რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

ჰელიქსი® - HELIX® - ХЕЛИКС®

პრეპარატის ყოველი 2,5 მლ. შედგება :

ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum) 0,22 მგ.

შავი კაკლის კანის ექსტრაქტი (Juglans nigra) 5 მგ.

კლდის ძირტკბილა (Polypodium virginianum) 20 მგ.

მიხაკის ზეთი (Syzigium aromaticum) 0,11 მგ.

ჩვეულებრივი ასფურცელა (Tanacetum vulgare) 0,10 მგ.

ურცი (Thumus spp) 0,12 მგ.

გოგრის თესლის გარეკანის ექსტრაქტი (Cucurbita pepo) 0,04 მგ.

მამულა (Artemisia vulgaris) 0,08 მგ.

მწარე აბზინდა (Artemisia absinthium) 0,10 მგ.

გამოხდილი წყალი და სპირტი

მოქმედება:

ნივრის ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, პარაზიტებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. რეფლექტორული, გამღიზიანებელი და სეკრეტორული მოქმედების წყალობით ხელს უწყობს მადის მომატებას, არეგულირებს კუჭის მოქმედებას,უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური ფლორის ჩამოყალიბებას. ნივრის ექსტრაქტში შემავალი ფიტონციდები, კაროტინი, სელენი და სხვა ნივთიერებები, ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით, იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ნივრის ექსტრაქტი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

შავი კაკლის კანის ექსტრაქტი - მდიდარია C, B1, B2, B3 ვიტამინებით, ბეტა კაროტინით, იოდით, რკინით, საკვები ბოჭკოთი, ტანინებით, იუგლონითა და იუგლონის მჟავით. აღნიშნულ ნივთიერებებს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, პარაზიტებისსაწინააღმდეგო, სოკოსსაწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, დამცველობითი მოქმედება; არეგულირებენ ლორწოს სეკრეციას; ნაღვლის გამოყოფას. ანტიჰელმინთური მოქმედება განპირობებულია ჭიის ფერმენტების ბლოკირებით, რომლებიც ასრულებენ ძირითად როლს პარაზიტის ენერგეტიკულ ცვლაში.

კლდის ძირტკბილა – შეიცავს საპონინებს, ფლავონოიდებს, ბენზოისა და სალიცილის მჟავას, სტეროიდ-გლიკოზიდებს: პოლიპოდინს, კატექინს, შაქარს. აქვს ანტიჰელმინთური (ჭიის საწინააღმდეგო), დამამშვიდებელი, ლორწოს სეკრეციის მარეგულირებელი მოქმედბა; ხელს უწყობს ჰელმინთების (ჭიების) გამოძევებას ორგანიზმიდან; მის შემადგენლობაში არსებულ ეთერზეთებს გააჩნია ყაბზობისსაწინააღმდეგო მოქმედება ნაწლავთა პერისტალტიკის სტიმულაციის გზით.

მიხაკის ზეთი – მისი ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ევგენოლი. იგი ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის გლუვი მუსკულატურის სპაზმს და ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის დროს. გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, ანტიფუნგალური, მოქმედება.

ჩვეულებრივი ასფურცელა – ნივთიერება თიიონი, რომელიც შედის ასფურცელას შემადგენლობაში, გამოირჩევა ანტიჰელმინთური, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი მოქმედებით.

ურცი – გააჩნია ანტიჰელმინთური, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი, მადის მასტიმულირებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.

მწარე და ჩეულებრივი აბზინდა – აქვს ანტიჰელმინთური, ლამბლიებისსაწინააღმდეგო მოქმედება (ეფექტურია ლამბლიოზის სამკურნალოდ). არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას; გააჩნია დამამშვიდებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

გოგრის თესლის გარეკანის ექსტრაქტი – აქვს ანტიჰელმინთური მოქმედება, ეფექტურია ყველა სახის ჭიით ინვაზიის დროს; არ არის ტოქსიკური და არ იწვევს ალერგიას.

ჩვენებები:

* ჭიებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი);

*პროტოზოებით ინვაზია (ლამბლიოზი, ამებიაზი);

*დისპეფსია, მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული

კოლიტი;

*სუსტი იმუნური სისტემა;

*მადის დაქვეითება.

დოზირება:

ბავშვები:

1 - 5 წელი: 1,25 მლ. 2 -ჯერ დღეში

5 - 12 წელი: 1,25 მლ. 3 -ჯერ დღეში, ექიმის დანიშნულებით.

მოზრდილები:

2,5 მლ. 3-ჯერ დღეში

პრეპარატი მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 15 – 20 დღეს.

მკურნალობის განმეორებითი კურსი შესაძლოა ჩატარდეს 20 – 30 დღიანი შესვენების შემდეგ.

წინააღმდეგჩვენება:

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ,

ორსულობა, ლაქტაცია.

გამოშვების ფორმა:

ჰელიქსი® სიროფი 100 მლ.-იან ბოთლში.

მწარმოებელი: EU, Polipharm Sp. zo.o ul. Pilsudskiego 40 48-303 Nysa, Poland

ჰელიქსი® - HELIX® - ХЕЛИКС® - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები