საერთაშორისო დასახელება:
DICLOFENAC
მწარმოებელი: ფარმა მედიტერანია, ს.ლ., ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი
მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკ ნატრიუმი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები: გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც მოთავსებულია 5 მლ მოცულობის პლასტმასის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით
დიკლოფარდის 0,1% 5 მლ თვალის წვეთები, საწვეთურიანი ფლაკონი #1
1 მლ
ნატრიუმის დიკლოფენაკი ......... 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, L-ლიზინ მონოჰიდრატი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ჰემოფორ RH40, IM ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან IM მარილმჟავა, გამოხდილი წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიკლოფარდის თვალის წვეთები შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმის - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია.
დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს გავლენა არაქიდონის მჟავას ცვლაზე და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ტკივილის პათოგენეზში. ადგილობრივი გამოყენებისას იგი ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს არაინფექციური ეტიოლოგიის ანთებითი პროცესების დროს.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
არ შეწყვიტოთ მკურნალობის კურსი ექიმთან შეთანხმების გარეშე
გამოყენების წესი:
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება შემდეგი არასასურველი ეფექტები: მსუბუქი წვა და/ან მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის დიკლოფენაკზე.
რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
უკუჩვენებები:
ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნატრიუმის დიკლოფენაკის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
დიკლოფარდის თვალის წვეთების ინსტილაციის შემდეგ, მხედველობის სიმახვილე შესაძლოა დროებით დაქვეითდეს, ამიტომ მანქანის ტარება ან მექანიზმებთან მუშაობა 10-15 წუთის განმავლობაში დიკლოფარდის თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებული არ არის.
დიკლოფარდის ჭარბი დოზირებისას
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს
დიკლოფარდის დოზის გამოტოვებისას
ჩაიწვეთეთ წვეთები რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
საჭიროების შემთხვევაში, კლინიკური ჩვენებების არსებობისას, შეიძლება დიკლოფარდის თვალის წვეთების კომბინირება გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველ თვალის წვეთებთან. დიკლოფარდის პარალელურად სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლები 5 წუთისა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია კოლოფზე . ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.