საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ცეტირიზინი, Cetirizine მწარმოებელი: (“ROTAPHARM”, Great Britain). წარმოებულია: (“ეიბისი ფარმაცეუტიჩი ს.პ.ა.”, იტალია) შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები. აღწერილობა: თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გლუვი ზედაპირით და გამყოფი ჭდით. წვეთები შიგნით მისაღებად. აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ტაბლეტები პრეპარატის 1 ტაბლეტის შემადგენლობაშია: აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ................. 10 მგ დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი. წვეთები შიგნით მისაღებად პრეპარატის 1 მლ-ის შემადგენლობაშია: აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ............... 10 მგ დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი 85%, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის აცეტატდიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები. პიპერაზინის წარმოებულები. ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოდინამიკა როლინოზი – პერიფერიული ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექციური ბლოკატორი, ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი, ახდენს ანტიჰისტამინურ, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას. ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება. მოქმედებს ალერგიული რეაქციების საწყის სტადიაზე, ამცირებს ანთებითი უჯრედების მიგრაციას; ხელს უშლის ასევე მოგვიანებითი ალერგიული რეაქციების განვითარებაში მონაწილე მედიატორების გამოყოფას. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის ქსოვილთა შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს. აფერხებს კანის რეაქციის განვითარებას ჰისტამინის, სპეციფიური ალერგენების შეყვანაზე, ასევე სიცივეზე (სიცივით პროვოცირებული ჭინჭრის ციების დროს). ამცირებს ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოკონსტრიქციას მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის დროს. რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას პრაქტიკულად არ გააჩნია სედაციური ეფექტი და პრაქტიკულად არ ახდენს ანტისეროტონინულ და ანტიქოლინერგულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აბსორბცია – 70 %. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი T1/2– შეადგენს დაახლოებით 7-10 საათს. მინიმალურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად თირკმლის საშუალებით. ჩვენებები:გვერდითი რეაქციების გამო აქტივირებული ნახშირის მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში – სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეული დიალიზის ეფექტურობა არ არის დაგენილი. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესწავლისას როლინოზის მრავალჯერადი, ერთდროული გამოყენებისას ფსევდოეფედრინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზიტრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან არ გამოვლენილა ცეტირიზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის პლაზმაში. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს (საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობა), ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: როლინოზი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება: როლინოზის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებების მიმართ, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).