რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

ენციკლოპედია

კამაგრა - KAMAGRA - КАМАГРА

გენერიული დასახელება:

Sildenafil citrate მწარმოებელი: “Ajanta Pharma Limited” (ინდოეთი)

1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის: 25, 50 ან 100 მგ სილდენაფილის ციტრატი პრეპარატი წარმოადგენს ცისფერ, მრგვალ, წახნაგოვან ტაბლეტებს, ერთ მხარეზე წარწერით AP, ხოლო მეორეზე- KGR. ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი უზრუნველყოფს სექსუალურ სტიმულაციას, იგი ადუნებს პენისის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ერექციას. კამაგრა არ ზრდის სექსუალურ ლტოლვას და არ გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პრეპარატის მოქმედების ეფექტი აღინიშნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ლტოლვის დროს. პრეპარატის მოქმედება იწყება 30 წთ-დან 1 სთ-მდე. პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება. ჩვენება:
  • ერექციის გაუმჯობესება.
უკუჩვენება: * პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის მიმართ ზემგრძნობელობა; * ნიტრატების გამოყენება; პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება: * გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების, გადატანილი ინფარქტის, ინსულტის; * სასქესო სისტემის დაავადების, მტკივნეული ერექციის; * პეპტიკური წყლულის; * პიგმენტური რეტინოპათიის; * სისხლის შედედების დარღვევის დროს. მიღების წესი და დოზირება: მოზრდილ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში სქესობრივ აქტამდე 1 სთ-ით ადრე. დოზის გაზრდა შეიძლება 50 მგ-მდე დღეში. ღვიძლისა და თიკმლების პათოლოგიის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით მინიმალური დოზით-25 მგ დღეში. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული კამაგრას გამოყენება ნიტრატებთან, ხოლო ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება: პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული და დროებითი გვერდითი მოვლენები. შედარებით ხშირად - თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება (ფერების აღქმის მხრივ), ცხვირით გაძნელებული სუნთქვა. ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები გაიცემა ექიმის რეცეპტით შეფუთვა: 4 ტაბლეტი

კამაგრა - KAMAGRA - КАМАГРА - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები