რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

ენციკლოპედია

აქტინისი სპრეი 100მლ - ACTINITS Spray 100ml - АКТИНИТС спрей 100 мл

აქტინისი სპრეი 100მლ - ACTINITS Spray 100ml - АКТИНИТС спрей  100 мл

 

თავის ტილების და წილების სამკურნალო საშუალება

 

ინგრედიენტები: ციკლოპენტაზიკლოქსანი, დიმეთიკონი.

ჩვენებები: აქტინისი სპრეი ნაჩვენებია თავის ტილების (Pediculus capitis) და წილების მოსაშორებლად.

 

მოქმედების მექანიზმი: აქტინისი სპრეი ახდენს ტილების და წილების სასუნთქი გზების ბლოკირებას შექმნილი გარსის ხარჯზე და გუდავს მათ.

 

  • აქტინისი სპრეი არ შეიცავს პესტიციდებს ან ტოქსიკურ ნივთიერებებს.
  • აქტინისი სპრეის ორმაგი მოქმედების ფორმულა არა მარტო გუდავს თავის ტილებს და წილებს, არამედ ახდენს მათ გაუწყლოებას.
  • აქტინისი სპრეის გამოყენება შესაძლებელია უსაფრთხოდ 6 თვის ასაკიდან ბავშვებში და მოზრდილებში.
  • შესაძლებელია გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში, რადგან აქტინისის სპრეის მოქმედი ნივთიერებები არ შეიწოვება კანის მიერ.

 

ინსტრუქცია:

  1. შეამოწმეთ მშრალი თმა ნაწილ-ნაწილ თმის ტილების არსებობაზე კოლოფში მოთავსებული წვრილკბილიანი ტილების საწინააღმდეგო სავარცხლის საშულებით.
  2. სპრეი თმიდან დაშორებული უნდა იყოს დაახლოებით 10 სმ-ით. დაასხურეთ საკმარისი რაოდენობის აქტინისის ხსნარი თანაბრად მშრალ თმაზე. დარწმუნდით რომ თავის კანი სრულად დაიფარა სითხით.

განსაკუთრებით კარგად შეიზილეთ ყურების უკანა მიდამოები.

  1. გამოყენების შემდეგ, დაივარცხნეთ თმა აქტინისის სპეციალური სავარცხლის გამოყენებით მკვდარი ტილების და წილების მოსაშორებლად.
  2. გაიშრეთ თმა ბუნებრივად:

-         არ შეიხვიოთ თავი.

-         არ გამოიყენოთ თმის საშრობი.

  1. დაიტანეთ საკმარისი რაოდენობის შამპუნი პირდაპირ მშრალ თმაზე. კარგად შეიზილეთ შამპუნი, შემდეგ დაიბანეთ წყლით (არ გამოიყენოთ ცივი წყალი). გაიმეორეთ დაბანის პროცედურა.
  2. სველი თმა საფუძვლიანად ჩამოივარცხნეთ აქტინისის ტილების საწინააღმდეგო სავარცხლით ტილების და წილების მოსაშორებლად. სავარცხელი გაასუფთავეთ რეგულარულად.
  3. მკურნალობის ან პროფილაქტიკის მიზნით პროცედურის გამეორება დასაშვებია 7 დღის შემდეგ.
  4. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

 

სიფრთხილის ზომები: განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. კანზე სიწითლის, აშრევების ან გაღიზიანების შემთხვევაში მიმართეთ კანის ექიმს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თუ მოხდა თვალთან კონტაქტი, ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით.

 

პროდუქტი არ გამოიყენება პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ 150C - 250C-ზე კოლოფში. მოარიდეთ პროდუქტი აალებად გარემოს.  მოქმედების ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

 

  • გამოიყენება მშრალ თმაზე
  • არ იწვევს თმის გაცხიმოვნებას
  • შესაძლებელია თმაზე დავიტოვოთ 6-7 საათის განმავლობაში
  • არ შეიცავს პესტიციდებს
  • არატოქსიკურია
  • უსუნო და უფერო

 

მწარმოებელი:

Actiwell Ilac ve Kozmetik San. Tic. A.S.

მისამართი: Orucreis Mah. Tekstilkent Cad. No: 10H/206,

ესენლერი, სტამბული/თურქეთი

www.actiwell.com.tr/info@actiwell.com.tr

აქტინისი სპრეი 100მლ - ACTINITS Spray 100ml - АКТИНИТС спрей 100 мл - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები