-მოგესალმებით.მაწუხებს ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დაღლის შეგრძნება.ღამის განმავლობაში გაკვანძები და ჩხვლეტის შეგრძნებები.გავიარე ანგიოლოგის კონსულტაცია,დამისვა ქრონიკული ვენური უკმარისობის, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის დიაგნოზი. დამინიშნა დეტრალექსი და ფოლრექსის გელი. დოპლერზე რიგზეა ყველაფერი,კოაგულოგრამა წესრიგშია.დეტრალექსის მიღების შემდეგ მომეხსნა ჩხვლეტებისა და გაკვანძვის შეგრძნებები,მაგრამ ღამის განმავლობაში ტერფებიდან დაწყებული,მთლიანი ფეხები მტკივა. დილით,ფეხებში ისეთი სიმძიმის და დაღლის შეგრძნებით ვიღვიძებ, თითქოს მთელი ღამე დავრბოდი.შესიება არ მქონია არასოდეს. კიდევ რა კვლევა შეიძლება ჩავიტარო და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი სიმძიმის და დაღლის შეგრძნება? მადლობა