უვეიტი თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთებაა. თვალის პათოლოგიებს შორის მისი წილი 2,4-დან 12 პროცენტამდე მერყეობს. ეს დაავადება საყურადღებოა იმით, რომ უმთავრესად ახალგაზრდებშია გავრცელებული - 20-დან 40 წლამდე. ათიდან 5 შემთხვევაში იგი იძენს ქრონიკულ ხასიათს და პერიოდულად მწვავდება.
თვალის სისხლძარღვოვანი გარსი სკლერასა და ბადურა გარსს შორის მდებარეობს. იგი უმთავრესად სისხლძარღვებისგან შედგება, რომლებიც თვალს სისხლით ამარაგებს. სისხლძარღვოვანი გარსის წინა, ხილულ ნაწილს ფერადი გარსი ეწოდება, შუა ნაწილს - წამწამოვანი (ცილიარული) სხეული, უკანას - ქორიოიდეა.
ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ პათოლოგიებს:
მიზეზები
უვეიტი შეიძლება გამოიწვიოს:
სიმპტომები და მიმდინარეობა
წინა უვეიტის დროს შესაძლოა საკმაოდ სწრაფად იჩინოს თავი:
უვეიტი მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც. შემთხვევათა ნახევარში დაავადება იძენს მორეციდივე ხასიათს, ამიტომ ყველა, ვისაც კი აქვს გადატანილი მწვავე უვეიტი, უნდა იყოს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
გართულებები
უვეიტის გართულებებიდან აღსანიშნავა:
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
უვეიტის დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა ჩატარდეს თვალის ბიომიკროსკოპიული კვლევა და თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპია. სხვა კვლევები, მათ შორის - გულმკერდის ორგანოთა ფლუოროგრაფია და სისხლის გამოკვლევა სხვადასხვა ინფექციაზე, ექიმს დაავადების მიზეზის დადგენაში ეხმარება.
თუ უვეიტის მიზეზი ინფექციაა, ინიშნება ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, თუ დაავადების წარმოშობა გაურკვეველია - მაშინაც ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული მედიკამენტებიც და კორტიკოსტეროიდებიც). ყოველთვის ინიშნება ადგილობრივი მკურნალობა წვეთებითა და კრემებით. წინა უვეიტის განვითარების პირველ საათაბში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუგების გამაფართოებელი წვეთების გამოყენება.
რაც უფრო გვიან დაიწყება უვეიტის მკურნალობა, მით მეტად დაზიანდება თვალი და შესაძლოა, საქმე მხედველობის დაკარგვამდეც კი მივიდეს, ამიტომ თვალის უმნიშვნელო სიწითლის დროსაც კი, თუ მან 1-2 დღეში არ გაიარა, საჭიროა ოფთალმოლოგთან მისვლა.