მწარმოებელი: ივერიაფარმა, საქართველო
Hartington Business S.L. (ესპანეთი)
თანამშრომლობით
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებათა სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ექსტრაქტი: ფლაკონში 35 დოზა, გამფრქვევ-დოზატორით.
შეიცავს ყოჩივარდას ლიოფილიზირებული ექსტრაქტს.
გამხსნელი: საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ადგილობრივად მოქმედებს ცხვრის ლორწოვან გარსზე და რეფლექსურად აძლიერებს სეკრეციას ცხვირისა და პარანაზალური სინუსების ამომფენი გარსებიდან. ცილოვან-ლორწოვანი სითხის ძლიერი რეფლექსური სეკრეცია იწყება პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე წუთში, რაც შეიძლება ორი საათი გაგრძელდეს. ამგვარი გაძლიერებული სეკრეცია შედეგია პარანაზალური სინუსების ინტენსიური ბუნებრივი დრენაჟი (გამორეცხვა), რაც პრეპარატის მაღალ სამკურნალო ეფექტურობას განაპირობებს.
პრეპარატი არ იწვევს გაღიზიანების მნიშვნელოვან ნარჩენ მოვლენებს ცხვირის ლორწოვანში, ადვილად გამოიდევნება ცხვირის ღრუდან, არ იწოვება და ზოგადი სისტემური მოქმედება არ ახასიათებს.
ჩვენებები:
შენიშვნა: ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში სინუფორტეს მიღების წესი და ხანგრძლივობა ერთი და იგივეა.
მიღების წესი და დოზირება:
გამფრქვევ-დოზატორზე ერთი დაჭერა გამოასხურებს 0.13 მლ (2-3 წვეთი), რაც შეადგენს ერთჯერად დოზას. აღნიშნული წესით შეყავთ აეროზოლი ნესტოში სინუსიტის მხარეს დღეში ერთხელ დღეგამოშვებით, ხოლო ორმხრივი სინუსიტის შემთხვევაში _ ორივე ნესტოში. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია, აგრეთვე, ყოველდღიური გამოყენება.
სამკურნალო ეფექტის მისაღებად საჭიროა 6-8 შესხურება, მაგრამ თავის ტკივილის შემცირება ან სრული გაქრობა უკვე 3-5 შესხურების შემდეგ აღინიშნება.
რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცხივრ-ხახის წვის გაძლიერებული შეგრძნება და ტკივილი; პრეპარატის დოზის გაზრდით სამკურნალო ეფექტი არ იზრდება.
გვერდითი მოვლენები:
სუსტი ზომიერამდე წვის შეგრძნება ცხვირ-ხახაში მცირე ხნით; ცემინება; რეფლექსური ნერწყვდენა, უფრო იშვიათად ხანმოკლე ცრემლდენა და სახის წამოწითლება;
ცალკეული შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს თავის ხანმოკლე ტკივილი შუბლის არეში ან მოვარდისფრო გამონადენი კაპილარული დიაპედეზის გამო. არცერთი აღნიშნული მოვლენა მკურნალობის შეწყვეტას არ მოითხოვს.
პრეპარატის უნებლიე მოხვედრამ თვალში შეიძლება ძლიერი გაღიზიანება და მწვავე კონიუქტივიტი გამოიწვიოს.
უკუჩვენებები:
* კისტოზურ-პოლიპოზური პარანაზალური სინუსიტები;
* ჰიპერტონული დაავადების დამამძიმებელი შემთხვევები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება საკმარისად არ არის შესწავლილი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება 5 წლისა და მეტი ასაკის ბავშვებში ხორციელდება იგივე სქემით, რაც უფროსებში.
5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში კლინიკური მონაცემები პრეპარატის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე არასაკმარისია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- დაუშვებელია ცხვირის ღრუში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების და სინუფორტეს ერთდროული შეყვანა.
- საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ლორწოვანი გარსის ადგილობრივი შეშუპების საწინააღმდეგო ხსნარების (ადრენალინი, ეფედრინი) ჩაწვეთება; - ჩირქოვანი ინფექციით გართულებულ შემთხვევებში დასაშვებია სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 8-100C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. მზა ხსნარის შენახვის ვადა - 16 დღე.