რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

ენციკლოპედია

ულცერონი - ULCERON - УЛЦЕРОН

საერთაშორისო დასახელება:

LANSOPRAZOLE; TINIDAZOLE; CLARITHROMYCIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება. კომბინაცია Helicobacter pylori-ის ერადიკაციისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კომბინირებული ნაკრები (1 კაფსულა და 2 ტაბლეტი): შეფუთვაში 14 ნაკრები.

ლანსოპრაზოლის კაფსულა

1 კაფს.

ლანსოპრაზოლი ...................          30 მგ

(ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, კალციუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი, ჰიპრომელოზა E5, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, პოლისორბატი 80, დიეთილფთალატი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ტინიდაზოლის შემოგარსული ტაბლეტი

1 ტაბ.

ტინიდაზოლი ................     500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Readi Mix Orange (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი Sunset Yellow FCF (E110).

კლარითრომიცინის შემოგარსული ტაბლეტი

1 ტაბ.

კლარითრომიცინი  ........... 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Readi Mix White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171)).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ულცერონი წარმოადგენს კომბინირებულ სასუალებას, რომელიც შეიცავს ლანსოპრაზოლს,ტინიდაზოლს და კლარითრომიცინს.გამოიყენება H.pylori-სთან ასოცირებული წყლულოვანი დაავადების კომპლექსური თერაპიის ჩასატარებლად და გათვლილია მკურნალობის 7-დღიან კურსზე.

ლანსოპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას, H+-K+ - ატფ-აზას სპეციფიკურ ინჰიბიტორს. იგი მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფოამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+ -ატფ-აზას სულფჰიდრილური ჯგუფების ინაქტივაციას. ამდენად, ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას სინთეზის უკანასკნელ სტადიას და ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გააჩნია ციტოპროტექციული მოქმედება, ზრდის ბიკარბონატების სეკრეციას. მარილმჟავას პროდუქციის შეფერხება 30 მგ დოზაზე შეადგენს 80-97%. პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. ლანსოპრაზოლის მაინჰიბირებელი ეფექტი იზრდება პირველ 4 დღის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენების დამთავრების შემდეგ მისი სეკრეტორული აქტივობა აღდგება მე-3-4 დღეს.

ტინიდაზოლი - ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სინთეზის დათრგუნვასა და მისი სტრუქტურის დარღვევასთან. ტინიდაზოლი აქტიურია უმარტივესების, ანაერობული ბაქტერიებისა და Helicobacter pylori-ს მიმართ.

კლარითრომიცინი - მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ერითრომიცინი A-ს ნახევარდსინთეზური წარმოებული. გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. იგი არღვევს ბაქტერიული უჯრედის ცილების სინთეზს 50S რიბოსომულ სუბერთეულთან ურთიერთქმედების გზით კლარითრომიცინი ეფექტურია გრამდადებითი, გრამუარყოფითი, აერობული და ანაერობული ბაქტერიების, მათ შორის Helicobacter pylori -ს მიმართ. კლარითრომიცინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის, 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის, მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია Helicobacter pylori-ის მიმართ შეადგენს 0.03 მკგ/მლ და 0.06 მკგ/მლ შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკა:

ლანსოპრაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციასა და ბიოშეღწევადობას. მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. 30 მგ ლანსოპრაზოლის პერორალური მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (0.75-1.15 მგ/ლ) აღინიშნება 1.5-2.2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის 97.7-99.4% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 სთ-ს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების (14-23%) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის გამოყოფა შენელებულია.

ტინიდაზოლის აბსორბცია მაღალია. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%. პერორალური მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 12%. გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-14 სთ-ს გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით - 50%, თირკმელებით - 25% (უცვლელი სახით) და 12% (მეტაბოლიტების სახით) თირკმლის მილაკებში რეაბსორბციის ხარჯზე.

კლარითრომიცინი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%. საკვების მიღება ოდნავ ანელებს პრეპარატის აბსორბციის დაწყებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას მის ბიოშეღწევადობაზე. ღვიძლში „პირველადი გავლისას“ კლარითრომიცინის დაახლოებით 20% მეტაბოლიზდება აქტიური მეტაბოლიტის 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის წარმოქმნით. მაქსიმალური კონცენტრაცია უზმოზე მიღებისას აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ და შეადგენს კლარითრომიცინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტისთვის 0.6 და 0.7 მკგ/მლ. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 42-70%. კლარითრომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს. 20% გამოიყოფა უცვლელი სახით, 15% - 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის სახით შარდთან ერთად.

ჩვენებები:

  • ულცერონი გამოიყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული გასტრიტის დროს (Helicobacter pylori -ს ინფექციის მკურნალობის და ერადიკაციული თერაპიის მიზნით).

მიღების წესი და დოზირება:

ულცერონის თითოეული ნაკრები შეიცავს ლანსოპრაზოლის 1 კაფსულას (30 მგ), ტინიდაზოლის 1 ტაბლეტს (500 მგ), კლარითრომიცინის 1 ტაბლეტს (250 მგ ) და გათვლილია ერთ მიღებაზე. ულცერონი ინიშნება პერორალურად, 1 კაფსულა ლანსოპრაზოლი, 1 ტაბლეტი, ტინიდაზოლი და 1 ტაბლეტი კლარითრომიცინი 2-ჯერ დღეში, დილით და საღამოს. ლანსოპრაზოლის კაფსულა მიიღება მთლიანად (კაფსულა არ უნდა დაიღეჭოს ან გაიხსნას).

თითოეული კოლოფი შეიცავს 14 ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თერაპიას 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, აბდომინალური ტკივილი, ანორექსია, პირის სიმშრალე ლითონისებრი გემო პირში, სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მიკროორგანიზმების მეორადი მდგრადობის განვითარება, თრომბოციტოპენია, ანემია. ტინიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ლეიკოპენია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ლანსოპრაზოლის, ტინიდაზოლის ან კლარითრომიცინის მიმართ;

* ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;

* სისხლის პათოლოგიური ცვლილებები;

* ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა;

* პორფირია;

* ორსულობა;

* ძუძუთი კვების პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ულცერონის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატ ულცერონის კომბინირებული თერაპიის კურსის ჩატარებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მოხმარება, რადგან, ტინიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქცია ალკოჰოლთან. აგრეთვე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ტინიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის გამუქება.

◄  არ არის რეკომენდებული ულცერონის დანიშვნა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების დროს.

◄  პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს. აუცილებელია ფსევდომემბრანოზული კოლიტის არსებობის შესაძლებლობის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებიც მიიღებენ ანტიბაქტერიული პრეპარატებს.

◄  მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების ავთვისებიანი დაავადების არსებობის გამორიცხვა, რადგან ლანსოპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომატიკის მასკირება და დიაგნოსტიკის გაძნელება.

◄   არ არის რეკომენდებული ლანსოპრაზოლის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არსებობს კლინიკური მონაცემების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც ადასტურებენ ამ პრეპარატის მოხმარების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ამ ასაკობრივ ჯგუფში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ზოგიერთ შემთხვევაში ტინიდაზოლმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა იმ ქმედებებზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორული რეაქციებს.

ჭარბი დოზირება:

ლანსოპრაზოლი: სიმპტომები - მონაცემები არ არსებობს; მკურნალობა -რეკომენდებულია დაკვირვება, შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ნიდაზოლი: სიმპტომები - შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება; მკურნალობა - სიმპტომური თერაპიის ჩატარება. სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს. გამოდევნა ხორციელდება დიალიზის საშუალებით.

კლარითრომიცინი: სიმპტომები - გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა; მკურნალობა - არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არ ახდენს არსებით გავლენას კლარითრომიცინის დონეზე შრატში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ლანსოპრაზოლი თრგუნავს იმ პრეპარატების გამოყოფის პროცესს, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს ღვიძლში (დიაზეპამი, ფენიტოინი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები). აგრეთვე ამცირებს თეოფილინის კლირენსს 10%-ით. ერთდროული გამოყენებისას ლანსოპრაზოლი მოქმედებს იმ პრეპარატების pH-დამოკიდებულ აბსორბციაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან სუსტი მჟავების ჯგუფს და ფუძეებს. სუკრალფატი 30%-ით ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ერთდროული გამოყენებისას ანტაციდები თრგუნავენ ლანსოპრაზოლის აბსორბციას.

- ტინიდაზოლი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს. შეთავსებადია სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებთან (ამინოგლიკოზიდები, ერითრომიცინი, რიფამპიცინი, ცეფალოსპორინები).

- ეთიონამიდთან მისი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფენობარბიტალი აჩქარებს ტინიდაზოლის მეტაბოლიზმს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტინიდაზოლს, ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი ეფექტი.

- კლარითრომიცინისა და თეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის მატება. ტერფენადინთან ერთდროული მიღებისას იზრდება ტერფენადინის პლაზმური კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT-ინტერვალის გახანგრძლივება და გულის რითმის დარღვევა.

- კლარითრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანების (ვარფარინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირება. კლარითრომიცინისა და კარბამაზეპინის, ციკლოსპორინის, ფენიტოინის, დიზოპირამიდის, ლოვასტატინის, ვალპროატის, ციზაპრიდის, პიმოზიდის,  ასტემიზოლის, დიგოქსინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება ამ უკანასკნელი პრეპარატების კონცენტრაციის მატება.

- რადგან, კლარითრომიცინი მოქმედებს ზიდოვუდინის აბსორბციაზე, ამ პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს დროის ინტერვალის დაცვით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

ულცერონი - ULCERON - УЛЦЕРОН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები