რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

რეოპოლიგლუკინი - RHEOPOLYGLUCINUM - РЕОПОЛИГЛЮКИН

საერთაშორისო დასახელება:

DEXTRAN მწარმოებელი: ”იურია-ფარმი”,უკრაინა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: საინფუზიო ხსნარი

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო, ოდნავ მოყვითალო აპიროგენული სითხე, უსუნო, მარილის, ან მოტკბო გემოთი.

100მლ ხსნარი შეიცავს: დექსტრანი .................................     10გ; ნატრიუმის ქლორიდი .................      0,9გ; დამხმარე საშუალება: საინექციო წყალი.

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლისშემცვლელი და საპერფუზიო ხსნარები;

ფარმაკოლოგიური თვისებები: რეოპოლიგლუკინი წარმოადგენს სისხლისშემცვლელ ხსნარს. მისი სპეციფიური მოქმედება გამოიხატება სისხლის სუსპენზიური თვისებების და კაპილარებში სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებაში, მისი სიბლანტის შემცირებაში, ასევე იგი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატის სწრაფი გადასხმის დროს პლაზმის მოცულობა მატულობს 2– ჯერ შეყვანილი რეოპოლიგლუკინის მოცულობასთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ელიმინირდება ორგანიზმიდან თირკმელებით (პირველი დღეღამის განმავლობაში 70%). დანარჩენი რაოდენობა გადადის რეტიკულოენდოთელიურ სისტემაში, სადაც იგი იშლება გლუკოზამდე.

ჩვენება:

  • რეოპოლიგლუკინი ინიშნება მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად ტრავმული, საოპერაციო, ტოქსიური და დამწვრობით გამოწვეული შოკის პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ;
  • არტერიული და ვენოზური სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად თრომბოზების, თრომბოფლებიტების, ენდარტერიტების, რეინოს დაავადების მკურნალობის და პროფილაქტიკისათვის;
  • გულზე ოპერაციის დროს პრეპარატი გამოიყენება საპერფუზიო ხსნარებში დასამატებლად ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატებში;
  • სისხლძარღვოვანო და პლასტიკური ოპერაციების დროს მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად და თრომბის წარმოქმნის შესამცირებლად.

დოზირების რეჟიმი: რეოპოლიგლუკინი ინიშნება წინასწარი კანქვეშა სინჯის ჩატარების შემდეგ, გამონაკლისია გადაუდებელი დახმარების შემთხვევები შოკური მდგომარების დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატები ალერგიული რეაქციების საწინააღმდეგოდ. კანქვეშა სინჯი ტარდება პრეპარატის ინფუზიამდე 24 საათით ადრე. კანქვეშა სინჯის ჩატარების მეთოდიკა რეოპოლიგლუკინის მიმართ ინდივიდუალური მგძნობელობის დასადგენად: შუშის ბოთლიდან, ანტისეპტიკის წესების დაცვით, შპრიცით იღებენ პრეპარატის 0,2-0,3მლ-ს და ნემსის შეცვლის შემდგომ, კანქვეშ, წინამხარის შიდა 1/3 –ში,  შეჰყავთ პრეპარატის 0,05მლ „ლიმონის ქერქის“ მიღებამდე. რეაქციაზე დაკვირვება წარმოებს 24 საათის შემდგომ.

ადგილობრივი რეაქცია: ჰიპერემია 1,5სმ-ზე მეტი პაპულის წარმოქმნით;

ზოგადი სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა და სხვა, მოწმობს პრეპარატის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე და ამ შემთხვევაში მისი გამოყენების შეუძლებლობაზე. თუ რეაქცია არ აღინიშნება, ავადმყოფს უტარდება პერფუზია იმ სერიის პრეპარატით, რომლითაც გაკეთდა კანქვეშა სინჯი. სინჯის გაკეთების შედეგი რეგისტრირდება დაავადების ისტორიაში.

უნდა გახსოვდეთ, რომ კანის სინჯი არ იძლევა საშუალებას განოვლინდეს რეოპოლიგლუკინის მიმართ 100%-ნი სენსიბილიზაცია, ამიტომ პერფუზიის პირველი 5-10 წუთის განმავლობაში საჭიროა მეთვალყურეობა პაციენტის მდგომარეობაზე. დაუშვებელია პრეპარატის შერევა სხვა საშუალებებთან. პრეპარატის შეყვანის დოზა და სიჩქარე დამოკიდებულია ჩვენებაზე და ავადმყოფის მდგომარეობაზე.

მიკროცირკულაციის დარღვევის დროს (შოკის სხვადასხვა ფორმები) რეოპოლიგლუკინი შეჰყვათ ინტრავენურად, წვეთოვანი, ერთჯერადად დოზით 10მლ/კგ წონაზე. დღეღამური დოზა მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის  შეადგენს 15მლ-მდე/კგ წონაზე. მიზანშეწონილია რეოპოლიგლუკინთან ერთად შეყვანილი იქნას კრისტალოიდური ხსნრები იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ელექტროლიტური და სითხის ბალანსის აღსადგენად, ან შესანარჩუნებლად. ეს მნიშვნელოვანია დეჰიდრატაციის მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების მკურნალობის დროს და ქირურგიული ჩარევისას.

გულ-სისხლძარღვთა და პლასტიკური ოპერაციების დროს რეოპოლიგლუკინი შეჰყავთ ინტრავენურად, წვეთოვანი, უშუალოდ ოპერაციის წინ დოზით –

5-10მლ/კგ-ზე, ბავშვებში – 10მლ-მდე/კგ-ზე; ოპერაციის დროს – 5მლ/კგ-ზე, ბავშვებში – 10მლ-მდე/კგ-ზე; ოპერაციის შემდგომ, 5-6 დღის განმავლობაში – წვეთოვანი, 10მლ/კგ-ზე ერთხელ დღეში, ბავშვებში 2-3 წლმადე ასაკის – 10მლ-მდე/კგ-ზე. ოპერაციის დროს ხელოვნური სისხლმიმოქცევით რეოპოლიგლუკინი ემატება სისხლში – 10-20მლ/კგ-ზე ოქსიგენატორის შესავსებლად (კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს). პოსტოპერაციულ პერიოდში დოზები იგივეა, როგორც მიკროცირკულაციის დარღვევისას.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი იწვევს დიურეზის მომატებას. რეოპოლიგლუკინის შეყვანის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

წინააღმდეგჩვენება: პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია თრომბოციტოპენიის, თირკმელების დაავადების დროს, როდესაც აღინიშნება ანურია, გულის უკმარისობა და იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია დიდი მოცულობის სითხის შეყვანა.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების დროს რეოპოლიგლუკინის შეყვანა წყდება დაუყოვნებლივ. ავადმყოფს ენიშნება კრისტალოიდური ხსნარები, საგულე პრეპარატები.

გამოყენების თავისებურება: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმელების დაავადების დროს, ან ნატრიუმის ქლორიდის შეყვანის შეზღუდვის შემთხვევაში. რეოპოლიგლუკინის შეყვანის დროს აღინიშნება დიურეზის შემცირება ბლანტი შარდის გამოყოფით, რაც მოწმობს ორგანიზმის დეჰიდრატაციაზე. ამ შემთხვევაში შეჰყავთ კრისტალოიდური ხსნარები ელექტროლიტური და სითხის ბალანსის შესანარჩუნელბლად. პრეპარატი შეჰყავთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: რეოპოლიგლუკინის და არასპეციფიური ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენების დროს საჭიროა სისხლის სიბლანტის კონტროლი, ვინაიდან პრეპარატი იწვევს მათი დეზაგრეგაციული მოქმედების გაძლიერებას.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, სისხლმიმოქცევზე მოქმედ პრეპარატებს და ასევე იწვევენ არტერიული წნევის მომატებას. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 100°C-250°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობა: 4 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტით.

შეფუთვა: 200 და 400 მლ შუშის ბოთლები.

რეოპოლიგლუკინი - RHEOPOLYGLUCINUM - РЕОПОЛИГЛЮКИН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები