რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

ენციკლოპედია

მიდოკალმი - MYDOCALM - МИДОКАЛМ

საერთაშორისო დასახელება:

TOLPERISONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ტოლპერიზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი ........    50 მგ

დამხმარე საშუალებები:

ლაქტოზა, ტიტანის ორჟანგი, საღებავი E171, E129.

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი .......  150 მგ

დამხმარე საშუალებები:

ლაქტოზა ტიტანის ორჟანგი, საღებავი E171,E172.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი თრგუნავს პოლისინაფსურ ზურგის ტვინის რეფლექსებს და რეტიკულური ფარმაციის კაუდალურ ნაწილს. გააჩნია ცენტრალური ნ-ქოლინოლიზური, სუსტი სპაზმოლიზური და სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება.

ჩვენებები:

ტოლპერიზონი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც მოქმედებს ცნს-ზე. იგი გამოიყენება:

  • პათოლოგიურად გაძლიერებული განივზოლიანი კუნთების ტონუსის დასაქვეითებლად, რომელიც გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით: სპინალური და ცერებრული დამბლა, სპაზმი, სპინალური ავტომატიზმი, კიდურების კონტრაქტურები გამოწვეული ზურგის ტვინის ტრავმით, პარაპარეზი, პარაპლეგია, გაფანტული სკლეროზი, ექსტრაპირამიდული და პირამიდული გენეზის მოშლილობები და სხვა დაავადებები, რომელთაც თან ახლავს დისტონია, სპაზმი და რიგიდობა, ასევე,
  • ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი დაავადების დროს, სისხლძარღვთა გასაფართოვებლად და სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში (მაობლიტირებელი თრომბანგიტი, რეინოს დაავადება, დიაბეტური ანგიოპათია, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი).

მიღების წესი და დოზირება:

ტოლპერიზონი დოზით 50 მგ ინიშნება 1-3-ჯერ დღეში, დოზის თანდათანობითი გაზრდით 200-300 მგ-მდე (1 ტაბლეტი 150 მგ-იანი 2-ჯერ დღეში).

ბავშვებში 3 წლის ასაკის ზევით პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, განსაზღვრული დოზით, დასაწყისში ძირითადად 1/2 ტაბლეტი 25 მგ დღეში, დოზის შემდგომი გაზრდით -50 მგ 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სხვა ცვლილებები.

იშვიათად აღინიშნება: კანის ჰიპერემია, ურტიკარია;

მძიმე შემთხვევაში: შეუძლოდ ყოფნა თანმხლები ქოშინით, არტერიული წნევის დაქვეითება გონების დაკარგვამდე. აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

* მძიმე მიასთენია (იმუნური სისტემის დაავადება თანმხლები კუნთების სისუსტით);

* ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

აუცილებელია ექიმის ინფორმირება არსებული ან დაგეგმილი ორსულობის შესახებ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის დანიშვნა წარმოებს სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით.

*  ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

* ძილიანობის განვითარების შემთხვევაში იკრძალება ტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მიდოკალმი - MYDOCALM - МИДОКАЛМ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები