რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

ენციკლოპედია

ინტესტი ბაქტერიოფაგი თხიერი - INTEST BAQTERIOPHAGE - ИНТЕСТИ-БАКТЕРИОФАГ ЖИДКИЙ

მწარმოებელი: სს "ბიოქიმფარმი", საქართველო, თბილისი პრეპარატის ფორმა: სხვადასხვა ინტენსივობის, ყვითელი ფერის, გამჭვირვალე სითხე. 20მლ სამედიცინო შუშის ფლაკონში #4. პრეპარატის შემადგენლობა: პრეპარატი წარმოადგენს Shigella: Flexneri:  სეროჯგუფი1-6, სეროჯგუფი  Sonnei;  Salmonella paratyphi A,B; Typhimurium, Choleraesuis, Oranienburg, Enteritidis; E.Coli ბაქტერიების ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები: ბაქტერიოფაგები წარმოადგენენ ბაქტერიების სპეციფიკურ ვირუსებს, რომლებიც იწვევენ ბაქტერიული ინფექციების გამოწვევი ჰომოლოგიური მიკრობების ლიზისს (Shigella: Flexneri:  სეროჯგუფი1-6, სეროჯგუფი  Sonnei;  Salmonella paratyphi A,B; Typhimurium, Choleraesuis, Oranienburg, Enteritidis; E.Coli – სეროჯგუფები: 0111, 055, 026, 125, 01199, 0128, 018, 044, 025, 020, ) Proteus (vulgaris, mirabilis);  Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus). პრეპარატის მიღების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ზემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება დიზენტერიის, სალმონელოზის, დისპეფსიის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა: პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად კვირაში 3–4–ჯერ; ბავშვებში 3 წლამდე 5–6მლ დღეში ერთჯერ; ბავშვები 3 წლის ზემოთ და მოზრდილები 5–10მლ დღეში ერთჯერ. ნაწლავური ინფექციების მკურნალობა: ინტესტი ბაქტერიოფაგის ეფექტურობის ერთერთი წინაპირობაა მისი გამოყენება დაავადების საწყის ეტაპზე. პრეპარატს სამკურნალოდ ღებულობენ პერორალურად ჭამამდე 30–60 წუთით ადრე დაავადების პირველი დღიდან 5–7 დღის განმავლობაში შემდეგი დოზებით: ბავშვები 3 წლამდე 5–6 მლ ერთ მიღებაზე. ბაშვები 3 წლის ზემოთ და მოზრდილები 5–10მლ ერთ მიღებაზე 3–4–ჯერ დღეში. თუ მოცემულ ვადაში სრული განკურნება არ მოხდა შესაძლებელია ფაგის მიღების გაგრძელება 2–3 დღის განმავლობაში. რეკომენდირებულია ზემოთ აღნიშნულთან ერთად დღეში ერთჯერ ბაქტერიოფაგის მიღება ოყნით რაოდენობით 10მლ ბავშვებისათვის და 20 მლ მოზრდილებისათვის. ინტესტი ბაქტერიოფაგი არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას. წინააღმდეგ ჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ რომელიმე ინგრედიენტზე. უკუჩვენებები: არ აქვს. გვერდითი მოქმედება: არ აღინიშნება. განსაკუთრებული მითითებები: არატოქსიურია. ფეხმძიმობა და ლაქტაცია: წინაღმდეგ ჩვენება არ აქვს. მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ჯგუფის პრეპარატთან ერთად. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 6–4 0C ტემპერატურაზე. გაფრთხილება: შემღვრეული პრეპარატი არ გამოიყენება: პრეპარატის გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

ინტესტი ბაქტერიოფაგი თხიერი - INTEST BAQTERIOPHAGE - ИНТЕСТИ-БАКТЕРИОФАГ ЖИДКИЙ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები