ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი გაჭაჭანებულა, ბუზიც კი არ შემოფრენილა, რომ დამეთვალა მაინც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი გაჭაჭანებულა, ბუზიც კი არ შემოფრენილა, რომ დამეთვალა მაინც

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები სიმონ დონაძე, დღისით, მზისით, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, სავაჭრო ცენტრ "ჩემი მარკეტთან" იმყოფებოდა, როცა უეცრად გული წაუვიდა და წაიქცა.

უამრავი ხალხი მისცვივდა წაქცეულს, ზოგი რა "ტაბლეტს" ჩრიდა პირში და ზოგი რას.

ვიღაცამ 112-შიც დარეკა და... ოზურგეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა.

ვინაიდან, ბატონი სიმონი ექიმების მოსვლისასაც გონწასული იყო, ბრიგადამ სასწრაფოდ ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ავადმყოფი პალატაში მოათავსეს.

სიმონ დონაძე:"როგორც მითხრეს, თვალი რომ გავახილე, მომხდარიდან დაახლოებით 2-3 საათი იყო გასული. "ვაკვარკვალე" თვალები კიდო ორი საათი და კაციშვილი ჩემს ამბავს არ კითხულობს... ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი  გაჭაჭანებულა, "დაჟე" ბუზიც არ შემოფრენილა, რომ დამეთვალა მაინც"-იგონებს დონაძე და აგრძელებს:

"მოვიხედე გვერდით და ჩემი "ფანრიანი ნოკია" დევს, ავიღე და დავრეკე 112-ში. გისმენთ ბატონოოო-მიპასუხეს. ავუხსენი სიტუაცია, ამა და ამ ადგილზე ვარ, ამა და ამ პალატაში ვწევარ და დაუყოვნებლი ვითხოვ შველას, გამოუშვით "სასწრაფო" -თქვა. კი მაგრამ, მაქ თუ ხართ, საავადმყოფოში, "სასწრაფო" რაღად გინდათ მაშინ?- გაიკვირვა ოპერატორმა. რათ მინდა და სადაც წევიქეცი დამაბრუნეთ "იქინე", წყალი მაინც შემასხეს-მეთქი, ვიყვირე სასოწარკვეთილმა"-იხსენებს დონაძე თავგადასავალს.