რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

ნატრიუმის თიოსულფატი-დარნიცა - NATRII THIOSULFAS-DARNITSA - НАТРИЯ ТИОСУЛЬФАТ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

NATRII THIOSULFAS

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის თიოსულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდოტი; კომპლექსწარმომქნელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 30%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

ნატრიუმის თიოსულფატი ......... 0.3 გ 1.5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორგანიზმში შეყვანისას ახდენს ანტიტოქსიკურ, ანთებსაწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, უვნებელჰყოფს ჰალოიდების (იოდი) პრეპარატებს. მჟავე გარემოში იშლება გოგირდისა და გოგირდის ანჰიდრიდის გამოყოფით, რომლებიც ახდენენ ანტიპარაზიტარულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ინტრავენური გამოყენების შემდეგ ვრცელდება უჯრედგარე სითხეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.65 საათს.

ჩვენებები:

მოწამვლა დარიშხანით, ვერცხლის წყლით, ტყვიით (წარმოიქმნება არატოქსიკური სულფიტები), ციანიდმჟავით და მისი მარილებით, იოდისა და ბრომის მარილებით. ალერგიული დაავადებები, ართრიტი, დიაბეტური პოლინეიროპათია.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინტრავენურად შეიყვანება 5-10 მლ 30% ხსნარი; ციანიდის ნაერთებით მოწამვლისას ერთჯერადი დოზა იზრდება 30% ხსნარის 50 მლ-მდე.

გვერდითი მოქმედება:

აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები:

დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კატეგორიულად არ დაიშვება ნეტრიუმის თიოსულფატის კონტაქტი ნიტრატებთან, კალიუმის პერმანგანატთან.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით. პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

ნატრიუმის თიოსულფატი-დარნიცა - NATRII THIOSULFAS-DARNITSA - НАТРИЯ ТИОСУЛЬФАТ-ДАРНИЦА - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები