რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

ენციკლოპედია

დამამშვიდებელი წვეთები - Guttae Sedativae - Успакаительные Капли

მწარმოებელი :

ფარნაცევტული საწარმო “GEMI”

შემადგენლობა :

პრეპარატი შეიცავს მცენარეთა ნაკრების სპირტიან ექსტრაქტს (1 : 2): კატაბალახას ფესვები -25 წ .;

ბარამბოს ბალახი .........  25 წ ;

ანგელოზას ფესვები ...... 20 წ .;

სვიის გირჩა ................. 15 წ .;

ლავანდას ყვავილები -15წ . (Etxractum ethanol(1:2) comp.ex.;Valerianae radix – 25 წ . ; Melissae herba-25 წ . ; Angelicae radix-20წ . ; Lupuli strobili-15 წ . ; Lavandulae flos-15 წ . .)

ფარმაკოლოგიური მოქმედება : დამამშვიდებელი წვეთების შემადგენლობაში შედის შემდეგი მოქმედი ნივთიერებები:  ანგელიცინი - ანგელოზას ფესვების შემადგენლობაში შემავალი ფუროკუმარინების ჯგუფიდან , როზმარინის მჟავა - მელისას ბალახის შემადგენლობაში შემავალი ფენოლური მჟავების ჯგუფიდან, ვალეპოტრიატები - კატაბალახას ფესვებიდან, ლუპულინი - სვიის გირჩებიდან , ასევე ლავანდის ზეთი (Oleum Lavandulae)- ლავანდას ყავავილებიდან . მოცემული შემადგენლობის   გამო პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახდენს   მარეგულირებელ ეფექტს გულის   მუშაობაზე, ასევე,   კუჭის და ნაწლავების ფუნქციაზე, ხასიათდება სპაზმოლიზური აქტივობით. რეკომენდებულია სტრესული მდგომარეობების, ფსიქო - ემოციური დაძაბულობის, ნევროზების, გაღიზიანების და უძილობის დროს .

გამოყენების ჩვენება:

პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, გულის მუშაობის მარეგულირებელი საშუალება ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობის,   გახშირებული გულისცემის, არითმიის და ასევე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციის დროს , რომელიც დაკავშირებულია ნევროზულ მდგომარეობასთან .

უკუჩვენება:

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა .  არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება მწვავე გასტრიტისა  და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესის დროს , რომელთაც თან ახლავს ორგანიზმის ზოგადი აგზნება .

განსაკუთრებული მითითებები :

ალკოჰოლის შემცველობის გამო ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში .

ორსულობა და ლაქტაცია:

ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ცალკეული კომპონენტების დედის რძეში გადასვლის შესახებ, პრეპარატის   გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია   ორსულობის და ძუძუთი კვების დროს .

ზეგავლენა ფსიქო - ფიზიკურ შესაძლებლობებზე:

პრეპარატი შეიცავს 50-57% ეთანოლს . რეკომენდებულზე მეტი დოზით პრეპარატის მიღება გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და სამანქანო მოწყობილობების მართვაზე .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

დღემდე გამოვლენილი არ არის

დოზირება და გამოყენების მეთოდები:

მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ზემოთ: 2-5 მლ (1 ჩაის კოვზი ) 1-3- ჯერ დღეში .

ბავშვები 7- დან 14 წლამდე: 15-20 წვეთი 1-3 ჯერ დღეში .

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს აპათია და ძილიანობა .

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები , რაც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ ანგელოზას ფესვების ფუროკუმარინების მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან .

შეფუთვა: მუქი ფერის, შუშის 35 გ ფლაკონები , პოლიეთილენის ხრახნიანი საწვეთურით .

ვარგისობის ვადა:

3 წელი . არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ .

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას , 15°C-25°C ტემპერატურაზე .

გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

დამამშვიდებელი წვეთები - Guttae Sedativae - Успакаительные Капли - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები