ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპერპროლაქტინემიური პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ცეფანორმი კაფსულები №30 ბლისტერ-შეფუთვით. 1 კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4 მგ-ს, რაც შეესაბამება 40 მგ მცენარეულ პრეპარატს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ცეფანორმის აქტიური ნივთიერება - Agnus Castus-ის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი - ინჰიბირდება. არეგულირებს ესტროგენ-პროჟესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას, ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.
ჩვენებები:მოხმარების წესი და დოზირება: ცეფანორმი მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს). მკურნალობის კურსი შეადგენს - 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).
უკუჩვენებები: * მომატებული მგრძნობელობა Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. * ჰიპოფიზის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ცეფანორმის დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში - ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.