მწარმოებელი ქვეყანა და ფირმა: Bionorica, გერმანია.
პრეპარატის ფორმა: 20 დრაჟე ბლისტერში, 3,4 ბლისტერი შეფუთვაში.
ხსნარი - 50მლ და 100მლ ფლაკონები.
შემადგენლობა:
1 დრაჟე შეიცავს:
ასისთავა 18 მგ;
ცისკარას ფესვები 18 მგ;
როზმარინის ფოთლები 18მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი, ჟელატინი, გლუკოზას სიროფი, სტეარფინის მჯავა, პოლივიდონი, სორბიტი, საქაროზა, რიბოფლავინი, მაგნიუმის სტარატი.
წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი:
100გრ შეიცავს:
ასისთავა 0,6გრ
ცისკარას ფესვები 0,6 გრ
როზმარინის ფოთლები 0,6 გრ
გაწმენდილი წყალი 71,9 გრ
ეთანოლის შემცველობა 16,0-19,5%.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, ანტისეპტიური და დიურეტული მოქმედების. აუმჯობესებს თირკმელების მიერ აზოტის გამოყოფის ფუნქციას.
ჩვენება:
ცისტიტი, პიელონეფრლონეფრიტი (მათ შორის ორსულობის დროს, ექიმის რეკომენდაციით), გლომერულონეფრიტი, ნეფროუროლითიაზი (პროფილაქტიკა).
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კუჭის წყლულოვანი დაავადება.
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების დროს.
გვერდით მოვლენები: ალერგიული რექციები.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარტის გამოყნება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებებში. და გათვალისწინებული უნდა იყოს რომ ერთი დრაჟე შეიცავს 0,04 პურის ერთეულს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას.
დოზირების რეჟიმი:
დრაჟე: 2-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
წვეთები:
მოზრდილები: 50წვეთი 3-ჯერ დღეში;
სასკოლო ასაკის ბავშვები: 25 წვეთი 3-ჯერ დღეში;
სკოლამდელი ასაკის ბავშვები: 15 წვეთი;
ჩვილები: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარტის მიღება უნდა გაგრძელდეს 4-6 კვირის მანძილზე. პრეპარატის მიღების გზა:
პერორალური. დრაჟე მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. ხსნარი იხსნება მცირე რაოდენობის წყალში. ბავშვებში შესაძლებელია ნებისმიერ ხსნართან ერთად მიღება პრეპარატის მწარე გემოს შესარბილებლად.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა : 3 წელი.