ცხვირის პოლიპი არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება. პოლიპი უმეტესად ზრდასრულებში გვხვდება. დიაგნოზს სვამენ ცხვირის დათვალიერების შედეგად და ცხვირის ღრუს ზონდის დახმარებით.
ცხვირის პოლიპის განვითარების მრავალი მიზეზი არსებობს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალერგიული დაავადებები: ალერგიული რინიტი, ბრონული ასთმა, პოლიპოზი, ასევე - ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი დაავადებები - ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი. პაციენტს შეიძლება დაბადებიდანვე დაზიანებული ჰქონდეს ცხვირის ანატომიური სტრუქტურა (ძგიდის გამრუდება, ჰიპერტროფიული რინიტი, ცხვირის შესასვლელის სივიწროვე და სხვა), რაც შემდგომ პოლიპის განვითარებას განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის შემადგენელი ცილის სინთეზის გენეტიკურად კოდირებული (დეტერმინირებული) დარღვევა, გადატანილი ვირუსული ინფექცია და სხვა.
ყველა ამ ფაქტორის გავლენით ირღვევა იმ ცილოვანი შენაერთების სრულფასოვანი სინთეზი (წარმოქმნა), რომლებიც ცხვირის ღრუსა და მისი დანამატი წიაღების ამომფენი ლორწოვანი გარსის საფუძველია. არასრულფასოვანი (არასრულყოფილი) ცილოვანი კომპონენტების გამო ლორწოვანი გარსის სტრუქტურა რამდენადმე იცვლება, ლორწოვანი გარსი მოეშვება და ჩამოეკიდება, ასეთ უბანში კი განსაკუთრებული უჯრედები - ეოზინოფილები - გროვდება. პოლიპი, ფაქტობრივად, ლორწოვანი გარსის ფენაში თავმოყრილი ეოზინოფილების გროვაა. მისი ზრდა ეოზინოფილების ინტენსიურ გამრავლებაზეა დამოკიდებული.
ხშირად პოლიპის განვითარებას ერთდროულად რამდენიმე მიზეზი იწვევს.
სიმპტომები და ნიშნები
ცხვირის პოლიპის სიმპტომებია:
დიაგნოსტიკა
ცხვირის პოლიპის დიაგნოზს სვამს ოტოლარინგოლოგი ცხვირის ღრუს დათვალიერების საფუძველზე. ამისთვის, როგორც წესი, გამოიყენება რინოსკოპი - ლითონის ან პლასტმასის ინსტრუმენტი, რომელიც ნესტოებს აფართოებს და ექიმს ცხვირის ღრუს დათვალიერების საშუალებას აძლევს.
მკურნალობა
არსებობს პოლიპის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები.
კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:
ცხვირის პოლიპების ოპერაციული მკურნალობის ჩვენებებია:
ოპერაციისთვის მზადება
ცხვირის პოლიპის ქირურგიული მეთოდით მოცილების წინ აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა. ტარდება სისხლის (საერთო, ბიოქიმიური და შედედების უნარზე) ანალიზი. თუ პაციენტი იღებს რომელიმე პრეპარატს (მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგოს, ანთების საწინააღმდეგოს და სხვა), ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს. ასევე აუცილებელია ქრონიკული დაავადებების (მათ შორის ალერგიული დაავადებების) შესახებ ექიმის ინფორმირება. ოპერაციის წინ ტარდება ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოლოგიური კვლევა სინუსიტისა და ძგიდის გამრუდების გამოსავლენად.
ცხვირის პოლიპის ოპერაციული მკურნალობა
ჩვეულებრივ, ცხვირის პოლიპის ოპერაციული მეთოდით მოცილება ხორციელდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, მოცილება ხდება ქირურგიული დანით ან ლაზერით, ამასთანავე, ქირურგიული კვეთა (ჭრილობა) კეთდება ცხვირის ღრუს შიგნით, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები არ ჩანს.
ოპერაციის დროს ტარდება ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების გამორეცხვა, რაც პოლიპის რეციდივის პროფილაქტიკას ემსახურება. ოპერაციის შემდეგ ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად ცხვირის შესასვლელში შეჰყავთ მარილწყალში გაჟღენთილი ტამპონი, რომელსაც რამდენიმე დღეში უკან იღებენ. ეს პროცედურა მტკივნეულია, ამიტომ ტარდება გაუტკივარებით. ოპერაციის შემდეგ ინიშნება ანტიბიოტიკები ინფექციული გართულების თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, ავადმყოფს ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.
ოპერაციიის შემდგომი გართულებები
ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია: