კომბინირებული პრეპარატი
მწარმოებელი: Viva Pharmaceuticals Inc - ის მიერ კანადა ,
სამკურნალო ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები
შემადგენლობა:
1 რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს :
ენოთერას ზეთი 10% - 1000 მგ ;
ვიტამინი E - 14 სე .
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მატონიზირებელი საშუალება
ჩვენებები:
*ეგზემა , დერმატიტი , აკნე და კანის სიმშრალე ;
*პრემენსტრუალური სინდრომი ;
*მასტალგია ( მკერდის ტკივილი და მტკივნეულობა );
*დიაბეტური ნეიროპათია ;
*გაფანტული სკლეროზი ;
*რევმატოიდული ართრიტი ;
*ჰიპერტენზია და ქოლესტერინის დონის მომატება .
უკუჩვენებები:
ეპოვექსის მიღება არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის .
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენოთერას ზეთი გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას - გამა - ლინოლენის მჟავას მდიდარი წყაროა . ენოთერას ზეთის მარცვლები შეიცავს 25%- მდე ესენციურ ცხიმოვან მჟავებს , ლინოლენისა და გამა - ლინოლენის მჟავების ჩათვლით . გამა - ლინოლენის მჟავა წარმოადგენს პროსტაგლანდინ E 1- ის წინამორბედს .
პროსტაგლანდინები მოქმედებს სხვადასხვა უჯრედებზე _ სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებზე , რაც იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან გაფართოებას ; თრომბოციტებზე , რაც იწვევს მათ აგრეგაციას ან დეზაგრეგაციას ; სპინალურ ნეირონებზე , რაც იწვევს ტკივილს .
პროსტაგლანდინები მოქმედებს ადამიანის სხეულის ყველა სისტემის ფუნქციაზე .
ორგანიზმში ისინი არეგულირებენ ანთებით პროცესებს , სისხლის წნევას , სითხის ბალანსს , სისხლის შედედებას , სხვა ჰორმონების აქტივობას .
გამა - ლინოლენის მჟავას ნაკლებობა გამოიწვევს პროსტაგლანდინების პროდუქციის შემცირებას , რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის მდგომარეობაზე .
ენოთერას ზეთის შემადგენლობაში შემავალი გამა - ლინოლენის მჟავა იწვევს მენსტრუალური და პრემენსტრუალური ტკივილის , მათ შორის , მკერდის ტკივილის , ენდომეტრიოზით გამოწვეულ ტკივილის შემცირებას , ნაწლაური კოლიკის შეტევის კუპირებას .
პრემენტსრუალური სინდრომის მქონე ქალებში აღინიშნება PGE1- ის ნაკლებობა ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხვა ქსოვილებში , მაგ ., სარძევე ჯირკვლის მკერდის ქსოვილი .
გამა - ლინოლენის მჟავა ენოთერას ზეთის შემადგენლობაში ამცირებს მენოპაუზასთან დაკავშირებულ ალებს სიმხურვალის შეგრძნებას .
ენოთერას ზეთი ეფექტურია რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავდებების , მაგ ., წყლულოვანი კოლიტის დროს .
ესენციური ცხიმოვანი მჟავები , მათ შორის , გამა - ლინოლენის მჟავა ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან , ამცირებს მის ექსკრეციას შარდით , ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს . ძვლის ქსოვილში მის დაგროვებას , რაც ამაგრებს ძვლებს .
ენოთერას ზეთი ასევე ამცირებს კანის ქავილს .
მას აქვს კარგი დამატენიანებელი თვისებები და იგი ეფექტურია ეგზემისა და ფსორიაზის დროს .
ეპოვექსი ეგზემის საწინააღმდეგო , კანის დამატენიანებელი და გარემოს ჟანგვითი პროცესებისაგან დამცავი ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა . იცავს კანს გარემოს ჟანგვითი დაზიანებისაგან .
ვიტამინი E - ს ახასიათებს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური მოქმედება . იგი ანეიტრალებს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს , იცავს უჯრედებს ათეროსკლეროზისაგანს . ვიტამინი E ასევე იწვევს პრემენსტრუალური სინდრომისა და ეგზემის სიმპტომების შემსუბუქებას .
განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატი არ გამოიყენება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში , ასევე ფენოთიაზინის შემცველი საშუალებებით მკურნალობისას .
მიღების წესი და დოზები:
მოზრდილებში ინიშნება 1_2 კაფსულა 3- ჯერ დღეში , ერთ ჭიქა წყალთან ერთად .
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება . იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა , დიარეა , კუჭისა და თავის ტკივილი .
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია კუჭის ტკივილი და დიარეა .
ორსულობა და ლაქტაცია:
ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებისას შესახებ ორსულობისა დროს და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მოსალოდნელია ურთიერთმოქმედება ენოთერას ზეთსა და ვარფარინის , ასპირინის , ასევე ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებებს შორის .
პრეპარატი მკაცრი ზედამხედველობით ინიშნება ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს და K ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში , ვინაიდან E ვიტამინმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევების რისკი .
ვარგისობის ვადა:
3 წელი .
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ , პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას , არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე .
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ )