/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ

ყველანი ერთნაირები არიან...

ყველანი ერთნაირები არიან...
რუბრიკის- ექიმები ხუმრობენ- სტუმარია ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დავით ბოსტოღანა

.

  • იცით, ექიმო, მე მარჯვენა თვალი შუშის მაქვს

-შვილიკაცი ავარიაში მოყვა და მარჯვენა თვალი ისე დაუზიანდა, რომ ექიმებმა ვერაფრით აღუდგინეს. გავიდა ხანი და მამაკაცი ოფთალმოლოგთან მოხვდა. ექიმმა სპეცილური ასოებ- და რგოლებმიხატული დაფის წინ დასვა და უთხრა: "აბა, დახუჭეთ მარჯვენა თვალი..." "იცით, ექიმო, მე მარჯვენა თვალი შუშის მაქვს..." "კარგი, კარგი, - შეაწყვეტინა ექიმმა, - მაშინ დახუჭეთ მარცხენა თვალი".

  • ღმერთო ჩემო, თქვენ ხომ მთვრალი ხართ

პაციენტს საოპერაციოდ ამზადებენ. იგი ვიწრო, ცივ რკინის მაგიდაზე წევს. ირგვლივ ექთნები მიდი-მოდიან. საოპერაციო მედდა გაპრიალებულ ინსტრუმენტებს სპეციალურ მაგიდაზე აწყობს. მოულოდნელად საოპერაციოში არეული ნაბიჯით შემოდის ანესთეზიოლოგი, ნიღაბს იღებს და ცდილობს, პაციენტს მოარგოს, თუმცა უშედეგოდ. "ღმერთო ჩემო, თქვენ ხომ მთვრალი ხართ!" - შეძრწუნებული ამბობს ავადმყოფი, - "მე-ე... მთვრალი?! - ლუღლუღებს პაციენტის თავთან მოქანავე ანესთეზიოლოგი და იქიდნურად იცინის, - თქვენ ქირურგი უნდა ნახოთ!"

  • პაციენტის საყვარელი კერძი

ცნობილ პროფესორს ჟურნალისტი ეკითხება: "რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში?" პროფესორი ღიმილით პასუხობს: "ყველაზე რთულია გაიგო, რომელია პაციენტის საყვარელი კერძი, რომ შემდეგ კატეგორიულად აუკრძალო იგი..."

  • ეჰ, ყველანი ერთნაირები არიან

ყოვლისშემძლე ბრიუსმა საქართველოს სამედიცინო საქმეების გამოსწორება გადაწყვიტა და რაიონის ექიმად მოეწყო. მისი პირველი პაციენტი ინვალიდის სავარძელში მჯდომი მოხუცი აღმოჩნდა. ექიმმა ხელები თავზე დააწყო და უბრძანა: "ადექი და წადი!" ავადმყოფი ადგა და საკუთარი ფეხით გამოვიდა დერეფანში, სადაც უზარმაზარი რიგი დახვდა. "აბა, როგორია ახალი ექიმი?" - ეკითხებიან. "ეჰ, ყველანი ერთნაირები არიან. წნევაც კი არ გამიზომა მაგ საზიზღარმა!"

  • ნდობის ტელეფონი

ფსიქოლოგ-კონსულტანტი უკვე ოთხი საათია ესაუბრება ადამიანს, რომელსაც საშინელი დეპრესია აქვს, მაგრამ ვერაფერს უხერხებს და ბოლოს სასოწარკვეთილი ეკითხება: "თვითმკვლელობაზე თუ გიფიქრიათ ოდესმე?" "არა, რატომ მეკითხებით?" "ჰოდა, იფიქრეთ, იფიქრეთ!.."

  • სულმთლად გავლურჯდი, ექიმო!

ექიმის კაბინეტში პაციენტი შედის: "ექიმო, ნახეთ, მარჯვენა ხელი მთლად გამილურჯდა". "არაფერია, - ამშვიდებს ექიმი, - ეს სისულელეა, ჩვენ კი სისულელეებს არ ვმკურნალობთ". დამშვიდებული პაციენტი მიდის. ერთი კვირის შემდეგ ბრუნდება: "ექიმო, ახლა მარცხენა ფეხიც გამილურჯდა!" ექიმი ყურადღებით სინჯავს და ეუბნება: "ტყუილად ღელავთ, ხომ გითხარით, ეს სისულელეა, ჩვენთან კი სისულელეებს არ მკურნალობენ". კიდევ ერთი კვირის შემდეგ პაციენტი ექიმის კაბინეტში შერბის და ყვირის: "სულმთლად გავლურჯდი, ექიმო!" "ჰო-ო, ეს მართლაც საშიშია, მაგრამ მკურნალობა უკვე დაგვიანებულია..."

  • ექიმო, ცუდი ხომ არაფერი ჩანს?

მამაკაცმა ექიმის მიერ დანიშნული უამრავი გამოკვლევა ჩაიტარა და ერთ დიდი ტომად აკინძული პასუხები ექიმს მიართვა. მკურნალი დიდხანს გულმოდგინედ ეცნობოდა ქაღალდებს და შიგადაშიგ თავს უკმაყოფილოდ აქნევდა. პაციენტმა ვეღარ მოითმინა:

ასევე დაგაინტერესებთ
სპეციალიტები გვირჩევენ, მეტი ვიხუმროთ საკუთარ თავზე
სიყვარულის რეცეპტი - ექიმები ხუმრობენ

- ექიმო, ცუდი ხომ არაფერი ჩანს?

- ჯერ არა, მაგრამ არ იდარდოთ, აუცილებლად ვიპოვი.

  • თერაპევტს არაფერი სჭირდება, გარდა რეცეპტის ბლანკისა და სულელი თავისა

ერთხელ ცნობილი ქირურგი და არანაკლებ ცნობილი თერაპევტი საჯაროდ წაკამათდნენ. კამათის ბოლოს ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ გამარჯვებულად ქირურგი გამოაცხადა და აი, რატომ - მისი თქმით, ქირურგმა პაციენტი რომ შეიწიროს, საჭიროა საოპერაციო ოთახი, დამხმარე პერსონალი, ინსტრუმენტები, რეანიმაცია და ა.შ., ხოლო თერაპევტს არაფერი სჭირდება, გარდა რეცეპტის ბლანკისა და სულელი თავისა.

  • გადავწყვიტე თავი მოვიკლა, მაგრამ მარტო არ წავალ ამ ქვეყნიდან

სულით ავადმყოფი ექიმს აღსარებას ეუბნება: "გადავწყვიტე თავი მოვიკლა, მაგრამ მარტო არ წავალ ამ ქვეყნიდან, ოჯახის წევრებიც უნდა წავიყვანო, იმიტომ, რომ მალე ყველანი წამებით დაიღუპებიან და ცოცხლებს შეშურდებათ მკვდრების". ექიმი მოთმინებით უხსნის, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, რომ მალე ბევრი რამ მოწესრიგდება, აი, მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ... ავადმყოფმა დიდხანს უსმინა და ბოლოს უთხრა: "კარგი ადამიანი ჩანხართ, ექიმო. სჯობს, თქვენც თან წაგიყვანოთ!.."

  • ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიებიდან:

1. "უროლოგიურ კლინიკაში მიმართვის მიზეზი: მარჯვენა თირკმლით დაეჯახა თვითმცლელ მანქანას".

2. "პაციენტმა მ. ჩ-მ 15 სექტემბერს შეამჩნია მუქი შარდი, ღია ფერის განავალი და ნერვიულობის ნიადაგზე გაყვითლდა".

3. "ავადმყოფის პულსი კარგი ავსებისაა, დამაკმაყოფილებელი დაჭიმულობის, დღეში 2-3-ჯერ".

4. "ცხოვრების პირობები: დამაკმაყოფილებელი, ჰყავს ცოლი, ორი ქალიშვილი და ირიბი თიაქარი".

5. "პაციენტი ნ.კ., 41 წლის. შემოვიდა კლინიკაში დიაგნოზით: მწვავე ქოლეცისტიტი. თანდაყოლილი პათოლოგია: ქალიშვილია".

sicili.jpg

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყველანი ერთნაირები არიან... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები