საერთაშორისო დასახელება: MEBHYDROLIN
მწარმოებელი: FARMAK UKRAINE
მოქმედი ნივთიერება: მებჰიდროლინი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H1 - ჰისტამონური რეცეპტორების ბლოკატორი.
გამოშვების ფორმა: 50 მგ. დრაჟე; 100მგ ტაბ,დრაჟე
ფარმაკოლოგიური თვისებები: იგი ასუსტებს ჰისტამინის სპაზმოგენურ ეფექტს ბრონქებისა და ნაწლავების გლუვი კუნთების მიმართ, ასევე ამცირებს მის გავლენას სისხლძარღვების განვლადობაზე. გააჩნია ნაკლებად გამოხატული სედაციური და საძილე ეფექტი. ჩვენებები:
- სეზონური ალერგიული რინიტი, პოლინოზი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კვებითი და წამლისმიერი ალერგია, დერმატოზი, სხვა ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: * ჰიპრმგრძნობელობა; * კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი და სხვა ანთებითი დაავადება; * 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
გვერდითი მოვლნები: კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანება, დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრულ მიდამოში, პირის სიმშრალე. ცნს–ის მხრივ: თავბრუსხვევა, პარესთეზია,დაღლა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, რეაქციის სიჩქარის შენელება. იშვიათად შარდის გამოყოფის დარღვევა, ალერგიული რეაქციები, გრანულემატოზი და აგრანულოციტოზი. დოზირება: პერორალურად 100–200მგ 1–2–ჯერ დღეში.