"ნუ გაქვთ ასეთი შეშფოთებული სახე" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ნუ გაქვთ ასეთი შეშფოთებული სახე"

 

Smile ღია ფანჯარასთან ყურმოკრული დიალოგი: "ბიჭოს!.. რა სჭირს ბაბუაშენს?" "სად? აჰ, ეს?.. უბრალოდ, ძილის მომგვრელთან ერთად ვიაგრასაც ვაძლევთ". "რატომ, კაცო?" "საწოლიდან რომ არ გადმოგორდეს".

Smile დადარდიანებულმა მამაკაცმა ფსიქოთერაპევტს მიმართა: "ექიმო, ჩემი ცოლი ძილში ლაპარაკობს და ეს ძალიან მაწუხებს". "მაინც რას ამბობს?" - დაინტერესდა ექიმი. "ერთსა და იმავეს იმეორებს: "არა, ჟორა, არა..." "არა უშავს, ეს არც ისე საშიშია". "როგორ თუ არა უშავს, ექიმო?! მე ხომ გურამი მქვია!" "მერე რა, თქვენი ცოლი ხომ გამუდმებით "არას" ამბობს?!"

Smile ქალი ექიმთან რეკავს: "ექიმო, ჩემს ქმარს ფუტკარმა ინტიმურ ადგილზე უკბინა. არ შეგიძლიათ, ტკივილი მოუხსნათ, შესიება კი დაუტოვოთ?"

Smile ექთანი ავადმყოფს ოპერაციისთვის ამზადებს. პაციენტი უგუნებოდაა. ექთანი ამშვიდებს: "ნუ გაქვთ ასეთი შეშფოთებული სახე, ექიმი რომ გნახავთ, აუცილებლად გაუღიმეთ, გაამხნევეთ..." "არ შემიძლია, ძალიან ვნერვიულობ", - უპასუხა მოღუშულმა ავადმყოფმა. "თქვენ ნერვიულობთ? - გაუკვირდა ექთანს, - ეს რა ნერვიულობაა? თქვენ ექიმი უნდა ნახოთ, რა დღეშია. ოპერაცია რომ ვუხსენე, კინაღამ გული წაუვიდა!"

Smile გამომცდელი: "თქვენი აზრით, რა არის გამოცდა?" სტუდენტი: "გამოცდა - ეს ორი ჭკვიანი ადამიანის საუბარია". გამომცდელი: "მაგრამ თუ ერთ-ერთი მათგანი იდიოტი აღმოჩნდა, მაშინ?.." სტუდენტი: "მაშინ მეორე ვერაფრით მიიღებს სტიპენდიას!!!"

Smile მამაკაცმა ექიმს მიმართა: "არ შეიძლება, ისეთი ოპერაცია გამიკეთოთ, რომ შვილის ყოლის უნარი დავკარგო?" ექიმი აღელდა: "ასე როგორ შეიძლება, ბატონო! ეს ისეთი ოპერაციაა, რომლის შედეგების გამოსწორება აღარ შეიძლება. კარგად დაფიქრდით, ოჯახის წევრებს გაესაუბრეთ, აწონ-დაწონეთ..." "უკვე ავწონ-დავწონეთ და კენჭისყრაც მოვაწყვეთ. შედეგი გაინტერესებთ? ორი წინააღმდეგი აღმოჩნდა, ხოლო ჩვიდმეტი - თანახმა..."

Smile გამოცდილმა ექიმმა პაციენტი გასინჯა და ახალგაზრდა კოლეგას უთხრა: "ამ ავადმყოფს სასწრაფოდ უნდა გავუკეთოთ ოპერაცია". "ასეთი რა აქვს?" "რა და, ანგარიში შვეიცარიის ბანკში!.."

Smile გამოუცდელ ექიმს პაციენტმა მიაკითხა: "ექიმო, დამეხმარეთ! აი, ნახეთ, ფეხები როგორ მიყარს". ექიმმა დიდხანს სინჯა და ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ გაუგო, უთხრა: "ამაში არაფერია უცნაური, მეგობარო. აბა, ნახეთ, საიდან გეზრდებათ ფეხები!"

Smile სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში დალეწილი მამაკაცი მიიყვანა. მორიგე ექთანი ისტორიის თავფურცელს ავსებს: "სახელი?.. გვარი?.. ცოლიანი ხართ?" "არა, ქალბატონო, ავარიაში მოვყევი..."

Smile ერთი ცნობილი ექიმი, რომელსაც ბახუსთან ახლო მეგობრობა ჰქონდა, გვიან ღამით მივიდა სახლში, კლიტეს გასაღები მოარგო და... გაითიშა. მთელი ღამე, გათენებამდე, ასე ცხენივით ფეხზე მდგარს ეძინა. გათენდა. მისმა ცოლმა კარის გაღება მოინდომა, მაგრამ რას გააღებდა?! დიდხანს იწვალა და ბოლოს კარზე ბრახუნი დაიწყო, იქნებ რომელიმე მეზობელს ხმა მივაწვდინოო. ხმაურზე ქმარს გამოეღვიძა. "მანდ ვინ არის?" ქალს მისი ხმის გაგონება ძალიან გაუხარდა, მშველელი გამომიჩნდაო და უპასუხა: "ეს მე ვარ, შენი ცოლი!" "ჰოდა, ისევ იქ წაეთრიე, სადაც მთელი ღამე ბრძანდებოდი! სახლში შემოშვების ღირსიც არა ხარ!" - მიუგო განრისხებულმა ქმარმა და ისევ დაიძინა.

Smile პალატაში, რომელშიც მხოლოდ ერთი პაციენტი იწვა, ზარი გაისმა: "გესმით ჩემი? თქვენი მკურნალი ექიმი გელაპარაკებათ". "გამარჯობა, ექიმო, რა დაადგინეთ, რა მჭირს?" "სამწუხაროდ, თქვენ აღმოგაჩნდათ ქოლერა, ტიფი, შავი ჭირი, ჰეპატიტი, შიდსი და ბევრი სხვა დაავადება". შეშფოთებული პაციენტი კითხულობს: "ალბათ, სასწრაფოდ მკურნალობას დამინიშნავთ?" "დიახ, ბლინების დიეტა გამოგიწერეთ". "მერედა, მიშველის?" "მოგიხდებათ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ბლინები ერთადერთი საკვებია, რომელიც თქვენი პალატის კარქვეშ შემოეტევა".