პნევმონია ფილტვის ქსოვილის ინფექციური ბუნების ანთებაა, რომელიც უპირატესად ალვეოლებს (მათში ანთებითი ექსუდატის განვითარებით) და ფილტვების ინტერსტიციულ ქსოვილს აზიანებს.
ტერმინი "პნევმონია" გულისხმობს დაავადებათა ჯგუფს, სადაც თითოეულ დაავადებას აქვს თავისი ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკური სურათი, რენტგენოლოგიური ნიშნები, ლაბორატორიული მონაცემები და საჭიროებს თავისებურ მკურნალობას.
პნევმონია შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადების, ისე სხვა დაავადების გართულების სახით.
ფილტვის ქსოვილში არაინფექციური ხასიათის ანთებას პნევმონიტს ან ალვეოლიტს (უპირატესად - ფილტვების რესპირატორული ნაწილის დაზიანების შემთხვევაში) უწოდებენ. ამგვარი ასეპტიკური ანთებითი პროცესების ფონზე არცთუ იშვიათად ვითარდება ბაქტერიული, ვირუსულ-ბაქტერიული და სოკოვანი პნევმონია.
დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მკურნალობისა - ანტიბიოტიკოთერაპია. დაგვიანებული დიაგნიოსტიკა და ანტიბიოტიკოთერაპია (8 საათზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში) ამძიმებს დაავადების პროგნოზს და ზრდის ლეტალური დასასტულის ალბათობას.
პნევმონიის კლასიფიკაცია
პნევმონიის სახის დადგენას მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფილტვების კლინიკურ-მორფოლოგიური ანუ ანატომიური ერთეულების დაზიანების მიხედვით განასხვავებენ:
პათოგენეზის მიხედვით განსხვავებენ:
იმისდა მიხედვით, სად განვითარდა პნევმონია, გამოყოფენ:
წარმოშობის მომენტის მიხედვით პნევმონია შეიძლება იყოს: ასპირაციული, პოსტოპერაციული, ტრავმის შემდგომი;
დესტრუქციული ანუ ფილტვის ქსოვილის ანატომიური სტრუქტურის დაშლით მიმდინარე და ჰემორაგიული ანუ სისხლდენით ან სისხლჩაქცევით მიმდინარე პნევმონია.
დაავადების წარმოშობა
პნევმონიის ეტიოლოგია უკავშირდება სასუნთქი გზების ზედა ნაწილების მიკროფლორას, რომლის შემადგენლობაც გარემოზე, პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ფილტვების ანთების გამოწვევა მრავალ მიკროორგანიზმს შეუძლია. მათ შორის აღსანიშნავია პნევმოკოკი, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი, პნევმონიის კლებსიელა, პფაიფერის ჩხირი, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, ჰემოფილური და ლურჯი ჩირქის ჩხირი, ქუ-ცხელების გამომწვევი, ლეგიონელა, შავი ჭირის ჩხირი, ზოგიერთი ვირუსი, მიკოპლაზმა, სოკო.
აღსანიშნავია, რომ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციები.
გამოვლენილია პნევმონიის გამომწვევების ახალი ჯგუფი - ბაქტეროიდები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ პირის ღრუს არაპათოგენურ ფლორად. პნევმოცისტას, აცინობაქტერიას, ასპერგილას, აერომონას და ბრანქამელას, რომლებიც ადრე მხოლოდ ჰოსპიტალური პნევმონიების გამომწვევებად იყვნენ მიჩნეულნი, ,,სახლის“ პნევმონიების გამოწვევაც შეუძლიათ.
პნევმონიის წარმომშობი ისეთი ფაქტორები, როგორიც არის, მაგალითად, ქიმიური და ფიზიკური აგენტები (ფილტვებზე ქიმიური ნივთიერებების (ბენზინი და სხვა) ზემოქმედება), თერმული ფაქტორები (გადაცივება ან დამწვრობა), რადიაქტიური გამოსხივება, ჩვეულებრივ, ინფექციურ აგენტებთან არის შერწყმული.
პნევმონია შესაძლოა ფილტვებში მიმდინარე ალერგიული რეაქციის შედეგადაც განვითარდეს და სისტემური დაავადების გამოვლინებაც იყოს (ინტერსტიციული პნევმონია შემაერთებელი ქსოვილის დაავადების დროს).
დაავადების გზები
პნევმონიის დროს ფილტვის ქსოვილის ინფიცირება შესაძლებელია ოთხი გზით (უმთავრესად მოქმედებს პირველი ორი):
1. ასპირაცია ცხვირ-ხახიდან ან პირ-ხახიდან. ეს პნევმონიის პათოგენეზში ინფიცირების მთავარი გზაა. მიკროორგანიზმების ნაწილი, მაგალითად, შ. პნეუმონიაე, ნორმალურ პირობებშიც შეიძლება ბინადრობდეს პირ-ხახაში, მაგრამ სასუნთქი გზების ქვედა ნაწილები მათგან თავისუფალია. მოზრდილთა ნახევარი ძილის დროს, ჩვეულებრივ, ჩაისუნთქვავს პირ-ხახის სეკრეტს, მაგრამ ორგანიზმის დამცავი მექანიზმები, ერთი მხრივ - ხველის რეფლექსი, მუკოცილიარული კლირენსი, ალვეოლური მაკროფაგების ანტიბაქტერიული აქტივობა და მეორე მხრივ - სეკრეტული იმუნოგლობულინები უზრუნველყოფენ ინფიცირებული სეკრეტის სასუნთქი გზების ქვედა ნაწილებიდან გამოდევნას და მათ სტერილურობას.
ტრაქეობრონქული ხის თვითგამწმენდი მექანიზმის დაზიანებისას პნევმონიის განვითარებისთვის სასურველი პირობები იქმნება.
2. ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად. მიკრობებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა პნევმონიის შედარებით იშვიათი მიზეზია; ეს ფაქტორი მთავარ როლს ასრულებს ობლიგატური გამომწვევებით სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ინფიცირებაში.
3. მიკროორგანიზმების ჰემატოგენური გავრცელება არაფილტვისმიერი კეროვანი ინფექციის (ენდოკარდიტი, სეპტიკური თრომბოფლებიტი) კერიდან.
4. ინფექციის გავრცელება მეზობელი კერებიდან (მაგალითად, თირკმლის აბსცესის დროს) ან ინფიცირება გულმკერდის შემავალი ჭრილობების ინფიცირების შედეგად.
პნევმონიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფილტვ-ბრონქის სისტემის დამცავი მექანიზმებისა და ჰუმორული და ქსოვილოვანი იმუნიტეტის დარღვევა.
ინფექციისგან სასუნთქი გზების დასაცავად ადამიანის ორგანიზმს აქვს რამდენიმე მექანიზმი:
რისკფაქტორები
პნევმონიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რისკფაქტორებს - ფაქტორებს, რომელთა არსებობისას დაავადების განვითარების ალბათობა დიდია.
პნევმონიის განვითარების რისკფაქტორებია
ადრეული ასაკის ბავშვებში:
სიმპტომები და მიმდინარეობა
პნევმონიის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია მის ეტიოლოგიაზე, ხასიათზე, მიმდინარეობის ფაზაზე, მორფოლოგიურ სუბსტრატზე, ფილტვებში გავრცელებასა და გართულებებზე.
კრუპოზული პნევმონია
კრუპოზული (პნევმოკოკური) პნევმონია იწყება მწვავედ, ხშირად მოსდევს გაციებას. ახასიათებს: ძლიერი შემცივნება; ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მატება (38 გრადუსზე დაბალი ან 41 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იშვიათია); დაზიანებული ფილტვის მხარეს - ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის დროს; ხველა, რომელიც თავდაპირველად მშრალია, მოგვიანებით კი გამოიყოფა ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველი.
პნევმონიას ანალოგიური ან შედარებით ნაკლები სიმძაფრის დასაწყისი ახასიათებს რესპირატორული დაავადების ან ქრონიკული ბრონქიტის ფონზე. მდგომარეობა მძიმეა. კანი ჰიპერემიული და ციანოზურია, სუნთქვა - გახშირებული და ზედაპირული, სუნთქვისას ნესტოები იბერება. ხშირია ჰერპესული გამონაყარი.
ანტიბაქტერიული თერაპიის გარეშე მაღალი ტემპერატურა საშუალოდ ერთ კვირას გრძელდება და მკვეთრად (კრიტიკულ ზღვრამდე) ეცემა, ხოლო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებისას თანდათანობით იკლებს. დაზიანებული ფილტვის მხარეს გულმკერდი სუნთქვაში ჩამორჩება. დაავადების მორფოლოგიური სტადიის შესაბამისად, ამ არეში პერკუსიით ვლინდება მოყრუებული ტიმპანიტი, ფილტვის ხმიანობის შემოკლება და ფილტვის ხმიანობა. მორფოლოგიური სტადიების მიხედვით სხვადასხვაა აუსკულტაციური მონაცემებიც. კერძოდ, შეინიშნება ვეზიკულური სუნთქვის გაძლიერება და კრეპიტაცია, ბრონქული სუნთქვა და ვეზიკულური ან შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა, რომლის ფონზეც ისმინება კრეპიტაცია. გაღვიძლების ფაზაში ისმინება ბრონქოფონია. ფილტვებში მორფოლოგიური ცვლილებების არათანაბარი განვითარების გამო პერკუტორული და აუსკულტაციური სურათი შესაძლოა მკვეთრად იყოს გამოხატული. პლევრის დაზიანების დროს ისმინება პლევრის ხახუნი. დაავადების განვითარების პერიოდში პულსი გახშირებულია, არტერიული წნევა - დაქვეითებული. ხშირად აღინიშნება პირველი ტონის მოყრუება და მეორე ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე. ცვლილებებია სისხლშიც: დამახასიათებელია ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, იშვიათად - ჰიპერლეიკოციტოზი. ლეიკოციტოზის არარსებობა, მით უმეტეს - ლეიკოპენია, ზოგჯერ პროგნოზულად არახელსაყრელი ნიშანია. იმატებს ედსი.
რენტგენოლოგიურად, განსაკუთრებით - გვერდით რენტგენოგრამაზე, ვლინდება ფილტვის მთელი წილის ან მისი ნაწილის ჰომოგენური დაჩრდილვა. აღსანიშნავია, რომ დაავადების პირველ საათებში რენტგენოსკოპია შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ატიპურად მიმდინარე კრუპოზული პნევმონია დამახასიათებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის.
სტაფილოკოკური პნევმონია. პნევმოკოკურის ანალოგიურად, თუმცა უმეტესად - შედარებით მძიმედ, მიმდინარეობს სტაფილოკოკური პნევმონია. მას თან ახლავს ფილტვების დესტრუქცია, თხელკედლიანი ჰაერით სავსე ღრუებისა და ფილტვის აბსცესების წარმოქმნა. მკვეთრად გამოხატული ინტოქსიკაციით მიმდინარეობს ბრონქული სისტემის ვირუსული ინფექციებით გართულებული სტაფილოკოკური პნევმონია (ვირუსულ-ბაქტერიული პნევმონია). ასეთი პნევმონიების სიხშირე საგრძნობლად იმატებს გრიპის ეპიდემიის დროს. ამგვარი პნევმონიისათვის დამახასიათებელი ინტოქსიკაციური სინდრომი ვლინდება ჰიპერთერმიით, შემცივნებით, კანის საფარველისა და ლორწოვანის ჰიპერემიით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით, გამოხატული ქოშინით, სისხლიანი ხველით, ტაქიკარდიით, გულისრევით, ღებინებით. მძიმე ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს ვითარდება სისხლძარღვოვანი უკმარისობა (არტერიული წნევა - 90-80/60-50 მმ ვწყ სვ., სიფითრე, კიდურების გაცივება, წებოვანი ოფლი). ინტოქსიკაციური სინდრომის პროგრესირების კვალდაკვალ თავს იჩენს ცერებრული დარღვევები, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა, შოკური ფილტვი, ჰეპატორენული სინდრომი, დსშ სინდრომი, ტოქსიკური ენტეროკოლიტი. ასეთ პნევმონიას შესაძლოა სწრაფი ლეტალური დასასრული მოჰყვეს.
კლებსიელებით გამოწვეული პნევმონიები. მძიმედ მიმდინარეობს კლებსიელებით გამოწვეული პნევმონიებიც, თუმცა გვხვდება შედარებით იშვიათად (უმეტესად - ალკოჰოლიზმის ფონზე) და ათიდან დაახლოებით 5 შემთხვევაში ლეტალურად სრულდება.
კლებსიელებით გამოწვეულ პნევმონიებს ახასიათებს დაზიანების ნახევარწილოვანი (მეტწილად ზემო წილები) გავრცელება. ნახველი უმეტესად ჟელესებრი, წებოვანია, შედარებით იშვიათად - ჩირქოვანი ან ჟანგისფერი. ტიპობრივია აბსცესების წარმოქმნა და ემპიემით გართულება.
კეროვანი პნევმონიები
კეროვანი პნევმონიები (ბრონქოპნევმონიები) ვითარდება ფილტვებში შეგუბებითი პროცესების დროს, ორგანიზმის მძიმე, გამომფიტავი დაავადებების, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმების შედეგად განვითარებული ცხიმოვანი ემბოლიის, თრომბოემბოლიების ფონზე, ასევე - როგორც ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების მწვავე ან ქრონიკული ანთების გართულება. დაავადება შესაძლოა დაიწყოს შემცივნებით, მაგრამ არა ისეთით, როგორიც გვხვდება წილოვანი პნევმონიის დროს; სხეულის ტემპერატურა ამ დროს 38-38,5 გრადუსია, იშვიათად - უფრო მაღალი. აღმოცენდება ან ძლიერდება ხველა მშრალი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით. ხველის ან ჩასუნთქვის დროს გულმკერდში შესაძლოა თავი იჩინოს ტკივილმა. კეროვანი (ჩვეულებრივ, სტაფილოკოკური) პნევმონიის დროს მდგომარეობა უარესდება: ვითარდება ციანოზი, ქოშინი, პერკუსიის დროს ფილტვის ხმიანობა შემოკლებულია, სუნთქვა შესაძლოა იყოს გაძლიერებული ვეზიკულური, ისმინება წვრილი და საშუალობუშტუკოვანი ხიხინი. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს აბსცესირებულ კერებს.
ვირუსული, ქუ-რიკეტსოზული და მიკოპლაზმური პნევმონიისთვის დამახასიათებელია ინტოქსიკაციური მოვლენების (ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე) სიმკვეთრე და სასუნთქი ორგანოების დაზიანების ნიშნების არარსებობა ან სუსტი გამოვლინება. რენტგენოგრამაზე (ზოგჯერ - მხოლოდ ტომოგრამაზე) ვლინდება წილოვანი, სუბსეგმენტური და სეგმენტური ჩრდილები, ფილტვის სურათის გაძლიერება.
გავრცობილი და კეროვანი (განსაკუთრებით - სტაფილოკოკური) პნევმონიები მიმდინარეობს ნეიტროფილური ლეიკოციტოზით, ედსის მომატებით. ვირუსულ, რიკეტსიულ და მიკოპლაზმურ პნევმონიებს, ჩვეულებრივ, თან არ ახლავს ლეიკოციტოზი. ზოგჯერ შეინიშნება ლეიკოპენია.
ქრონიკული პნევმონიები. ქრონიკული პნევმონია არასრულფასოვნად ნამკურნალები მწვავე პნევმონიის ან ერთი და იმავე ფილტვის განმეორებითი მწვავე პნევმონიის შედეგია.
ქრონიკული პნევმონიის დროს ფილტვებში ხშირად ვხვდებით ბრონქოექტაზიას - ბრონქების გაფართოებას, დეფორმაციას. ქრონიკული ანთებითი პროცესის გამო ბრონქის კედლის კუნთოვანი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილით იცვლება, რაც მისი ელასტიკურობის დაქვეითებას იწვევს. ბრონქის კედელი იჭიმება, განსაზღვრულ ადგილებზე წარმოიშობა ბრონქოექტაზი - ცილინდრული ფორმის გაფართოება, სადაც გროვდება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. ამ ცვლილებებიდან გამომდინარეობს ის ჩივილები, რომლებზეც ავადმყოფები მიუთითებენ. დაავადებას ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა: პერიოდულად მწვავდება, ხოლო სათანადო ღონისძიებების შემდეგ ცხრება. ქრონიკული პნევმონიის დროს ჩივილები ისეთივეა, როგორიც მწვავეს დროს: ნახველიანი ხველა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. მაგრამ, მწვავესგან განსხვავებით, ქრონიკული პნევმონიის დროს ეს სიმპტომები ნელა ლაგდება და სრული გამოჯანმრთელება არ მიიღწევა. გამწვავებათა სიხშირე დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებაზე, გარემო პირობებზე. გახანგრძლივებული და ხშირი გამწვავება იწვევს ფილტვის ქსოვილის სკლეროზს (პნევმოსკლეროზს) და ბრონქების გაფართოებას (ბრონქოექტაზებს). სწორედ ეს გართულებებია, დაავადების მიმდინარეობას რომ ამძიმებს. ირღვევა ფილტვების ვენტილაცია, აირთა ცვლა, ვითარდება ფილტვის უკმარისობა, რაც შემდეგ გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივ ცვლილებებსაც განაპირობებს. ავადმყოფი უჩივის მტანჯველ ხველას, ზოგჯერ - უხვი (500 მლ) მომწვანო, უსიამოვნოსუნიანი ნახველით. ხშირია სისხლიანი ხველა, ფილტვიდან სისხლდენაც კი 200-300 მლ სისხლის დაკარგვით. აღინიშნება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა. ტემპერატურის მომატება თან სდევს პროცესის გამწვავებას და ფილტვებში ნახველის შეგუბებას. გარეგნულად თვალში საცემია სიგამხდრე, მოგვიანებით ვითარდება კანის სიმშრალე, ყალიბდება ჰიპოვიტამინოზის ნიშნები, დოლის ჯოხისებრი თითები, საათის მინისებრი ფრჩხილები. ფილტვების მოსმენისას ექიმს ესმის სველი ხიხინი, ბრონქული სუნთქვა. ბრონქოგრაფიით მიღებული სურათი ჰგავს ფოთლოვან ხეს. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტების, ედრ-ის მომატება.
პნევმონიის გართულება
პნევმონიის გართულებებია:
დიაგნოსტიკა
პნევმონიის სადიაგნოზო კრიტერიუმებად მიიჩნევა ფილტვის ქსოვილის დაზიანებული კეროვანი ინფილტრაციის რენტგენოლოგიური დადასტურება და შემდეგი ნიშნებიდან თუნდაც ორის თანაარსებობა:
მკურნალობა
პნევმონიის მკურნალობა შესაძლებელია შინაც, მაგრამ თუ საერთო მდგომარეობა მძიმეა, ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების განსაზღვრა. ცნობილია რამდენიმე კლინიკურ-ლაბორატორიული სკალა, რომლებიც ეფუძნება პნევმონიის სიმძიმის შეფასებასა და პროგნოზს. ამჟამად ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა განისაზღვრება პროგნოზული სკალით CURB-65/CRB-65. ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოების სკალა ითვალისწინებს 5 ან 4 პარამეტრს:
ნებისმიერი პროგნოზული სკალა მკურნალობის ადგილის შესარჩევი ორიენტირია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. ჰოსპიტალიზაციისათვის უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ჩვენებები:
მკურნალობა
ანტიბიოტიკოთერაპია
როდესაც პაციენტს აქვს ბეტალაქტამური საშუალებების ან მაკროლიდების აუტანლობა, მიზანშეწონილია რესპირაციული ფტორქინოლონის (ლევოფლოქსაცინი) და ინტრავენური ბენზილპენიცილინის კომბინაცია.
პნევმონიის მსუბუქი ფორმის დროს ანტიბაქტერიული თერაპიის შედეგად სხეულის ტემპერატურის ნორმალიზება მოსალოდნელია 3-4 დღის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ამავე პერიოდში შეინიშნება ლეიკოციტოზის შემცირება. მიკოპლაზმური ან ქლამიდიური ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევაში მკურნალობა 14 დღეს გრძელდება, თუმცა არსებობს კლინიკური მონაცემები უფრო ხანმოკლე ეფექტური ანტიბაქტერიული მკურნალობის შესახებ.
პროფილაქტიკა
პნევმონიის პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ პნევმოკოკურ და გრიპულ ვაქცინას. პნევმოკოკური ვაქცინის გამოყენება იმიტომ მიიჩნევა მიზანშეწონილად, რომ პნევმონიის მთავარ გამომწვევად დღემდე რჩება S. pneumoniae. გრიპული ვაქცინის ეფექტიანობა მოხუცებში საკმაოდ მაღალია. ვაქცინაცია მიზანშეწონილია შემდეგი ჯგუფებისთვის: