რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

ენციკლოპედია

მენემაქსი - MENEMAX - МЕНЕМАКС

სავაჭრო სახელწოდება მენემაქსი / Menemax

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი კომპანია COMPLETEPHARMA

მწარმოებელი ქვეყანა: ფინეთი

გამოშვების ფორმა: კაფსულა N30

შემადგენლობა:

L-Arginin 500 მგ

Tribulus 150 მგ

Yohimbine 25 მგ

Epimedium .50 მგ

Tongkat Ali 40 მგ

Maca 40 მგ

Siberian Ginseng 30 მგ

Gingko biloba 30 მგ

Zinc (gluconate) 30 მგ

Selen 0.2 მგ

Vitamin B3 10 მგ

Vitamin B6 2 მგ

Vitamin B9 (Folic acid) 0.2 მგ

Vitamin B12 0.002 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

L-Arginin – მნიშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც ზრდის სისხლის მიწოდებას ყველა სასიცოცხლო ორგანოში, განსაკუთრებით მამაკაცის სასქესო ორგანოში, რის შედეგადაც უმჯობესდება ერექცია.

Tribulus –ზრდის ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას, რაც იწვევს ორგანიზმის მიერ ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულაციას, ლიბიდოს და ორგასტური შეგრძნებების მომატებას.

Yohimbine – ბუნებრივი აფროდიზიაკია. წარმოადგენს სხეულის პერიფერიულ ნაწილებზე სისხლის მიმოქცევის აღმდგენ საშუალებას. სელექტიურად ბლოკავს  პრესინაფსურ α2 (ალფა2) რეცეპტორებს. გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ (შაქრიანი დიაბეტი, მედიკამენტოზური და სხვა)

Epimedium –მცენარეული აფროდიზიაკია. მასში შემავალი ფლავონოიდი იკარინიაუმჯობესებს მამაკაცთა სექსუალურ ფუნქციას და ააქტიურებს სპერმატოგენეზს, იკარინი ორი განსხვავებული მექნიზმით იწვევს მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების მოდუნებას, არტერიების გაფართოებას და მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის გაზრდას. იკარინი ახდენს ტესტოსტერონის ეფექტების იმიტაციას.

Euricoma Longifolia, იგივე Tongkat Ali მცენარეული აფროდიზიაკია და საუკეთესო მატონიზირებელი საშუალება. ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს. აქვეითებს მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების ტონუსს, რის შედეგადაც ხდება მამაკაცის სასქესო ორგანოს სისხლის მომარაგების გაუმჯობესება.

Tongkat Ali –ახანგრძლივებს ეაკულაციის პროცესს.

Maca –ტრადიციული აფროდიზიაკია. ჰორმონალური ფონის შეუცვლელად აუმჯობესებს ლიბიდოს და სექსუალურ ფუქციას. ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და მოძრაობის უნარს, თრგუნავს პროსტატის ჰიპერტროფიას. ეფექტურია სეროტონინსპეციფიური უკუმიტაცების ინჰიბიტორებით (ტიპიური ანტიდეპრესანტები) გამოწვეული ერექციული დისფუნქციის აღმოსაფრხვრელად. Maca მდიდარია ესენციური ამინომჟავებით, ალკალოიდებითა და საპონინებით, ცხიმოვანი მჟავებით (ლინოლენის, პალმიტინის და ოლეინის), მინერალებით: Ca, P, Mg, K, Na, Cu, Zn, I, Fe , Mn, და ვიტამინებით C, B1 და B2. Maca ში შემავალი გლუკოზინატები და იზოთიაციანატები ავლენენ ანტიკანცეროგენულ მოქმედებას.

Siberian Ginseng ციმბირული ჯენშენის Eleutheroის სასარგებლო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ელეუტეროზიდებითა და პოლისაქარიდებით. ჯენშენი მძლავრი იმუნოსტიმულატორი და ანაბოლური საშუალებაა; აძლიერებს კუნთებს, სისხლში აქვეითებს გლუკოზის დონეს.

Gingko biloba – გინკო ბილობა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა. შეიცავს 40მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის ვიტამინებს, მიკროდა მაკროელემენტებს, ამინომჟავებს. Gingko biloba –მამაკაცებში 75%ით აუმჯობესებს ერექტიულ ფუნქციას.

Zinc (gluconate) – თუთია ერთერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ერექტიული დისფუნქციის სამკურნალოდ. ძინც დიდი რაოდენობით კონცენტრირდება წინამდებარე ჯირკვალში. ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს, აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციალს და ლიბიდოს.

Selen – ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს სათესლე ჯირკვლის განვითარებაში, სპერმატოგენეზში, ერექციის და განაყოფიერების პროცესში, ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას.

მენემაქსში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები (B3, B9, B12) მონაწილეობენ ერექციული დისფუნქციის დაძლევაში, აძლიერებენ ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.

ჩვენებები:

• ერექციული დისფუნქცია

• იმპოტენცია

• ლიბიდოს დაქვეითება

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 კაფსულა დღეში, მკურნალობის კურსი 36 თვე.

გვერდითი მოვლენები :

შესაძლებელია გამოიწვიოს მსუბუქი ჰიპოტენზია

სხვა მედიკამენტებთან ურთერთქმედება:

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ღებულობს წნევის დამწევ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს და ანტიკოაგულანტებს.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა მენემაქსში შემავალი კომპონენტების მიმართ

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

მენემაქსი - MENEMAX - МЕНЕМАКС - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები