შემადგენლობა:
ენდროს ძირები ; გვირილას ზეთი; ასკილის მშრალი ექსტრაქტი;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ოქსი და ოქსიმეთილანტრაქინონებს და მათ გლიკოზიდებს (ძირითადად რუბერითრინის მჟავა, ალიზარინი), ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ხამაზულენს, მთრიმლავ ნივთიერებებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია დიურეზული, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, სედატიური, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და თირკმლის კენჭების (კალციუმისა და მაგნიუმის ოქსალატები და ფოსფატები) გაფხვიერება-დაშლას, აძლიერებს თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთების შეკუმშვას, კენჭის მოძრაობას საშარდე გზებში და მათ გარეთ გამოყოფას, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას. პრეპარატში შემავალი ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმში მიდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს. ჩვენება:2 წელი. გაცემის წესი:
ურეცეპტოდ. შენახვის პირობები:
ინახება 18–25 C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილზე.