კავსურონი - Causuronum წარმოადგენს მცენარე კავკასიური ანუ ჩვეულებრივი სუროს (Hedera caucasigena seu H. helix) ფოთლების თხევად სპირტ-წყლიან ექსტრაქტს. მოყვითალო ყავისფერი სითხეა, სპეციფიკური სუნით და გემოთი. შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს და ფლავონოიდებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:კავსურონს ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო მოქმედება სასუნთქი გზების დაზიანების დროს, გააჩნია გამოხატული ამოსახველებელი და ბრონქოსპაზმოლიზური თვისება.
ჩვენებები:
პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ბრონქოლიზურ საშვალებებთან ერთად.
გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, შიგნით, წვეთების სახით მცირე რაოდენობა წყალთან ერთად.
ბავშვებში 3–დან 5 წლამდე 8-10 წვეთი 3-5-ჯერ დღეში;
5 წლის ზევით 20 წვეთი 3 - 5-ჯერ დღეში;
მოზრდილებში 40 წვეთი 4-5-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი 12 დღემდე. მიღების წინ უნდა შეინჯღრეს.
უკუჩვენებები:
* არ არის დადგენილი
გვერდითი მოვლენები:
არ არის შემჩნეული
გამოშვების ფორმა
50 მლ მუქი ფერის ფლაკონებში
ვარგისობის ვადა:
3 წელი. დასაშვებია მცირე ნალექი
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ ადგილას.
გაიცემა ურეცეპტოდ