რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

ატორვასტატინი - ATORVASTATIN - АТОРВАСТАТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიურ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვასთან მევალონის მჟავას დონეზე, გმგ-კოენზიმ-A-რედუქტაზას სელექტიური კონკურენტული ინჰიბირების შედეგად. იგი აქვეითებს პლაზმაში ქოლესტერინისა და ლიპოპროტეიდების დონეს, ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დარღვევისა და ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე დაბალი სიმკვრივის და ლიპოპროტეინების რეცეპტორების აქტიურობისა და მათი რიცხვის მომატების შედეგად, რაც იწვევს ლიპოპროტეინების მიტაცებისა და მათი კატაბოლიზმის გაძლიერებას. ერთდროულად აღინიშნება მაღალი სიმკვრივის და აპოლიპოპროტეინ A-ს დონის მომატება. ატორვასტატინის მაინჰიბირებელი ეფექტი ბეტა-ჰიდროქსი-გმგ კოენზიმ-A  რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება მისი მოცირკულირე მეტაბოლიტების აქტივობით.

პრეპარატი პაციენტებში ამცირებს ქოლესტერინის დონეს ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობას.

ჩვენებები

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
  • კომბინირებული ჰიპერქოლისტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია არაეფექტური დიეტოთერაპიის დროს.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატით მკურნალობა ჰიპერქოლესტერინემიით შეპყრობილ პაციენტებში მიმდინარეობს სტანდარტული დიეტის ფონზე. დოზა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ქოლესტერინის საწყის დონეზე. მისი პერორალური, საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.

მკურნალობის ეფექტი ვლინდება 2 კვირის, ხოლო, მაქსიმალური ეფექტი - 4 კვირის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ თანდათან, 4 კვირის, ან მეტი ხნის ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგია, ასთენია, დიარეა და უძილობა. იშვიათად - კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, პანკრიატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ანორექსია, ღებინება, ალოპეცია, ქავილი, გამონაყარი, იმპოტენცია, ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენებები

* ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში;

* შრატში (უცნობი გენეზის) ტრანსამინაზების აქტივობის 3-ჯერ მომატება;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალები, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში ან მის შემდეგ, განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების განვითარებისას, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის შემოწმება.

♦ სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას საჭიროა მათი დონის ნორმალიზაცია. ალანინტრანსფერაზას და/ან ასპარაგინტრანსფერაზას აქტივობის მომატების დროს ნორმაზე 3-ჯერ მეტად, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში.

♦ მკურნალობის პერიოდში მიოპათიის სიმპტომების განვითარებისას საჭიროა კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უკანასკნელის მნიშვნელოვნად მომატებული დონე შენარჩუნებულია, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება, ან მისი მიღების შეწყვეტა.

♦ მიოპათიის განვითარების რისკი იზრდება ატორვასტატინისა და ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერიტრომიცინის, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.

♦ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა პრეპარატის გამოყენების დროს უნდა მიიღონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები. ბავშვებში პრეპარატის დოზით 80 მგ/დღეში მიღების გამოცდილება შეზღუდულია.

♦ პრეპარატისა და დიგოქსინის განმეორებითი გამოყენებისას პლაზმაში აღინიშნება დიგოქსინის კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ით მომატება.

♦ ატორვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება;

♦ ატორვასტატინთან ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს - კონტრაცეპტივის კონცენტრაციის მომატება, ხოლო ქოლესტირამინთან კომბინირების დროს - ატორვასტატინის კონცენტრაციის დაქვეითება დაახლოებით 25%-ით.

♦ პერორალურად მისაღები სუსპენზია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდს ამცირებს სისხლში ატორვასტატინის კონცენტრაციას დაახლოებით 35%.

ატორვასტატინი - ATORVASTATIN - АТОРВАСТАТИН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები