რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

სოპრალი - SOPRAL - СОПРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ომეპრაზოლი ...............    20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კრისტალური შაქარი, ხორბლის სახამებელი, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ფტალატ ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, დიეთილფტალატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ომეპრაზოლი წარმოადგენს H+- K+ ატფ-ზას სისტემის (ე.წ. `პროტონულიტუმბო~) ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს H+- K+ -ატფ-ზას აქტივობას კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების მემბრანებში და ამ გზით თრგუნავს კუჭის წვენის სეკრეციის საბოლოო სტადიას.

ჩვენება:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;
  • გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
  • ეროზიული ეზოფაგიტი;
  • ჰიპერსეკრეტორული გასტრიული მდგომარეობები (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, მრავლობითი ენდოკრინული ადენომა, სისტემური მასტოციტოზი);

მიღების წესი და დოზირება:

დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

12-გოჯა ნაწლავის წყლული: 20-40 მგ ერთხელ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლული: 40 მგ ერთხელ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლული ასოცირებული Helicobacter pylor-თან:

1. სამმაგი კომბინაცია

- 20 მგ სოპრალი + 1გ ამოქსიცილინი + 500მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

- 20 მგ სოპრალი + 400 მგ მეტრონიდაზოლი + 250 მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

- 40 მგ სოპრალი ერთხელ დღეში, 500 მგ ამოქსაცილინი და 400 მგ მეტრონიდაზოლი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

2. ორმაგი კომბინაცია

- 20 მგ სოპრალი +750 მგ ამოქსიცილინი 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში.

- 40 მგ სოპრალი + 500 მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში.

გასტროეზოფაგალური რეფლუქსი: 20-40 მგ ერთხელ დღეში ჭამის წინ 4-8 კვირის განმავლობაში.

ჰიპერსეკრეტორული გასტრიტები (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, მრავლობითი ენდოკრინული ადენომა, სისტემური მასტოციტოზი): 60 მგ ერთხელ დღეში ჭამის წინ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს 80-120 მგ 2-3ჯერ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით Helicobacter pylor-ის არსებობის შემთხვევაში სოპრალი ინიშნება 0.5-1.5 მგ/კგ დღე-ღამეში;

მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ.

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით გასტროეზოფაგალური რეფლუქსის შემთხვევაში რეკომენდებულია 0.3-3.5 მგ/კგ დღე-ღამეში; მაქსიმალური დოზა 80 მგ.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია მუცლის ტკივილი და კოლიკა (1%).

იშვიათია: ასთენია, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მეტეორიზმი, ქავილი, გამონაყარი კანზე.

იშვიათად დასაშვებია:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის უკან, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული წნევის მატება, პერიფერიული შეშუპება.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირიდან სისხლდენა, ყელის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: წონაში კლება, პირის სიმშრალე, ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების მატება.

ნერვული სისტემის მხრივ: სხვადასხვა ტიპის დეპრესია, აგრესია, ჰალუცინაცია, ძილის დარღვევა, ნევრასთენია, ტრემორი, აპათია, განგაშის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ხშირი შარდვა, შარდ-სასქესო სისტემის ანთება, პროტეინურია, ჰემატურია, საკვერცხეების ტკივილი.

ჰემატოლოგიური: პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.

კანის მხრივ: გამონაყარი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ჰიპერჰიდროზი.

მეტაბოლური დარღვევები: გლუკოზის დაქვეითება სისხლში, გაცხიმოვნება.

კლარიტრომიცინთან კომბინაციაში 15%-ში აღინიშნება გემოვნების შეგრძნების დაქვეითება, 2%-ში ენის ფერის ცვლილება, 2%-ში რინიტი, 1% _ ლარინგიტი, 1% _ გრიპისმაგვარი მოვლენები.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ღვიძლის და თირკმლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში სოპრალი გამოიყენება სიფრთხილით და უფრო დაბალი დოზით.

◄ წყლულოვანი დაავადების არსებობის შემთხვევაში სოპრალით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს სიმსივნე.

◄ სამკურნალო საშუალება შეიცავს 137.4 მგ კრისტალურ შაქარს. მითითებული დოზირებით გამოყენების შემთხვევაში, თითოეულ დოზაში შედის 0.825 გ შაქარი, რაც არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის და საქაროზა-იზომალტოზის დეფიციტის დროს.

◄ სოპრალი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს 0.008 გ ლაქტოზას. მითითებული დოზირებით გამოყენების შემთხვევაში, თითოეულ დოზაში შედის 0.048 გ ლაქტოზა, რაც არ არის რეკომენდებული ლაქტაზური უკმარისობის, გალაქტოზემიის ან გლუკოზო-გალაქტოზური მალასბორბციის სინდრომის დროს.

◄ არ არსებობს მონაცემები სოპრალის გავლენის შესახებ მძღოლებზე და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პირებზე.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები ომეპრაზოლის ჭარბი დოზირების შესახებ. არ არის ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- სოპრალი გავლენას ახდენს ღვიძლის მეტაბოლიზმზე და შეუძლია დიაზეპამის, ანტიკოაგულანტების, ფენიტოინის მოქმედების გაძლიერება, რაც გამოიწვევს არასასურველი ეფექტების გაზრდას.

- სოპრალის და კლარიტრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს ორივე ნივთიერების პლაზმური კონცენტრაციის გაზრდას;

- არ არის რეკომენდებული ამპიცილინთან, კეტონაზოლთან და რკინის მარილთან ერთდროული გამოყენება, რადგან სოპრალმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მათ რეზორბციაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სოპრალი - SOPRAL - СОПРАЛ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები