ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ექიმები ხუმრობენ

რუბრიკის სტუმარია უროლოგი კახაბერ მეძმარიაშვილი. მოხუცებულთა თავშესაფართან სამი ხანდაზმული ქალი იჯდა. საღამო ხანს მათ წინ მოხუცმა მამაკაცმა ჩაიარა. ერთ-ერთმა ქალმა მას მიმართა: "გინდა, სანაძლეო დავდოთ, რომ შენს ასაკს ზუსტად გამოვიცნობთ?" "ვერ გამოიცნობთ, თქვე ბებრებო!" - უპასუხა კაცმა. "თუ შარვალს ჩაიწევ, ზუსტად გეტყვით, რამდენი წლის ხარ!"  სიმორცხვეს სანაძლეოს მოგების სურვილმა სძლია და კაცმა შარვალი ჩაიწია. ქალებმა რამდენჯერმე მიატრიალ-მოატრიალეს, ადგილზე ახტუნეს და ბოლოს უთხრეს: "ზუსტად 87 წლის ხარ". "როგორ გამოიცანით?" - გაოცდა კაცი. "შე მართლა ბებერო და სკლეროზიანო, გუშინ შენი დაბადების დღე ერთად არ აღვნიშნეთ?!
რუბრიკის სტუმარია თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ტატუნაშვილი.  მოგეხსენებათ, იმისთვის, რომ იარაღის ტარების ნებართვა მიიღოს ადამიანმა, მან უნდა გაიაროს შემოწმება ნარკოდისპანსერსა და ნევროლოგიურ დისპანსერში. ნევროდისპანსერი. მოქალაქეები დერეფანში სხედან, ექიმს მიღება აქვს, კორიდორში გამომავალი კარი ღიაა. ყველას ესმის სტანდარტული კითხვები და პასუხები. ექიმის მისაღებში ახალგაზრდა მამაკაცი შედის. ექიმი ეკითხება, ხომ არ უჩივის თავის ტკივილებს, თავბრუხვევას, ნერვულ დარღვევებს, დეპრესიას და ასე შემდეგ, რაზეც მამაკაცი პასუხობს: "საერთოდ არაფერს არ ვუჩივი, ექიმო, მაგრამ ცოლი მეუბნება, რომ დებილი ვარ!" დერეფანში მსხდომები იატაკზე გაწვნენ. ექიმი ლამის მაგიდის ქვეშ შეძვრა, მაგრამ ჯანმრთელობის ცნობა პაციენტს მაინც მისცა.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 12 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად