Online Mkurnali

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

ენციკლოპედია

სოლკოდერმი - SOLCODERM - СОЛКОДЕРМ

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კერატოზის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი: ამპულაში 0.2 მლ, შეფუთვაში 1 და 5 ც. აპლიკატორებთან ერთად.

1 მლ.

აზოტმჟავა 70% ........................................    580.7 მგ

ძმარმჟავა 99%  ..........................................    41.1 მგ

მჟაუნმჟავას დიჰიდრატი ................................ 57.4 მგ

რძის მჟავა ....................................................  4.8 მგ

სპილენძის ნიტრატის ტრიჰიდრატი ................ 48 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლკოდერმი გარეგანად გამოსაყენებელი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც აპლიკაციიდან 1-2 წუთში (ზედაპირული დაზიანებისას) და 5-10 წუთში (ძველი და გარქოვანებული დაზიანებისას) აღწევს ქსოვილში და ფერს უცვლის მას. შემდგომში პათოლოგიური ქსოვილი მუმიფიცირდება და რამდენიმე დღის შემდეგ თავისით სცილდება. შეხორცება სწრაფად ვითარდება პრაქტიკულად მეორადი ინფექციის გარეშე.

ფარმაკოკინეტკა:

სოლკოდერმის შემადგენელი მჟავები და სპილენძის ნიტრატი პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის დევიტალიზაციას და ფიქსაციას იწვევენ. პრეპარატის შეწოვას და სისტემურ მოქმედებას არა აქვს ადგილი.

ჩვენებები:

  • მარტივი მეჭეჭები;
  • ქუსლის არის მეჭეჭები;
  • მახვილწვერიანი კონდილომები;
  • სებორეული კერატოზი;
  • აქტინოკერატოზი;
  • ხალი (კეთილთვისებიანი).

მიღების წესი და დოზირება:

დაზიანებული კერის სპირტით წინასწარი დამუშავების შემდეგ პრეპარატი მინის კაპილარის და აპლიკატორის საშუალებით წაისმება. დაზიანების ზომის, სიღრმის და ლოკალიზაციის მიხედვით რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.05-0.1 მლ-მდე. გარქოვანებული კანის დამუშავებისას სასურველია გარქოვანებული ფენის მოცილება.

10 მმ-ზე მეტი ზომის კანის დაზიანება პრეპარატით მუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი ზედაპირულია. დასაშვებია ერთდროულად 4-5 კერის დამუშავება, მაგრამ მათი ფართობი 4-5 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

დამუშავებიდან რამდენიმე დღეში დაზიანებული არე მუმიფიცირდება და მუქ-ყავისფერს ღებულობს. თუ მუმიფიცირება არასრულია შესაძლებელია პროცედურის გამეორება. დიდი რაოდენობით დაზიანებების არსებობისას მკურნალობა რამდენიმე სეანსად ტარდება 4 კვირიანი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, გარდამავალი ერითემა დამუშავებული არის ირგვლივ, მკრთალი რგოლი (სისხლძარღვების შევიწროების გამო), რაც მკურნალობას არ საჭიროებს.

პრეპარატით ღრმად ამოწვამ შესაძლოა დეპიგმენტაცია და ნაწიბური დატოვოს.

უკუჩვენებები:

* შესაძლო მეტასტაზების არსებობა;

* ავთვისებიანი მელანომა;

* ჭორფლი;

* კელოიდური ნაწიბური.

ორსულობა და ლაქტაცია:

კვლევები ორსულებზე არ არის ჩატარებული. ექსპერიმენტული მონაცემებით ნაყოფზე პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება არ არის დადასტურებული.

განსაკუთრებული მითითებები:

სოლკოდერმი მხოლოდ გარეგანად გამოსაყენებელი პრეპარატია.

სიფრთხილეა საჭირო თვალის და ლორწოვანი გარსების მოსაზღვრე კანის დამუშავების დროს. თვალში და დაუზიანებელ კანზე მოხვედრისას საჭიროა მისი წყლით ან სუსტი ტუტით ჩამორეცხვა.

ადგილობრივი ალერგიის გამოვლენის დროს გამოიყენება გლუკოკორტიკოიდების და საანესთეზიო საშუალებების შემცველი კრემები. დევიტალიზებული ქსოვილი თავისით უნდა მოცილდეს, არ შეიძლება ინსტრუმენტებით მისი მოშორება, რადგან დიდი ნაწიბური შეიძლება დარჩეს. სრულ შეხორცებამდე არასასურველია მზისა და ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედება დაზიანებულ არეზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს ძლიერდება გვერდითი მოვლენები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
კატეგორია : ზოგადი ქირურგია

გამარჯობათ ვარ ბიჭი და მაინტერესებს ანუ იცით როგორ მემართება? კუჭშირომ გავდივარ და ბოდიშით და ვიწმენდავ ხომ ვდგები იმ მომენტში ვისუფთავებ კარგად ქაღალდით და რო აღარ მრჩება არაფერი თავისთავად ვდგები მარა დრორო გადის 20 30 წუთი მაწუხებს ის ფაქტი რო ვგრძნობ რომ ბოდიშით და ტრაკი ისევ გამოსაწმენდი მაქვს და ისევ ქაღალდს რო ვისვამ ძალიანძალიან თხლად ყვითლად ისევ მრჩება განავალი ქააღალდზედა ეს რამეს ნიშნავს?? ან საერთოდ ხდება ასეთირამ? კუჭში გადიოდე იწმენდავდე და 20 30წუთი როგადის ისევ ბოდიშიდა გამოსაწმენდი გრჩება დავიჯერო ნაწლავიდან ან ანალური ნაპრალიდან ძალიან მცირე კიდე გამოდის? და ბოლომდე ვერ გავდივარ თუ რახდება ვერ ვიგებ და ან არის თუარა ეს ბუასილთან რამე კავშირში.. ოღონდ სისხლიანი და რაღაცა არ მაქვს განავალი. იქნებ დროულად გამცეთ პასუხი რახდება ჩემს თავს

აბორტი ხელოვნური - abortus artificialis - аборт искусственный - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები