რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

ენციკლოპედია

ფილტვის ინფარქტი

ფილტვის ინფარქტი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ფილტვის არტერიის ტოტების ემბოლიით ან თრომბოზით. მიიჩნევა, რომ ფილტვის ინფარქტი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ათიდან 10-25 შემთხვევაში ვითარდება.

მიზეზები

დაავადებას უმეტესად საფუძვლად უდევს დიდი წრის სისხლძარღვების - ქვედა კიდურების, მცირე მენჯის, თეძოს, ქვედა ღრუ ვენების და სხვათა - თრომბოზი, შედარებით იშვიათად - გულის მარჯვენა ღრუების თრომბოზი. პერიფერიული ფლებოთრომბოზების (ვენების თრომბოზი) განვითარებას ხელს უწყობს ქირურგიული ჩარევები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ხანგრძლივი იმობილიზაცია (კერძოდ, წოლითი რეჟიმი). ფილტვის სისხლძარღვების თრომბოზი ყალიბდება ფილტვებში შეგუბების ან სისხლის მიმოქცევის შენელების, სტაბილური ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის, ფილტვისმიერი ვასკულიტის ფონზე. თრომბით სისხლძარღვის სანათურის დახშობა ფილტვის არტერიულ სისტემაში იწვევს წნევის მატებას და ხელს უწყობს ფილტვის ქსოვილში სისხლის ჩაღვრას. ფილტვის ინფარქტის ფორმირება იწყება ფილტვის სისხლძარღვის დახშობიდან ერთ დღეში, მის მთლიანად ჩამოყალიბებას კი სჭირდება 7 დღე. ზოგ შემთხვევაში სისხლძარღვის ემბოლიამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის არასრული ინფარქტი კეროვანი აპოპლექსიის სახით, რომელსაც არ ახლავს თან ფილტვის ქსოვილის შეუქცევადი ცვლილებები. ფილტვის ინფარქტის ინფიცირებას მოჰყვება პერიფოკალური პნევმონიის  განვითარება, რასაც არცთუ იშვიათად აბსცესის ჩამოყალიბებაც მოსდევს. ინფარქტის სუბპლევრალური ლოკალიზაციის შემთხვევაში  ვითარდება ფიბროზული ან ჰემორაგიული პლევრიტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

ფილტვის ინფარქტის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია ობტურაციული სისხლძარღვების კალიბზრე, ობტურაცის ლოკალიზაციასა და სიხშირეზე, ასევე - კომპენსაციურ მექანიზმებზე, ფილტვებისა და გულის თანმხლებ დაავადებებზე.

ფილტვის ინფარქტის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია ქოშინის მოულოდნელი აღმოცენება (ან გაძლიერება), ტკივილი გულმკერდის არეში; სიფითრე და რუხი, იშვიათად კი ციანოზური კანი, ტაქიკარდია. გამორიცხული არ არის გულის რიტმის დარღვევა (ექსტრასისტოლია, იშვიათად - მოციმციმე არითმია), არტერიული ჰიპოტენზია და კოლაფსიც კი; ასევე მოსალოდნელია მიოკარდიუმის ჰიპოქსიის სიმპტომები, ცერებრული დარღვევები (ფსიქომოტორული აღგზნება, ტვინის შეშუპების ნიშნები, სისხლჩაქცევით განპირობებული ტვინის კეროვანი დაზიანება, პოლინევრიტები), სხეულის ტემპერატურის მატება, ხველა ლორწოვანი ან სისხლიანი ნახველით, სისხლის ამოხველება, სუნთქვის შესუსტება, სველი ხიხინი ფილტვების დაზიანებულ უბანში, ცალმხრივი ექსუდაციური პლევრიტი.

შედარებით იშვიათად შეინიშნება აბდომინალური სინდრომიც (მწვავე ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ნაწლავების პარეზი, ლეიკოციტოზი, შეტევითი სლოკინი, ღებინება, დისგრაფია, თხიერი განავალი), ფილტვების მწვავე ჰიპერტენზიისა და გულის გადატვირთვის  სიმპტომები (გულის შეკუმშვათა გაძლიერება, გულის მარჯვენა საზღვრის გადიდება, პულსაცია მეორე ნეკნთაშუა სივრცეში, მარცხნივ, მარჯვენამხრივი უკმარისობის სურათი და სხვა).

ფილტვის ინფარქტის დიაგნოზის დასმაში ექიმს ეხმარება ეკგ-ზე გულის მწვავე მარჯვენამხრივი გადატვირთვის ნიშნების აღმოჩენა, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომლითაც აღმოაჩენენ დიაფრაგმის ცალმხრივ პარეზს, ფილტვის ფუძის გაფართოება, ნებისმიერი ფორმის კეროვანი გამკვრივებები, პლევრიტის ნიშნები და სხვა. ფილტვის ინფარქტის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფილტვების რადიოიზოტოპური სკანირება და ანგიოპულმოგრაფია.

მკურნალობა

ფილტვის ინფარქტის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. მას უნდა გაუკეთდეს ფიბრინოლიზური (თრომბის დამშლელი) საშუალებები (სტრეპტოკინაზა, სტრეპტოდექსაზა, ალვეზინი, ფიბრინოლიზინი და ა.შ.) ჰეპარინთან, ეუფილინთან, რეოპოლიგლუკინთან, ანტიბიოტიკებთან ერთად. მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომების ალაგების შემდეგ მკურნალობა გრძელდება პნევმონიის დროს მიღებული თერაპიის მსგავსად.

ფილტვის ინფარქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები