რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

ენციკლოპედია

იმუდონი ® - IMUDON ® - ИМУДОН ®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება : იმუდონი ®

წამლის ფორმა : საწუწნი ტაბლეტები

ჯგუფური სახელწოდება :

ლიზატური ბაქტერიების ნარევი [L.acidophilus + l. delbrueckii ss lactis + L. helveticus + L. fermentum + S. pyogenes groupe A + S. sangius groupe H + S. aureus + E. faecium + E. faecalis + K. pneumoniae ss pneumoniae + F. nucleatum ss fusiforme + C. pseudodiphtheriticum + C. albicans]

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:

პრეპარატი წარმოადგენს პოლივალენტურ ანტიგენურ კომპლექსს , ბაქტერიების ლიზატების ნარევს , რომლის შემცველობაც შეესაბამება პირის ღრუსა და ხორხში ანთებითი პროცესების გამომწვევების შემცველობას .

აქტიური ნივთიერება :

იმუდონი ® ( ბაქტერიების ლიზატების ნარევი ) - 2,7 მგ ( მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით ):

მათ შორის :

ბაქტერიების ლიზატები L.acidophilus + l. delbrueckii ss lactis + L. helveticus + L. fermentum + S. pyogenes groupe A + S. sangius groupe H + S. aureus + E. faecium + E. faecalis + K. pneumoniae ss pneumoniae + F. nucleatum ss fusiforme + C. pseudodiphtheriticum + C. albicans]- 0,1575 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

გლიცინი - 2,0 მგ , ნატრიუმის დეზოქსიქოლატი - 0,53 მგ , თიომერსალი - არა უმეტეს 0,0125 მგ დამხმარე ნივთიერებები :

გლიცინი , ლაქტოზას მონოჰიდრატი , მანიტოლი , ნატრიუმის საქარინატი , პოვიდონი , ნატრიუმის ჰიდროკარბონატი , უწყლო ლიმონმჟავა , პიტნის არომატიზატორი , მაგნიუმის სტეარატი .

აღწერილობა:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის , პიტნის სუნის , ბრტყელცილინდრული ფორმის , გლუვი პრიალა ზედაპირის , ჩამოჭრილის კიდეების მქონე ტაბლეტები . დასაშვებია უმნიშვნელო მარმარილოსებურობა .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

იმუნომასტიმულირებელი საშუალება

იმუნობიოლოგიური და ფარმაკოლოგიური თვისებები:

სტომატოლოგიაში და ოტორინოლარინგოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების ბაქტერიული წარმოშობის იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი . ააქტივებს ფაგოციტოზს , ხელს უწყობს იმუნური უჯრედების რაოდენობის ზრდას , ნერწყვში ზრდის ლიზოციმის , ინტერფერონის , A იმუნოგლობულინის   გამომუშავებას .

გამოყენების ჩვენება:

პირის ღრუსა და ხორხის ანთებით - ინფექციური დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა :

- ზედაპირული და ღრმა პაროდონტოზი , პარადონტიტი , სტომატიტი ( მათ შორის აფთოზური ), გლოსიტი ;

- ერითემატოზური და წყლულოვანი გინგივიტი ;

- პირის ღრუს დისბაქტერიოზი ;

- კბილის ამოღების , კბილის ხელოვნური ფესვის იმპლანტაციის შემდეგ განვითარებული ინფექციები ;

- კბილის პროთეზით გამოწვეული წყლულები ;

- ფარინგიტი ;

- ქრონიკული ტონზილიტი ;

- წინასაოპერაციო მოსამზადებელი პერიოდი და ტონზილექტომიის შემდგომი პოსტოპერაციული პერიოდი .

უკუჩვენება:

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ ;

-3 წლამდე ბავშვთა ასაკი ;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულებში იმუდონის გამოყენების თაობაზე არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი . ცხოველებზე ჩატარებულ და ეპიდემიოლოგიური კვლევებში არსებული შესაბამისი მონაცემები არ არის მოწოდებული .

არ არის რეკომენდებული იმუდონის ® გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

პირის ღრუსა და ხორხის მწვავე ანთებითი დაავადებების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება დოზით - დღეში 8 ტაბლეტი . ტაბლეტები იწუწნება ( არ იღეჭება ) პირის ღრუში 1-2 საათიანი ინტერვალით . მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა არის 10 დღე .

პირის ღრუსა და ხორხის ქრონიკული ანთებითი დაავადებების გამწვავების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება დღეში 6 ტაბლეტი . ტაბლეტები იწუწნება ( არ იღეჭება ) პირის ღრუში 2 საათიანი ინტერვალით . მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა არის 20 დღე . იმუდონით მკურნალობის კურსის პროფილაქტიკის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში 3-4- ჯერ .

3- დან 14 წლამდე ბავშვთა ასაკი

პირის ღრუსა და ხორხის მწვავე ანთებითი დაავადებების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების მკურნალობისას , ასევე პროფილაქტიკის მიზნით , დღეში გამოიყენება პრეპარატის 6 ტაბლეტი .   ტაბლეტები იწუწნება ( არ იღეჭება ) პირის ღრუში 1-2 საათიანი ინტერვალით . მწვავე დაავადებების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს , ხოლო ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისას - 20 დღე .

პრეპარატით მკურნალობის კურსის პროფილაქტიკის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში 3-4- ჯერ .

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხვევებში , პრეპარატის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ალერგიული რეაქციების განვითარება ( გამონაყარი , ჭინჭრის ციება , ანგიონევროზული შეშუპება ), შესაძლოა განვითარდეს რეაქციები კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ( ღებინება , გულისრევა , მუცლის ტკივილი ).

ჭარბი დოზა:

იმუდონით ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის .

ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:

არ არის აღწერილი . იმუდონის ® გამოყენება შესაძლებელია სხვა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად .

განსაკუთრებული მითითებები:

-           3- დან 6 წლამდე ბავშვთა ასაკში ტაბლეტების გამოყენება ხდება მოზრდილების მეთვალყურეობისას !

-           პრეპარატის თერაპიული ეფექტის შემცირების თავიდან აცილების მიზნით , იმუდონის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული საკვებისა და წყლის მიღება , ასევე პირის ღრუს გამოვლება .

-           პრეპარატის ისეთი პაციენტებისათვის დანიშვნისას , რომლებიც იცავენ უმარილო ან მარილის მცირე რაოდენობის შემცველ დიეტას , საჭიროა გათვალისწინდეს , რომ იმუდონის 1 ტაბლეტი შეიცავს 15 მგ NA + .

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე :

სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების თაობაზე მონაცემები მოწოდებული არ არის .

გამოშვების ფორმა:

კომპოზიტური მასალის პოლიამიდ - ალუმინ - პვქ და ლაკირებული ბეჭდითი ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში ( ბლისტერში ) მოთავსებულია 8 ტაბლეტი .

8 ტაბლეტის შემცველი 3 ან 5 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა ( ბლისტერი ) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობები:

შენახვის პირობები 25 С- მდე ტემპერატურის პირობებში . პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ აგილას .

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი .

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

იმუდონი ® - IMUDON ® - ИМУДОН ® - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები