ფარმაკოლოგიური თვისებები
თიადიზისებრი დიურეტიკი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება. მისი გავლენით არტერიებში გლუვკუნთოვანი ტონუსი ქვეითდება და საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინაღობა მცირდება; ერთდროულად ზომიერი სალურეზული მოქმედებით ხასიათდება, რომელიც ჰენლეს ქერქულ მარყუჟსა და დისტალურ კლაკნილ მილაკში ნატრიუმისა და ქლორის იონებისა და წყლის დაქვეითებული რეაბსორბციითაა განპირობებული. პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინაღობის შემცირება შემდეგი მექანიზმებითაა უზრუნველყოფილი: სისხლძარღვოვანი კედლის დაქვეითებული მგრძნოებლობით ნორადრენალინისა და ანგიოტენზინისადმი, ვაზოდილატატორი პროსტაგლანდინებისადმი, ვაზოდილატატორი პროსტაგლანდინების გაძლიერებული სინთეზით, კალციუმის იონების დაქვეითებული შეღწევით სისხლძარღვოვან გლუვკუნთოვან ელემენტებში. თერაპევტულ დოზებში ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. ჰიპოტენზიური ეფექტი მხოლოდ მომატებული არტერიული წნევის პირობებში ვითარდება, პირველი კვირის ბოლოში ვლინდება და მაქსიმამუმდე 3 თვის განმავლობაში სისტემატური მიღების შედეგად აღწევს.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებული ინდაპამიდი სწრაფად და სრულად შეიწოვება მომნელებელ არხში; პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 1-2 საათში აღინიშნება. პლაზმის ცილებთან შებმა 79% აღწევს. ორგანიზმში მისი განაწილება ფართოა, კუმულაცია არ ხდება; ელიმინაციის ნახევარპერიოდი 18 სთ-ის ტოლია. გამოიდევნება თირკმელებით, უპირატესად მეტაბოლიტების ფორმით, 5% - უცვლელად.
ჩვენებები
დოზირების რეჟიმი
შიგნით მისაღები დოზაა 2.5 მგ 1-ჯერ დღეში (დილით) თუ სასურველი ეფექტი არ განვითარდა, 2 კვირის შემდეგ დოზა უნდა გაიზარდოს 5-7.5 მგ-მდე დღეღამეში.
მაქსიმალური დოზაა ორ მიღებაზე განაწილებული 10 მგ/დღეში (დღის პირველ ნახევარში).
გვერდითი მოვლენები
მომნელებელ სისტემაში: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ან ტკივილი ეპიგასტრიუმში.
ცნს-ში: ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, თავბრუ, ნერვულობა.
სისხლის მიმოქცევის სისტემაში: მოსალოდნელია ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.
ნივთიერებათა ცვლაში: ჰიპოკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია.
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია კანზე გამოვლინდეს.
უკუჩვენებები
* სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა თავის ტვინში;
* მკვეთრი გადახრები თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებში;
* შაქრიანი დიაბეტისა და პოდაგრის მძიმე ფორმები;
* ჭარბი მგრძნობელობა ინდაპამიდისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
ინდაპამიდის უვნებელობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში ადექვატურად არაა გამოკვლეული და საბოლოოდ არაა დადგენილი; ამიტომ მისი გამოყენება აღნიშნულ კატეგორიაში რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
♦ სიფრთხილეა საჭირო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში (აუცილებელია გლუკოზის დონის კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის შემთხვევაში) და პოდაგრის დროს (მოსალოდნელია შეტევების გახშირება);
♦ თუ ანამნეზში სულფონამიდებზე ალერგიული რეაქციებია აღნიშნული.
♦ მკურნალობის პროცესში პლაზმაში ელექტროლიტების (კალიუმი, ნატრიუმი, კალცუმი) კონტროლი აუცილებელია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ლითიუმის გაზრდილი კონცენტრაცია სისხლში;
- ასტემიზოლთან, ბეპრიდილთან, ერითრომიცინთან (ვენაში), პენტამიდინთან, სულტოპრიდთან, ტერფენადინთან, ვინკამინთან, ქინიდინთან, დიზოპირამიდთან, ამიოდარონთან, ბრეტილიუმთან, სოტალოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში torsades de pointes ტიპის დარღვევათა ალბათობა გულის რიტმში იზრდება;
- სისტემურ აასს-ებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ინდაპამიდის ჰიპოტენზიური მოქმედების დაქვეითებაა მოსალოდნელი;
- ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება კი მოსალოდნელია ბაკლოფენთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (იმიპრამინის ტიპის) ერთდროული მიღების შემთხვევაში.
- ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება თუ ავადმყოფს ერთდროულად დაენიშნა ჰიპოკალიემიის გამომწვევი სხვა პრეპარტებიც: ამფოტერიცინი B, გლუკო- და მინერალოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი, საფაღარათო საშუალებები.