიქიატრიულში ორი პაციენტი ერთმანეთს ესაუბრება.
- რა გქვია? - ეკითხება ერთი მეორეს.
- თუ მოფერებით და მოკლედ - ოლეგი.
- და სრული სახელი?
- ოლიგოფრენი (ოლიგოფრენია - თანდაყოლილი ჭკუასუსტობა, - დ.დ.).
-
ექიმი - პაციენტს:
- თქვენ სასწრაფოდ უნდა დაიკლოთ წონაში. ამისათვის კი მკაცრი დიეტა უნდა დაიცვათ: მიირთვათ მხოლოდ მჭლე ხორცი, უარი თქვათ ტკბილზე, პურ-ფუნთუშეულზე, მკურნალობის კურსის დროს არანაირი ალკოჰოლი, სიგარეტი, ყავა, ჩაი, გეკრძალებათ სექსუალური ურთიერთობაც... ჰო, ყველაზე მთავარი დაიმახსოვრეთ, - უფრო მეტად უნდა შეჰხაროდეთ ცხოვრებას, ჩემო ძვირფასო!!!
-
ექიმი პაციენტს სინჯავს და თავისთვის ბურდღუნებს:
- ასე-ე, კარგია... გადასარევია... - და მოულოდნელად პაციენტს ეუბნება: - იცი რა, მეგობარო, მოდი, პათოლოგანატომთანაც შეიარე...
პაციენტი შიშისაგან გალურჯდა:
- რატომ?
- იცით, მგონი, მასთან დამრჩა ავტოკალამი!