რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

თიამაზოლი - THIAMAZOLE - ТИАМАЗОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფარისებრ ჯირკვალში თიროქსინის სინთეზის დათრგუნვით, რაც იწვევს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციას მისი ჰიპერფუნქციის დროს. პრეპარატი იწვევს ძირითადი ცვლის შენელებას. პრეპარატის ეფექტი ვლინდება ფარისებრი ჯირკვლიდან იოდიდების ელიმინაციის დაჩქარებით და ფერმენტული სისტემების აქტივობის დათრგუნვით, რომლებიც იწვევენ იოდიდების იოდამდე დაჟანგვას. ამის შედეგად აღინიშნება თირეოგლობულინის იოდირების დათრგუნვა და დიიოდთიროზინის გარდაქმნა თიროქსინში.

ჩვენებები

  • მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის დიფუზური ტოქსიური ჩიყვი;
  • ავადმყოფების მომზადება ოპერაციისათვის თირეოტოქსიკოზის გამო.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმის თირეოტოქსიკოზი - 0.005 გ 3-4-ჯერ დღეში; მძიმე ფორმის დროს - 0.01 გ 3-4-ჯერ დღეში.

რემისიის განვითარების შემთხვევაში - დღეღამური დოზა მცირდება ყოველ 5-10 დღეში 0.005-0.01 გ-ით; თანდათანობით ხდება მინიმალური შემანარჩუნებელი დოზის შერჩევა: 0.005 გ ერთხელ დღეში; 0.005 გ დღეგამოშვებით; 0.005 გ 3 დღეში ერთხელ. პრეპარატი ინიშნება მყარი ეფექტის მიღწევამდე.

თირეოტოქსიკოზის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატის დოზა იზრდება აღნიშნული სქემის მიხედვით. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე და მიმდინარეობის სიმძიმეზე, მიღწეული მკურნალობის ეფექტზე.

უმაღლესი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს: ერთჯერადი - 0.01 გ, დღეღამური - 0.004 გ.

ბავშვებში თირეოტოქსიკოზის დროს საწყისი დოზა შეადგენს 0.4 მგ/კგ-ზე დღეში ერთჯერადად ან გაყოფილი ორ მიღებაზე; შემანარჩუნებელი დოზა - 0.2 მგ/კგ-ზე დღეში ერთჯერადად ან გაყოფილი ორ მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღვიძლის დაზიანება, თავბრუსხვევა, შეშუპება, გამონაყარი კანზე, პარესთეზიები, ტკივილი სახსრებში, თმის ცვენა, მხედველობის დარღვევა, მედიკამენტოზური ჰიპოთირეოზი, ჩიყვისებრი ეფექტი.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის დოზა მცირდება ან მისი მიღება წყდება.

უკუჩვენებები

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* გამოხატული ლეიკოპენია და გრანულოციტოპენია;

* ჩიყვის კვანძოვანი ფორმა (გამონაკლისი -მძიმე, პროგრესირებადი მიმდინარეობა, რაც განაპირობებს ოპერაციის დროებით გადადებას).

განსაკუთრებული მითითებები

♦ თიამაზოლის გამოყენების ნაადრევი შეწყვეტისას შესაძლებელია, დაავადების რეციდივი.

♦ დაშვებულია პრეპარატის ერთდროული გამოყენება ლითიუმის კარბონატთან.

♦ რეპარატის გამოყენება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და კვირაში ერთხელ ტარდება სისხლის საერთო ანალიზი.

♦ პრეპარატის გამოყენებამ ოპერაციისათვის მოსამზადებელ პერიოდში შესაძლებელია გააძლიეროს სისხლდენა ფარისებრი ჯირკვლიდან. ამის თავიდან ასაცილებლად (რემისიის განვითარების შემთხვევაში ან მდგომარეობის გაუმჯობესებისას) პრეპარატის მიღება წყდება და ინიშნება იოდის პრეპარატები. ოპერაცია ტარდება 2-3 კვირის შემდეგ.

ჭარბი დოზირება

კლინიკური სიმპტომები: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კანის სიმშრალე, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დაუშვებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ ლეიკოპენიას: ამიდოპირინთან და მის ანალოგებთან, სულფანილამიდურ საშუალებებთან.

თიამაზოლი - THIAMAZOLE - ТИАМАЗОЛ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები