საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ქსილომეტაზოლინი მწარმოებელი: დოქ. ტაის ნატურვარენ გმბჰ, გერმანია
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 100გ ინტრანაზალური გამოყენების ხსნარი, გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი ფერის დამახასიათებელი სუნით. შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ....... 0.100გ დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი ................ 0.250გ ნატრიუმის ჰიდროფოსფატი ................... 0.250გ ნატრიუმის ქლორიდი ............................. 0.400გ სორბიტოლის ხსნარი 70%-იანი ............... 3.000გ ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი 0.10% - იანი .......................................... 10.000გ ევკალიპტის ზეთი .................................... 0.090გ გასუფთავებული წყალი ............................ 85.910გ ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალფა-ადრენომიმეტიკი ფარმაკოლოგიური თვისებები: ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ადგილობრივ საშუალებათა (დეკონგესტანტთა) ჯგუფს ალფა-ადრენომიმეტიკური აქტივობით, იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროვებას, რითიც აქრობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას, აღადგენს ცხვირის არხების გამტარებლობას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას. პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან რამდენიმე წუთში და გრძელდება 10 საათამდე. ფარმაკოკინეტიკა: ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება, ამიტომ კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან მცირეა (ერთობლივი ანალიტიკური მეთოდებით არ ისაზღვრება). ჩვენება:იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღებინება, თავის ტკივილი, გაძლიერებული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება, უძილობა, მხედველობის დარღვევა, დეპრესია (დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას). ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: სომპტომური, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ურთიერთქმედება სხვა წამლებთან: შესაძლებელია სისტემური მოქმედების გაძლიერება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას. განსაკუთრებული მითითებები: არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება, მაგ: ქრონიკული რინიტის დროს. გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე: რეკომენდებულზე დიდი დოზებით ქსილომეტაზოლინის გამოყენებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე. გამოშვების ფორმა: პოლიეთილენის ფლაკონი 10მლ შესასხურებელი მოწყობილობით, მისახრახნი თავსახურის მქონე ცხვირით, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისობის ვადა: 3 წელი არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.