ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ექიმები ხუმრობენ

რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი ვახტანგ მენთეშაშვილი. ჟ ჟ ჟსაავადმყოფოში თეთრხალათიან მამაკაცთან ქალბატონი მიდის და ეკითხება: "ექიმო, თქვენ გინეკოლოგი ბრძანდებით?" "არა, მაგრამ ნახვა შემიძლია". ჟ ჟ ჟმამაკაცი ექიმს მიმართავს: "ძალიან მტკივა, ექიმო!" ექიმი სწრაფად პასუხობს: "თუ მართლა გტკივათ, მაშინ მოვკვეთთ". პაციენტს თვალები უფართოვდება, ექიმი კი განაგრძობს: "მოვკვეთთ და არანაირი პრობლემა აღარ გექნებათ... ოჯახი... სამუშაო... მთელი ხელფასი - ცოლს..." ჟ ჟ ჟ"ექიმო, სიკვდილის ძალიან მეშინია!" "ნუ ღელავთ, ბატონო, პირველად ყველას ეშინია..." ჟ ჟ ჟექიმის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი შედის. "გაიხადეთ, ქალბატონო!" "სიამოვნებით. იცით, დიდი ხანია, ასეთი მიმზიდველი წინადადება არავის მოუცია..." ჟ ჟ ჟექიმის კაბინეტში: "ეს - დაღლილობის, ეს სტრესის საწინააღმდეგოდ, ეს კი დეპრესიისთვის..." "გმადლობთ, ექიმო, მაგრამ არყის გარდა არაფერი გაქვთ?!." ჟ ჟ ჟადამიანის ორგანოები თათბირობენ. დღის წესრიგშია, ვინ გაუშვან პენსიაზე. პირველად ფეხზე თირკმელები წამოდგნენ: "ბატონებო, პენსიაზე ჩვენ გაგვიშვით, ძალიან დავიღალეთ". დანარჩენმა ორგანოებმა მათი წინადადება გააპროტესტეს: "თქვენ ვერ გაგიშვებთ, უთქვენოდ არსებობა არ შეგვიძლია". ახლა ფეხზე გული წამოდგა: "უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მუშაობა ძალიან მიჭირს. მოდი, მე გამიშვით პენსიაზე". დანარჩენები: "არა, უშენოდ დავიხოცებით". ასე სათითაოდ ყველა ორგანო - ხელები, ფეხები, კუჭი, ღვიძლი, ტვინი - წამოდგა ფეხზე, მაგრამ ყველას წინადადება პენსიაზე გასვლის შესახებ სხვადასხვა საბაბით უარყოფილ იქნა. მოულოდნელად შორეული კუთხიდან ხმა მოისმა: "მეგობრებო, გამიშვით პენსიაზე, უკვე აღარ შემიძლია". "რომელი ხარ შენ? - იკითხა ტვინმა, - ფეხზე წამოდექი". "ე-ეჰ, წამოდგომა რომ შემეძლოს, პენსიას არ მოვითხოვდი". ჟ ჟ ჟსარეკლამო განცხადებიდან: "თუ დიარეამ (კუჭის აშლილობამ) მოულოდნელად შემოგიტიათ, საპასუხო დარტყმა მიაყენეთ - გაიკეთეთ ოყნა". ჟ ჟ ჟ"თქვენთვის აუცილებელია, მუდამ რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდეთ, - ეუბნება ექიმი პაციენტს, - სხვაგვარად დეპრესიას თავს ვერ დააღწევთ. გაიხსენეთ, ამ დღეებში რამე სასიხარულო ხომ არ მომხდარა?" "როგორ არა, ექიმო, - გამოცოცხლდა პაციენტი, - გუშინწინ ჩემი მეზობელი ახალთახალი მერსედესით ბოძს შეეჯახა!" ჟ ჟ ჟექიმის კაბინეტში საშინლად მთვრალი პაციენტი შევიდა. ექიმმა სათვალის ზემოდან გადმოხედა და უთხრა: "აი, სმის კიდევ ერთი მოყვარული მობრძანდა". "შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ, ექიმო?! მე მოყვარული კი არა, პროფესიონალი ვარ!!!" ჟ ჟ ჟ"მიშველეთ! - გაისმის მატარებლის ვაგონში სულის გამყინავი ხმა, - არის აქ ექიმი?!" "მე ვარ ექიმი! - გამოვარდა მეზობელი კუპედან ნახევრად შიშველი მამაკაცი, - ვის სჭირდება დახმარება?" "მე!!! - მხიარულად პასუხობს ერთ-ერთი მგზავრი, - მითხარით, რა ჰქვია ყელის დაავადებას? ექვსი ასოა!" ჟ ჟ ჟკუჭში გამხსნელი პრეპარატის რეკლამიდან: "ჩვენი უახლესი წამალი ისე რბილად და ნაზად მოქმედებს, რომ ადამიანს ძილსაც კი არ ურღვევს!.." ჟ ჟ ჟერთი ქირურგი მეორეს ეუბნება: "იცი, როდესაც პაციენტს პირველად ფეხი მოვკვეთე, მღელვარების გამო შეცდომაც კი დავუშვი. "იმედია, არც ისე სერიოზული..." "არა-ა, უბრალოდ ფეხი ამერია..." ჟ ჟ ჟინგლისელი, ფრანგი და ქართველი ქალბატონები გათხოვდნენ. თაფლობის თვის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ. ინგლისელი ქალბატონი მეგობრებს ეუბნება: "ქორწილის შემდეგ ქმარს გამოვუცხადე, რომ არც რამის გარეცხვას ვაპირებდი, არც დალაგებას და არც უთოობას! ისე გავიდა სახლიდან, ხმა არ ამოუღია. ორიოდე დღის შემდეგ უკან დაბრუნდა და რაღაც უნივერსალური მოწყობილობა მოიტანა, ინსტრუქციის მიხედვით ააწყო და ახლა ის ჩემს მაგივრად ყველაფერს აკეთებს, მე კი ვისვენებ!" ფრანგი ქალბატონი ამბობს: "ჩემს ქმარს მეც იგივე გამოვუცხადე. ისიც სახლიდან გავიდა. სამი დღე აღარ გამოჩენილა, მეოთხე დღეს დაბრუნდა და შინამოსამსახურე მოიყვანა. ახლა ის აკეთებს ყველაფერს, მე კი ვისვენებ!" ქართველი ქალის ჯერიც დადგა: "მეც ვუთხარი ჩემსას, რომ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი. ისიც სადღაც წავიდა. ერთი დღე არ დამინახავს, არც მეორე დღის განმავლობაში მომიკრავს თვალი, მესამე დღეს კი მარცხენა თვალით სინათლე დავინახე..."    
ნაჩვენებია მე-5 გვერ 12 - დან
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად