რას წერდნენ სოციალურ ქსელში მიწისძვრის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას წერდნენ სოციალურ ქსელში მიწისძვრის შემდეგ

და სიხარულს, აქ უზიარებენ ერთმანეთს შიშს, ბრაზსა და სიყვარულს.

აზრთა სხვადასხვაობაც არ არის ხოლმე უცხო. აი, მიწისძვრის დროს კი სრული ერთსულოვნება სუფევდა. ერთბაშად და ერთდროულად წერდა ყველა, როგორ შეაქანა და როგორ შეეშინდა. თუმცა იყო გამორჩეული პოსტებიც და გვინდა ისინი გაგიზიაროთ:

მარგო იმედაძე:

სისტემა უნდა დაინგრესო და მგონი იწყება..

P.s. კააა

ლადო გოგოლაძე

ტოშინოჩინის ფანი ყოფილა ეს მიწისძვრა და იაპონიიდან ჩამოაკითხა.

ნათია როსტიაშვილი:

აი, თითქოს ხომ ვიცით, რომ ოდესმე ყველანი მოვკვდებით, მაგრამ მე მაინც გამიკვირდა.

მართლა. სახლში მარტო რომ ვიყავი და შემაქანა, შიშის გადახარშვის მერე ისე გამიკვირდა, ისე ძალიან გამიკვირდა -

ანუ შეიძლება შვილებთან არ იყო და მოკვდე, მოთხრობა ბოლომდე არ გქონდეს ჯერ დასრულებული და მოკვდე. შენ ბიჭს არ აკოცო სიტყვებით: ,,მე წავედი, არ იდარდო, იცოდე. წვნიანი გაუკეთე ხოლმე ამათ".

ასე შუა გზაზე იყო და მოკვდე.

ასე უცებ, ვითომც არაფერი.

თითქოს ძაფი ხარ და გაწყდი.

თითქოს ,,ეგეც დიდი საქმე"

თითქოს ,,აი დარდი"

თითქოს...

ვააჰ...

გიორგი ჟორჟოლიანი:

ვინ თქვა ცხოველები წინასწარ გრძნობენ მიწისძვრასო?

ჩვენმა კატამ ინტერპრესნიუსიდან გაიგო...

და ესეც გიორგის პოსტია:

ეზოებში ჩახიზნულებო, გვერდით მდგომებს პოლიტიკური კურსი დააზუსტებინეთ, შარში არ გაეხვეთ.

ეკა ვეფხვაძე:

რა კარგი იყო კაცო ადრე... შეგვაქანებდა ყველას ერთად და გავქანდებოდით ეზოებში, ზოგი დედიშობილა, ზოგი შარვალ-კასტუმით, ცალ-ცალი კალოშით და იყო ხალისი, რუზრუზი, ძიგძიგი..

შალვა ბურდილაძე:

მიწისძვრაზე პასუხიმგებლობა კაააა-მ აიღო

ვანიკო გალუაშვილი:

არადა კალაძეს მეტრო დაუქოქავსო.....ხო მაგარი სტატუსია :)

ისევ ვანიკოს პოსტი:

არ ინერვიულოთ. ძვირფასო მეგობრებო, ვინც ვერ იგრძენით, მათი მოთხოვნით და ქართველ სეირის მაყურებელთა თხოვნოთ, სულ მალე გამეორდებაო მიწისძვრაო. წაიკითხეთ: როგორია მიწისძვრის წინამორბედი ნიშნები და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?