ფარმაკოლოგიური თვისებები
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. აქტიურია Mycobacterium tuberculosis მიმართ. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა რიგი გრამუარყოფითი აერობების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Proteus spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Providencia spp., ასევე ზოგიერთ გრამდადებით მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp.
ჩვენებები
დოზირების რეჟიმი
არატუბერკულოზური ინფექციის დროს მოზრდილებში კუნთებში ან ინტრავენურად 500 მლ ყოველ 8-12 საათში ერთხელ. სადღეღამისო დოზა 1-1.5 გ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 გ. ინტერვალი შეყვანის შორის 12 საათი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 2 გ. მკურნალობის კურსი - 5-7 დღე.
ბავშვებში პრეპარატი შეყავთ მხოლოდ კუნთებში, მაქსიმალური დღეღამური დოზა - 15 მგ/კგ 2-3-ჯერ დღეში.
ტუბერკულოზის დროს მოზრდილებში - 1 გ ერთხელ დღეში; ბავშვებში - 15 მგ/კგ.
პრეპარატი შეჰყავთ ყოველდღე 6 დღის განმავლობაში, მე-7 დღეს - შესვენებით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
პლევრის და სახსრის ღრუში შეყავთ 10-50 მლ 0.25% ხსნარი.
პერიტონეალური დიალიზის ჩატარებისას პრეპარატის 1-2 გ იხსნება 500 მლ სადიალიზო სითხეში. თირკმელების უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება და შეყვანებს შორის ინტერვალების გაზრდა.
გვერდითი მოვლენები
ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სმენის ნერვის ნევრიტი, მიკროჰემატურია, ალბუმინურია.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
* სმენის ნერვის ნევრიტი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება კანამიცინის დანიშვნა სტრეპტომიცინთან, მონომიცინთან, ნეომიცინთან, გენტამიცინთან, ფლორიმიცინთან.