Online Mkurnali

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

ენციკლოპედია

დურამოქსი - DURAMOX - ДУРАМОКС

მწარმოებელი: "ვოგენ ლაბორატორიეს ლტდ" კვიპროსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები კაფსულები, თითოეული მათგანი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 250 და 500 მგ-ს;

სუსპენზიის მოსამზადებელი მშრალი ნივთიერებები 125 მგ/5 მლ-ში და 250 მგ/5 მლ-ში, 60 და 100 მლ ფლაკონებში. კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი პენიცილინების ჯგუფიდან;

ფარმაკოლოგიური დახასიათება:

ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, აქვს სწრაფი შეწოვის უნარი (არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე) და სწრაფი დიფუზიით ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში და სითხეში. ჩვენება: დურამოქსი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ენტეროკოლიტი, გონორეა და სხვა. დოზირება და მიღების წესი: უფროსებისა და 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისათვის (40 კგ. წონის ზევით) ჩვეულებრივი დოზაა პერორალურად 250-500 მგ. ყოველ 8 საათში. 5-10 წლამდე ბავშვებისათვის 125 მგ. ყოველ 8 საათში. 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ სადღეღამისო დოზა 20 მგ/კგ სხეულის მასაზე პრეპარატის მიღება სასურველია საკვების ან რძის მიყოლებით კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან არანაკლებ 2-3 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება: პენიცილინებისა და ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა. განსაკუთრებული მითითებანი: სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებიც ხასიათდებიან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებით და ასევე სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

შენახვის პირობები: მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

დურამოქსი - DURAMOX - ДУРАМОКС - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები