Online Mkurnali

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

ენციკლოპედია

პროტარგოლის ხსნარი 2% - Solutio Protargoli 2% - РАСТВОР ПРОТАРГОЛА 2%

წამლის ფორმა:

პროტარგოლის 2% ხსნარი. სინონიმი: ვერცხლის პროტეინატი.  Argentum proteinicum. შედგენილობა: პროტარგოლი  ფხვნილი ................... 0.2;

გლიცერინი ...................................   1,0;

დისტილირებული წყალი ...............   10 მლ-მდე.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი.

აღწერილობა: მიხაკისფერი, უსუნო, მომწარო და მწკლარტე გემოს მქონე კოლოიდური ხსნარი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

არმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს გააჩნია მთრიმლავი, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ვერცხლის იონები დისოციაციის შემდეგ ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, უკავშირდება რა მათ დნკ-ს.

პროტარგოლი ლორწოვან გარსებზე წასასმელი საშუალებაა.

ჩვენება:

  • პრეპარატი გამოიყენება ლარინგიტის, ფარინგიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, ქრონიკული გონორეული ურეთრიტის სამკურნალოდ.
უკუჩვენება: * ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა.

მიღების წესები:

ადგილობრივად 1-5% ხსნარი ზედა სასუნთქი ორგანოების ლორწოვან გარსებზე წასასმელად და ყელში გამოსავლებად.

გარე ოტიტისა და რინიტის დროს ყურის გარე გასავლელში და ცხვირის თითოეულ ნესტოში 1-2 წვეთი 2-5% ხსნარი 2-ჯერ დღეში.

1-3% ხსნარი გამოიყენება შარდსადენისა და შარდის ბუშტის გამოსარეცხად. სიფრთხილე: ვიდრე დაიწყებდეთ პრეპარატის მიღებას ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ადრენალინთან, ელექტროლიტებთან (ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის სულფატი და სხვა) შეუთავსებელია.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ყურადღებით უნდა გაეცნოთ ინსტრუქციას.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი

გლიცერინი ცხოველური და მცენარეული ცხიმებისა და ზეთების შემადგენელი ნაწილია. გლიცერინი ცხიმებიდან (ზეთებიდან) მიიღება. გლიცერინი უფერო, გამჭვირვალე, უსუნო და ტკბილი, ნეიტრალური რეაქციის სიროფისებრი სითხეა. წყალში და სპირტში შეირევა ყველა შეფარდებით. გლიცერინში იხსნება ბევრი არაორგანული ნივთიერება – ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, იოდი, ბორაქსი, ბრომმჟავა, ვერცხლის ნიტრატი, ძმრის, რძის, ღვინისა და ლიმონმჟავები, ტანინი და სხვა. დამჟანგველები გლიცერინს ადვილად ჟანგავს და დაჟანგვის სხვადასხვა პროდუქტებს იძლევა, ამიტომ გლიცერინი დამჟანგველებთან შეუთავსებელია.

გლიცერინი არ უნდა შეიცავდეს რკინის მარილებს, გარეშე ორგანულ ნივთიერებებს, ალდეჰიდებს. გლიცერინი იხმარება სანთლების და ბურთულების, საცხის მოსამზადებლად. იხმარება აგრეთვე ზოგიერთი სითხოვანი გამონაწვლილის მოსამზადებლად. შედის სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების შემადგენლობაში.

ჭარბი დოზირება: პროტარგოლის ხანგძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები: ლორწოვანი გარსის მსუბუქი გაღიზიანება, წვა, ქავილი.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

გამოშვების ფორმა: 10 მლ ხსნარი პლასტმასის ფლაკონებში.

შენახვის პირობები: “ბ” სია, ინახება გრილ და სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +150C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ფლუკორალი - FLUCORAL - ФЛУКОРАЛ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები