რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

ენციკლოპედია

კლარითრომიცინი - CLARITHROMYCIN - КЛАРИТРОМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან, ერითრომიცინის ნახევარსინთეზური წარმოებული. ანტიმიკრობული მოქმედება ბაქტერიებში ცილის სინთეზის დათრგუნვითაა განპირობებული და რიბოსომულ 50 S სუბერთეულთან ურთიერთქმედებას მოჰყვება; აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა.

ჩვენებები

  • კლარითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის ქვედა და ზედა სასუნთქ გზებში და კანსა და რბილ ქსოვილებში.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია. ზრდასრულებში და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში შიგნით მისაღები ერთჯერად დოზა 250 მგ-დან 1 გ-მდეა, მიღების სიხშირე 2-ჯერ დღე-ღამეში; ჩვენების მიხედვით მკურნალობის ხანგრძლივობა 6 დღიდან 6 თვემდე და მეტ ხანსაც შეიძება გაგრძელდეს. ბავშვებში ერთჯერადი დოზა 7.5 მგ/კგ, ხოლო სადღეღამისო დოზა 500 მგ/კგ შეადგენს; კურსის ხანგრძლივობა 7-10 დღეა.

ვენაში შესაყვანი დოზა დღეღამეში 500 მგ-ია 2-5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ფაღარათი, სისხლში ტრანსამინაზების დონის შექცევადი მატება, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები

მაკროლიდური ჯგუფის ანტბიოტიკებისადმი ჭარბი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში დოზირების რეჟიმში კორექციაა აუცილებელი კრეატინული კლირენსის გათვალისწინებით. კლარითრომიცინის მიღება ორსულობის I ტრიმესტრში მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების გამო შეიძლება იქნეს დაშვებული.

კლარითრომიცინი - CLARITHROMYCIN - КЛАРИТРОМИЦИН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები