კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სენოზიდები , ტაბლეტები
საფაღარათო საშუალება
შემადგენლობა:
თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს :
სენას ექსტრაქტს , რომელიც ექვივალენტურია 13,5 მგ სენოზიდების A და B კალციუმის მარილის სახით .
აღწერილობა:
სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. პრეპარატს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება , რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით , რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას . სენადე საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების გაღიზიანების გარეშე . იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ ყვითელ ფერს აძლევს .
ჩვენებები:
უკუჩვენებები:
* სენადეს ტაბლეტების მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.
გვერდითი ეფექტები:
სენადემ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი , როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი . ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა .
სიფრთხილის ზომები:
სენადეს გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავური ობსტრუქცია ან არადიაგნოსტირებული აბდომინალური სიმპტომატიკა . სიფრთხილეა საჭირო ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც .
ხანგრძლივი გამოყენება არაა რეკომენდებული .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სარგებელი რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ .
მიღების გზები და დოზირება:
ბავშვები : (1- დან 12 წლამდე ) : 1 ტაბლეტი ძილის წინ;
მოზრდილები : 1-3 ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით .
შეფუთვის ფორმა:
თითოეული ყუთი შეიცავს 25 ბლისტერს , ბლისტერში 20 ტაბლეტი .
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
აფთიქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
მწარმოებელი:
Cipla Ltd, India