რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

სუმეტროლიმი - SUMETROLIM - СУМЕТРОЛИМ

საერთაშორისო დასახელება:

CO-TRIMOXAZOLE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: სულფამეტოქსაზოლი+ტრიმეტოპრიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული (სულფანილამიდური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

სულფამეტოქსაზოლი ..........  400 მგ

ტრიმეტოპრიმი ....................  80 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, გლიცერინი, სტეარინის მჟავა.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიები, პნევმონია, ტონზილიტი, სინუსიტი, ფარინგიტი;
  • საშარდე გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი;
  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებები: ქოლესცისტიტი, ქოლანგიტი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები: ენტერიტი, მუცლის ტიფი, პარატიფი, ბაქტერიული დიზენტერია;
  • კანის ინფექციები: პიოდერმია, ფურუნკულოზი, აბსცესი, ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ინფექციები;
  • სასქესო ორგანოების ინფექციები: გონოკოკური ურეთრიტი, პროსტატიტი.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე ინფექციების დროს მკურნალობის კურსი გრძელდება მინიმუმ 4 დღე, შემდგომში ენიშნებათ შემანარჩუნებელი დოზა, სანამ დაავადების კლინიკური სურათის ნორმალიზების შემდეგ არ გაივლის უსიმპტომოდ მიმდინარე 2 დღე;

მოზრდილებში სამკურნალო დოზა შეადგენს 2 ტაბ. 2-ჯერ დღეში;

შემანარჩუნებელი დღიური დოზაა: თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში;

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 3 ტაბ, 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს ჭამის შემდეგ.

მკურნალობის მინიმალური კურსი შეადგენს 4 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

შეუძლოდ ყოფნა თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები,  ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია მცირე რაოდენობით ანტაციდის მიღება).

იშვიათად - სისხლის სურათის მხრივ შექცევადი ცვლილებები (ლეიკოპენია, თრომბოციტებისა და ფოლის მჟავას რაოდენობის მაჩვენებლების დაქვეითება). აღნიშნული მოვლენები ქრება ორგანიზმში ფოლის მჟავას შევსების შემდეგ. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა სულფანილამიდური პრეპარატების მიმართ;

* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

* სისხლმბადი სისტემის დაავადებები;

* ორსულობა (I ტრიმესტრი და ბოლო კვირა მშობიარობის დაწყებამდე);

* ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია დღენაკლულ და 6 კვირამდე ასაკის ახალშობილებში.

♦ თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში, მოსალოდნელი კუმულაციური ეფექტის თავიდან აცილების მიზნით ინიშნება მცირე დოზა. (რეკომენდებულია პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში).

♦ ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სისხლის სურათის და თრომბოციტების რაოდენობის სისტემატური კონტროლი.

♦ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის პერიოდში ადგილი აქვს კანზე ალერგიულ გამონაყარს, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა ორგანიზმის მიერ სითხის გარკვეული რაოდენობის მიღება.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფოლიდეფიციტური ანემიის, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში, რევმატოიდული ართრიტით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობის მიზნით იღებენ იმუნოსუპრესულ პრეპარატებს.

♦ პრეპარატი არ ინიშნება ლაქტაციის პირველი 6 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექცია გამოწვეულია ყველა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული და სულფანილამიდის მიმართ მგრძნობიარე შტამის მიერ, დედის მკურნალობის პერიოდში და შემდგომი 3 დღის განმავლობაში  სასურველია ახალშობილისათვის სხვა დედის რძის მიღება ან უკიდურეს შემთხვევაში მისი გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სუმეტროლიმი შეუთავსებელია:

- ანტიკოაგულანტების (ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება) პერორალურად მიღებისას;

- ფენიტოინთან (შესაძლებელია ფენიტოინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში _ ტოქსიკურ მაჩვენებლამდე);

- სალიცილატებთან, ფენილბუტაზონთან, ნაპროქსენთან და ინდომეტაცინთან (შესაძლებელია სულფანილამიდური კომპონენტის მაჩვენებლების გაზრდა სისხლის შრატში - ტოქსიკურ მაჩვენებლამდე);

- მეტოტრექსატთან (მისი მაჩვენებლები სისხლის შრატში იზრდება ტოქსიკურ მაჩვენებლებამდე).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, გრილ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სუმეტროლიმი - SUMETROLIM - СУМЕТРОЛИМ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები