მწარმოებელი: LEK, სლოვენია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 და 50 ც.
1 ამპ.
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმატოზური კომპლექსი ........ 100 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კუნთებში საინექციო ფერუმ ლეკი წარმოადგენს ფერი-პოლიიზომალტოზის (სამ ვალენტიანი რკინის ჟანგის შენაერთი პოლიიზომალტოზასთან) მოწითალო-მოყავისფრო ფერის თითქმის ნეიტრალურ, იზოტონურ ხსნარს. პოლიიზომალტოზა წარმოადგენს დექსტრანის პოლისაქარიდის დაბალმოლეკულურ წარმოებულს. კომპლექსი მდგრადია მჟავების და აღმდგენების მიმართ, არ შეიცავს რკინის თავისუფალ იონებს, არააღდგენილ შაქარს, რაც განაპირობებს მისდამი კარგ ტოლერანტობას.
რკინა ინექციის ადგილიდან განიცდის რეზორბციას და ვრცელდება ლიმფური სისტემით, რაც განაპირობებს პრეპარატის სრულყოფილ გამოყენებას დაკარგვის გარეშე. პრეპარატის მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება შეყვანიდან პირველ და მეორე დღეებს შორის, რომლის დროსაც შეწოვა ხორციელდება „ფიზიოლოგიური“ რითმით.
ინტრავენური ფერუმ ლეკი წარმოადგენს ყავისფერ, კოლოიდურ, ჰიპერტონულ ხსნარს, რომელშიც რკინა უარყოფითი მუხტით დაკავშირებულია ნატრიუმის საქარატის კომპლექსთან. იგი განიცდის ნელ დისოციაციას ამ კომპლექსიდან და იონიზირდება. ინტრავენური ფერუმ ლეკის ფერიტინის რკინის ჰიდროქსიდის (დალექილი რკინა) ანალოგია, რითაც შეიძლება აიხსნას პრეპარატის მიმართ კარგი ტოლერანტობა, ვინაიდან იგი შეიცავს რკინას იმ სახით, რომელსაც ეწოდება „ფიზიოლოგიური“.
რკინის უტილიზაცია ფერუმ ლეკის შეყვანისას სრულია, რაც უზრუნველყოფს რკინის დეფიციტის სწრაფ აღდგენას ორგანიზმში. ფერუმ ლეკს, სხვა პერორალურ საშუალებებთან შედარებით გააჩნია უპირატესობა, ვინაიდან იგი იწვევს სწრაფ თერაპიულ ეფექტს და იძლევა მკურნალობაზე სწორი კონტროლის ჩატარების შესაძლებლობას.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია მკურნალობისათვის, დამოკიდებულია რკინის დეფიციტზე და რკინის რეზერვზე ორგანიზმში.
ფერუმ ლეკი კუნთებში შესაყვანად:
საერთო დოზის გამოთვლა წარმოებს შემდეგი ფორმულით:
ფერუმ ლეკი მლ-ში კუნთებში საინექციო = (K X D X 0.66) / 50 ან ფერუმ ლეკი კუნთებში საინექციო 2 მლ ამპულებში = (K X D X 0.33) / 50 (100 - ჰემოგლობინის კონცენტრაცია შრატში, გამოხატული %-ში).
სადაც K - სხეულის წონა კილოგრამებში; D - ჰემოგლობინის დეფიციტი;
შემდეგი ცხრილი იძლევა საშუალებას სწრაფად და მარტივად დადგინდეს საერთო დოზა, გამოხატული მგ-ში ან 2 მლ ამპულების რიცხვით.
ჰემოგლობინის კონცენტრაცია:
სხეულის წონა | 40% | 50% | ||
| მლ | ამპ | მლ | ამპ |
5 | 4 | 2 | 3 | 11/2 |
10 | 8 | 4 | 6 | 3 |
15 | 12 | 6 | 10 | 5 |
20 | 16 | 8 | 13 | 61/2 |
25 | 20 | 10 | 16 | 8 |
30 | 24 | 12 | 19 | 91/2 |
35 | 28 | 14 | 23 | 111/2 |
40 | 32 | 16 | 27 | 131/2 |
45 | 36 | 18 | 30 | 15 |
50 | 40 | 20 | 33 | 161/2 |
55 | 44 | 22 | 36 | 18 |
60 | 48 | 24 | 40 | 20 |
65 | 52 | 26 | 43 | 21 |
70 | 56 | 28 | 46 | 23 |
75 | 60 | 30 | 50 | 25 |
80 | 64 | 32 | 53 | 261/2 |
85 | 68 | 34 | 56 | 28 |
90 | 72 | 36 | 60 | 30 |
ჰემოგლობინის კონცენტრაცია
სხეულის წონა | 40% | 50% | ||
| მლ | ამპ | მლ | ამპ |
5 | 3 | 11/2 | 2 | 1 |
10 | 5 | 21/2 | 2 | 2 |
15 | 8 | 4 | 6 | 3 |
20 | 10 | 5 | 8 | 4 |
25 | 13 | 61/2 | 10 | 5 |
30 | 15 | 71/2 | 12 | 6 |
35 | 18 | 9 | 14 | 7 |
40 | 21 | 101/2 | 16 | 8 |
45 | 24 | 12 | 18 | 9 |
50 | 26 | 13 | 20 | 10 |
55 | 29 | 141/2 | 22 | 11 |
60 | 32 | 16 | 24 | 12 |
65 | 34 | 17 | 26 | 13 |
70 | 37 | 181/2 | 28 | 14 |
75 | 40 | 20 | 30 | 15 |
80 | 42 | 21 | 32 | 16 |
85 | 45 | 221/2 | 34 | 17 |
90 | 48 | 24 | 36 | 18 |
პრეპარატი შეჰყავთ 1 ამპულა დღეგამოშვებით ან 2 ამპულა დიდი ინტერვალით. აუცილებელია ჰემოგლობინის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი.
ინექციის ჩატარების ტექნიკა:
ხსნარი შეყავთ მხოლოდ კუნთებში. ნემსის სიგრძე არანაკლებ 5 სმ-სა; არ შეიძლება მსხვილი ყალიბის ნემსის გამოყენება. ინექცია კეთდება ღრმად, დუნდულოს ზემო კვადრატში ან ლატერალურად ბარძაყში. ინექციის წინ აუცილებელია კანის გაწევა გვერდზე ისე, რომ ნემსის ამოღების შემდეგ ინექციის ადგილი დაფარული იყოს ინტაქტური კანით.
ამგვარად თავიდან ავიცილებთ კანის პიგმენტაციას, ვინაიდან შეყვანილი სითხე არ გადავა უკანა კანქვეშა არეში.
ყოველდღიური მაქსიმალური დოზა:
ბავშვებში სხეულის წონით 5 კგ-მდე - 0.5 მლ (ამპულის 1/4).
ბავშვებში სხეულის წონით 5 კგ-დან 10 კგ-მდე - 1 ამპ (ამპულის 1/2)
მოზრდილებში - 4 მლ (2 ამპულა).
გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ აღინიშნება საცდელი სინჯის ჩატარების დროს, როდესაც შეჰყავთ ამპულის შემცველობის ნახევარი, რაც საჭიროა პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის დასადგენად.
პრეპარატის ნელი ინტრავენური შეყვანისას იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ტკივილი და სხვა.
თუ პრეპარატი კუნთებში შეყავთ სწორად, იგი არ იწვევს კანის პიგმენტაციას და ტკივილს.
უკუჩვენებები:
* აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება - ჰემოქრომატოზი.
* ასევე პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ანემიების დროს, რომლებიც არ არიან გამოწვეული რკინის დეფიციტით;
* დერმატიტის და ალერგიული ბრონქიტის მიმართ მიდრეკილების შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ ადგილას.