რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

ენციკლოპედია

კოლადერმი - COLADERM - КОЛАДЕРМ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის, ოდნავ ბლანტი სითხე.

კოლადერმი წარმოადგენს ბიოდეგრადირებადი, ბიოშეთავსებადი პოლიესტერამიდის 7%-იან ხსნარს ეთილის სპირტში. ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი სხეულის ზედაპირზე შეფრქვევის (ან დატანის) და სპირტის აორთქლების შემდეგ, წარმოქმნის პოლიესტერამიდის დამცავ აპკს, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ზედაპირს. ხასიათდება ბაქტერიციდული და ანტისეპტიკური აქტივობით, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას და ეპითელიზაციას. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ გააჩნია ტოქსიკური ზემოქმედება ორგანიზმზე. ჩვენება:
  • როგორც სამკურნალო და დამცავი საშულება კანის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების დროს (საყოფაცხოვრებო ჭრილობები, მცირედი დამწვრობები, ნაკბენები და სხვა);
  • კლინიკურ პირობებში - ფართო მასშტაბის დამწვრობებისა და მექანიკურად დაზიანებული კანის სამკურნალოდ;
  • ქირურგიაში – საოპერაციო ველის დასამუშავებლად და ოპერაციის შემდეგ ჭრილობის პირველადი შეხორცების უზრუნველსაყოფად.
უკუჩვენება: * ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. * ფენილკეტონურია; მიღების წესი და დოზირება:

კანის მცირე ზომის დაზიანებებისას სასურველია გამოყენებული იქნეს 10 მლ ტევადობის საწვეთურიანი ფლაკონები, რომლიდანაც პრეპარატი დაზიანებულ უბანზე დაიტანება ფლაკონზე ხელის ოდნავ მოჭერით. კლინიკურ პირობებში, ფართო მასშტაბის დამწვრობების და მექანიკურად დაზიანებული კანის  მკურნალობისთვის, ასევე საოპერაციო ველის დამუშავების მიზნით ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, გამოიყენება "კოლადერმი" გამფრქვევი მექანიზმის მქონე ფლაკონებით (120 მლ და 30 მლ ტევადობის). საოპერაციო ველს, ხსნარის დასხურების და სპირტის აორთქლების შემდეგ, ფარავენ სტერილური ბინტით. სხვადასხვა ფართობის მქონე დაზიანებულ ზედაპირზე ხსნარის თანაბარი განაწილებისათვის საჭიროა ბალონიდან გაფრქვევის სწორი რეგულირება სათანადო დისტანციის დაცვითა და გამფრქვევზე სხვადასხვა ინტენსივობით დაჭერით: პოლიესტერამიდის დამცავი აპკით დიდი ზომის დაზიანებული ზედაპირის დასაფარად დისტანცია ბალონსა და სხეულის ზედაპირს შორის უნდა იყოს  20 სმ; ხოლო გაფრქვევის ინტენსივობა - მაქსიმალური, რაც მიიღწევა ბალონის გამფრქვევზე მაქსიმალური (შესაბამისად - მე-2 დონემდე) დაჭერით, ხოლო შედარებით მცირე ზომის ჭრილობის დასამუშავებლად დისტანცია სასურველია იყოს  10-15 სმ, ხოლო გამფრქვევზე დაჭერა  საშუალო სიძლიერის (პირველ დონემდე). პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღეში ერთჯერ ან ორჯერ, საჭიროების მიხედვით.

გამოშვების ფორმა: 80 გ და 15 გ-ის ოდენობით 120 მლ და 30 მლ მოცულობის გამფრქვევი მოწყობილობით აღჭურვილ პოლიმერული მასალის ბალონებში და 8 გ-ის ოდენობით 10 მლ ტევადობის პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ. შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

კოლადერმი - COLADERM - КОЛАДЕРМ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები