რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

ენციკლოპედია

ვალუდორმი - ValuDorm - ВалуДорм

ვალუდორმი - ValuDorm - ВалуДорм

საკვები დანამატი

შემადგენლობა: 20 წვეთის შემცველობა: მელატონინი - 1მგ, პასიფლორა - 25მგ. ცაცხვის ყვავილი - 25მგ. გვირილა - 25მგ. ეშოლცია - 25მგ. მაგნიუმი - 22,5მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული დამამშვიდებელი და საძილე საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ჩაძინების პროცესს და ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედაციური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს და ცნობილია, როგორც ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.

პასიფლორას აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.

ცაცხვის ყვავილს გააჩნია ნერვული აღგზნების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე აქვს გამოხატული საძილე ეფექტი.

გვირილას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და გამოიყენება ბავშვებში მუცლის ტკივილის დასაამებლად. უძილობა ბავშვებში ხშირად კუჭ-ნაწლავის დისფუნქციით არის განპირობებული, ამიტომ თანამედროვე მიდგომებით, გვირილას შემცველობა მეტად მნიშვნელოვანია საძილე საშუალებებში.

ალკალოიდების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ეშოლციას გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

მაგნიუმი უზრუნველყოფს ნეირონების მიერ ნერვულ იმპულსთა მიღება-გატარებას და მისი დეფიციტი ორგანიზმში განაპირობებს აღგზნებას, სტრესისადმი მიდრეკილებას.

ჩვენებები:

  • მოუსვენრობა, შფოთვა
  • მომატებული აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა
  • ძილის მოშლა
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში ან დათრგუნვა

უკუჩვენება: 3 თვემდე ასაკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

  • ბავშვებში 2 წლამდე 10 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, ერთხელ დღეში.
  • 2 წლის ზემოთ ბავშვებში 10-20 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, ერთხელ დღეში.

რეკომენდებულია სამკურნალო საშუალება ჩავაწვეთოთ წყალში ან რძეში.

გამოშვების ფორმა: 30მლ. წვეთები, მარწყვის არომატით.

შენახვის წესები: ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

ვალუდორმი - ValuDorm - ВалуДорм - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები