რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

ენციკლოპედია

პირაზინამიდი(აქტიური ნივთიერება) - PYRAZINAMIDE - ПИРАЗИНАМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

სინთეზური II რიგის ანტიტუბერკულოზური საშუალება. მოქმედების მექანიზმი ზუსტად არაა დადგენილი. ბაქტერიოსტატიკური ან ბაქტერიოციდული მოქმედება მის კონცენტრაციასა და მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. კარგად შეღწევადია ტუბერკულოზურ კერებში.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული პირაზინამიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის არხში. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია 2 საათში აღინიშნება და დაახლოებით 35 მკგ/მლ შეადგენს 1.5 გ დოზით მისი მიღების შემთხვევაში, და 66 მკგ/მლ - 2 გ მიღების შემთხვევაში. ქსოვილებსა და ორგანიზმის სითხეებში განაწილება ფართოა, ჰემატოენცეფალური ბარიერი პირაზინამიდისათვის შეღწევადია.

გარდაიქმნება უპირატესად ღვიძლში ჰიდროლიზის მეშვეობით, რის შედეგადაც ძირითადი მეტაბოლიტი პირაზინომჟავა წარმოიქმნება; ამ უკანასკნელთან ჰიდროქსილის მიერთებით საბოლოოდ 5-ჰიდროქსიპირაზინომჟავა მიიღება. პლაზმაში ელიმინაციის ნახევარპერიოდი დაახლოებით 9-10 სთ-ის ტოლია.

ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა გორგლებში ფილტრაციის მეშვეობით; შარდში 24 სთ-ის განმავლობაში დაახლოებით 70% დადგენაა შესაძლებელი უპირატესად მეტაბოლების ფორმით; პირაზინამიდის 4-14% უცვლელად გამოიყოფა.

ჩვენებები

  • ტუბერკულოზი (კომბინირებული თერაპია).

დოზირების რეჟიმი

ზრდასრულებსა და ბავშვებში შიგნით მისაღები დოზებია 12-25 მგ/კგ დღეში 1-ჯერ ან 50-70 მგ/კგ 2-3-ჯერ კვირაში.

მაქსიმალური დოზები: ზრდასრულებსა და ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 2 გ ერთჯერ დღეში, ან 3 გ კვირაში სამჯერ, ან 4 გ კვირაში ორჯერ.

გვერდითი მოვლენები

მომნელებელ სისტემაში: ღვიძლის ფუნქციური მოშლილობა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ართრალგია.

სხვა: ჰიპერურიკემია, პოდაგრის გამწვავება;

იშვიათად - ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები

* ღვიძლის ფუნქციური დარღვევები;

* ჭარბი მგრძნობელობა პირაზინამიდისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

პირაზინამიდის უვნებელობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ადექვატურად არაა შესწავლილი და საბოლოოდ არ არის დადგენილი.

ამის მიუხედავად, თუ იზონიაზიდის, რიფამპიცინის და ეტამბუტოლის მიმართ რეზისტენტობა განვითარდა, შეიძლება დადგეს საკითხი ორსულისთვის პირაზინამიდის დანიშვნის შესახებ.

დედის რძეში პირაზინამიდი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ მონოთერაპიის პირობებში მიკობაქტერიების მდგრადობა სწრფად ვითარდება. ამის გამო პირაზინამიდი ჩვეულებრივად სხვა ანტიტუბერკულოზურ პრეპარატებთან კომბინაციაში უნდა იქნეს გამოყენებული.

♦ პირაზინამიდი ორგანიზმიდან დიალიზით გამოდევნას ექვემდებარება.

♦ ხანგრძლივი მიღების პირობებში მიზანშეწონილი 1-ჯერ თვეში ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაკონტროლება და შარდმჟავას განსაზღვრა სისხლში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- პირაზინამიდი აქვეითებს ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში.

- შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლში პირაზინამიდის გავლენით იზრდება. ამიტომ პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში მათი ეფექტურობა მცირდება (ალოპურინოლი, სულფინპირაზონი).

პირაზინამიდი(აქტიური ნივთიერება) - PYRAZINAMIDE - ПИРАЗИНАМИД - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები