რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

ენციკლოპედია

სპრეგალი - SPREGAL - СПРЕГАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ESDEPALLETHRINE; PIPERONYL BUTOXIDE

მწარმოებელი: OMEGA PHARMA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ესდეპალეტრინი+პიპერონილის ბუტოქსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისათვის:

ფლაკონში  152 გ

10 გ

ესდეპალეტრინი ...................             63 მგ

პიპერონილის ბუტოქსიდი ...........     504 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ეთანოლი, დიეთილენგლიკოლ მონოეთილის ეთერი, მაკროგლიცერიდი, პროპელენტური აირი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ესდეპალეტრინი წარმოადგენს ნეიროტოქსიურ შხამს მწერებისთვის. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კათიონური ცვლის მოშლით, რომელიც დაკავშირებულია ნერვული უჯრედების მემბრანების შეღწევადობის დარღვევასთან. პიპერონილის ბუტოქსიდი აძლიერებს ესდეპალეტრინის მოქმედებას, ვინაიდან ახდენს მწერების მიერ გამოყოფილი დეტოქსიკაციური ფერმენტების ბლოკირებას. სპეციალურად შემუშავებული შემავსებელი საშუალებას იძლევა პრეპარატი დატანილ იქნას სხეულის მთელ ზედაპირზე და ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებების შეღწევას ეპიდერმიის ზედაპირული ფენის მეშვეობით მუნის შესასვლელი ხვრელების სიღრმეში.

ჩვენებები:

  • მუნი ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში;
  • დემოდეკოზი.

მიღების წესი და დოზირება:

- მკურნალობა უნდა ჩატარდეს საღამოს 18-19 საათზე, იმისათვის რომ პრეპარატი ახდენდეს მოქმედებას მთელი ღამის განმავლობაში.

- დამუშავებისას უნდა იმყოფებოდეთ განიავების საშუალების მქონე საცხოვრებელში, ცეცხლის ნებისმიერი წყაროსაგან შორს.

- პრეპარატით უნდა დამუშავდეს სხეულის მთელი ზედაპირი, გარდა სახისა და თმისა.

- პრეპარატის შესხურება უნდა წარმოებდეს კანის ზედაპირიდან 20-30 სმ-ის დაშორებით, განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა დამუშავდეს ხელებისა და ფეხების თითებშორისი ნაოჭები, იღლიების არე, შორისი, ყველა ნაკეცი და დასნებოვნებული ადგილი.

- შემდეგ საჭიროა სუფთა ტანისამოსის ჩაცმა და 12 საათის განმავლობაში აკრძალულია დაბანვა.

- 12 საათის შემდეგ გულდასმით დაიბანეთ საპნით, თბილი წყლით და გაიმშრალეთ.

- პრეპარატის გამოყენებამდე ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში) აუცილებელია ცხვირის, პირისა და თვალების დაფარვა ხელსაწმენდით.

- მეძუძური ასაკის ბავშვებში საფენების შეცვლისას აუცილებელია განმეორებით დაუმუშავდეს დუნდულების მთელი არე.

- აუცილებლობის შემთხვევაში სახის კანი დამუშავდეს პრეპარატში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით.

- დემოდეკოზის შემთხვევაში პრეპარტის შეზელვა ხდება სახის კანის დაავადებულ უბნებზე პრეპარატში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით.

- მკურნალობის ხანგრძლივობა დემოდეკოზის დროს შეადგენს 1-2 კვირას.

გვერდითი მოვლენები:

სპრეგალი კარგად გადაიტანება. შესაძლებელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რაც სწრაფად გაივლის.

უკუჩვენებები:

ერთ-ერთი კომპონეტის ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

სპრეგალის ერთი ბალონი საკმარისია სამი ადამიანის სამკურნალოდ.

უნდა ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალში და ლორწოვან გარსზე. პრეპარატის შემთხვევით თვალში მოხვედრისას აუცილებელია მისი გამორეცხვა თბილი წყლით.

ხელახალი დასნებოვნებისგან დაცვის მიზნით აუცილებელია ლოგინის თეთრეულის და ტანსაცმლის დამუშავება პრეპარატით A-პარი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 50 მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონი.

სპრეგალი - SPREGAL - СПРЕГАЛ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები